in

როგორ გვეხმარება კითხვა უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში?

M2
M2

ზაფხული დადგა. შესაძლოა, მალე თქვენი შვებულება დაიწყოს, შაბათ-კვირის შუადღეს აუზთან ისხდეთ, ვერანდაზე ან ქვიშიანი სანაპიროს მცხუნვარე მზეს მიეფიცხოთ. ასეთ დროს ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ თქვენი სმარტფონი და ხელში წიგნი აიღეთ (ან თუ გნებავთ, ელექტრონულ მოწყობილობაზე წაიკითხეთ ნოველა, მაგრამ ეცადეთ ეს თქვენი ტელეფონის გამოყენებით არ ხდებოდეს). 

წაიკითხეთ სიამოვნებისთვის. არ აარჩიოთ წიგნი იმის მიხედვით, რომ თითქოს ის აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა იყოს. მიენდეთ ინტუიციას ან უბრალო შემთხვევითობას. არჩეული ნაწარმოები მხატვრული ლიტერატურა იქნება თუ დოკუმენტური პროზა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მისით სიამოვნება მიიღოთ. 

თუ ბევრს კითხულობთ, უკეთესად იგრძნობთ თავს, პირადი ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდება და სამუშაოსაც მარტივად გაუმკლავდებით. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კითხვას შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს ადამიანზე.

დრო მნიშვნელოვანია 

კითხვას უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანზე, ვიდრე ფილმის ან სერიალის ყურებას. რა თქმა უნდა, ფილმებსა და ტელევიზიაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ ამ ჟანრების ისტორიები შეკუმშულია საკმაოდ მოკლე დროის დიაპაზონში და მოვლენები ძალიან სწრაფად ხდება. წიგნები უფრო მშვიდ გამოცდილებას გვაძლევს. თუნდაც პატარა წიგნის წაკითხვას, შესაძლოა, ხუთი საათი დასჭირდეს, ხოლო შედარებით მრავალგვერდიანი წიგნების წაკითხვას 20 საათსაც მოუნდებით.

წიგნში ჩაძირვა იძლევა დროს ფიქრისთვის და წიგნის გავლენით ცხოვრებისთვის. არამხატვრული ლიტერატურა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში გადაგისვრით, ცნობილი მოღვაწის თანამედროვე გახდებით, ან სრულიად ახალ ცოდნას ეზიარებით. მხატვრული ლიტერატურა გაცნობთ თქვენგან ძალიან განსხვავებულ პერსონაჟებს, რომლებიც ასევე ძალიან განსხვავებულ გარემოში ცხოვრობენ და განიცდიან ემოციებს, რომლებიც თქვენთვის უჩვეულოა. წიგნის ამ ელემენტებზე ფიქრი თქვენს ცნობიერებასა და აზროვნებაზე დადებით ზეგავლენას ახდენს. 

რამე საკითხის შესახებს შეხედულების შეცვლა არსებითად ნელი პროცესია, რომელიც იმ ინფორმაციის მიღებას მოითხოვს, თქვენი ამჟამინდელი რწმენისგან რომ განსხვავდება. 

პერსპექტივის მიღება

კითხვა დაგეხმარებათ ემოციური რეაქციების კალიბრაციაში. პირველ რიგში, ის წარმოგიდგენთ მოვლენების მთელ რიგს, რომელიც თქვენს გამოცდილებას სცილდება. ეს საშუალებას გაძლევთ იფიქროთ იმაზე, რასთანაც ახლა გაქვთ საქმე, ან მომავალში გადაგხდებათ თავს და უკვე მომზადებული შეხვდებით გამოწვევას. 

ლიტერატურა, ისტორია, ბიოგრაფია გაძლევს ცოდნას, თუ როგორ უმკლავდებიან სხვა ადამიანები განსხვავებულ სიტუაციებს. ეს მოგცემთ დამატებით სტრატეგიებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დგახართ. ასევე, სტრესის დროს კითხვა ერთგვარი თავშესაფარია, რომლითაც მოსაბეზრებელ ყოველდღიურობას თავს დააღწევთ.

გამოსვლა საკუთარი თავიდან

ადამიანთა უმრავლესობას სურს, რომ საკუთარი ცხოვრების გმირი იყოს. ამ ტენდენციას სოციალური ფსიქოლოგები ფუნდამენტური ატრიბუციის შეცდომას უწოდებენ. სხვა ადამიანების ქცევის ახსნისას ყურადღებას მათ თვისებებზე ამახვილებთ, ხოლო თუ საკუთარი ქცევის ახსნა გსურთ, სიტუაციის გაანალიზებას იწყებთ. მიზეზი კი, რის გამოც ამას ატრიბუციის შეცდომას უწოდებენ, არის ის, რომ თითოეული შეცდომა გამოწვეულია პიროვნული თვისებებისა და სიტუაციის კომბინაციით. 

კითხვა სხვა ადამიანებს განსხვავებულად დაგანახებთ. ლიტერატურა საშუალებას გაძლევთ სამყაროს თქვენგან განსხვავებული თვისებების მქონე პიროვნების თვალით შეხედოთ. ხშირად საკუთარი ბიოგრაფია და წაკითხული ისტორია ერთსა და იმავე გამოცდილებას იძლევა. ეს გეხმარებათ დაინახოთ, თუ როგორ მოქმედებს თვისებები და სიტუაციები თქვენს ქცევაზე.

კითხვის შედეგად მიღებული გამოცდილება მოგცემთ მეტი თანაგრძნობის უნარს.

კონტექსტის დანახვა

სამწუხაროდ, სამყარო საჭირო რეფერენსებს არ გვაძლევს, თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. კითხვა კი კონტექსტური სწავლის ფანტასტიკური წყაროა. სიამოვნებისთვის კითხვა გაძლევთ შანსს, გარკვეული დროით სხვა კონტექსტში იცხოვროთ და ეს დაგეხმარებათ აღიაროთ ფაქტორები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელახლა დაგაფიქროთ თქვენ მიერ არჩეული მოქმედებების მიზანშეწონილობაზე თქვენს ცხოვრებაში. 

პროკრედიტ ბანკი ანაბრების აქციას აცხადებს

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია