in

როგორ იღებს მეთიუ მაკკონაჰი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს?

სწრაფი უარი და ნელი თანხმობა

ყოველი ჩვენგანი მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. ამის მიუხედავად, ბევრს გვემახსოვრება ისეთი მომენტებიც, როდესაც გადაწყვეტილება სანანებელი გაგვიხდა. იქნებ, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია? ან, იქნებ, ინტუიციამ დაგვაღალატა? იქნებ, ადამიანურმა მომენტმა გვძლია? ყველაფრის მიუხედავად, ზოგ ადამიანს უკეთ გამოსდის გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე სხვებს. ეს იმიტომ, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების საიმედო ხერხს მიმართავენ და მხოლოდ ინტუიციის იმედად არ არიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაგალითად, ჯეფ ბეზოსი მარტივად გამოსწორებადი გადაწყვეტილების აწონ-დაწონვაში დიდ დროს არ ხარჯავს. ოპრა უინფრი დიდი ყურადღებას აქცევს, რომელი ხიდი გადალახოს და რომელი – დაწვას. სტივ ჯობსს უთქვამს, რომ გადაწყვეტილება – როდის ენდო საკუთარ თავს, ცხოვრებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

დღეს, ვისაუბრებთ, თუ რა მიდგომას იყენებს მეთიუ მაკკონაჰი, როდესაც ფიქრობს, ითამაშოს თუ არა კონკრეტულ ფილმში, ჩაერთოს კონკრეტულ პროექტში და რას დაუთმოს თავისი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე კვირა ან თვე.

უარის თქმისას იყავით სწრაფი, თანხმობისას – ნელი.

პროცესი მარტივია.

“ჩემი უარი საკმაოდ სწრაფია”, – ამბობს მაკკონაჰი – “თანხმობამდე აუცილებლად ვიყურები მომავლის პრიზმაში. ხომ არ მომიწევს შუაღამით გამოღვიძება იმ აზრით, ვენდობი თუ არა კონკრეტულ რეჟისორს? სცენარს? რატომ ვგრძნობ უკმაყოფილებას?

შემდეგ, ორ კვირას ვიღებ საფიქრალად, იმ აზრით, რომ ალბათ, მაინც უარს ვეტყვი. შემდეგ, კვლავ იწყება – თუკი კარგად მძინავს, ე.ი. არ უნდა დავთანხმდე, მაგრამ თუკი კვლავ ვიღვიძებ და ვფიქრობ – უნდა დავთანხმდე, უნდა გავაკეთო… აზრი, რომ უარის თქმას ვინანებ, მიბიძგებს დავთანხმდე.

ასე ვიღებ გადაწყვეტილებას. ვიღებ 10-14 დღეს საფიქრალად და ვაკვირდები, რა ფიქრები მაღვიძებს ღამით. ესაა სწრაფი უარის ინსტინქტი, რომლის შემდეგაც, მეთიუს სჭირდება დრო, რათა მივიდეს “რთულ თანხმობამდე”.

ეს მონეტის აგდებას ჰგავს.

როგორც ფრედერიკ ფაბრიციუსი და ჰანს ჰაგემანი წერენ წიგნში The Leading Brain: Neuroscience Hacks to Work Smarter, Better, and Happier “გადაწყვეტილების მისაღებად, მონეტის აგდება შესაძლოა კარგი გზა იყოს, თუმცა არა ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ”.

დავუშვათ, ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი აირჩიოთ და ღელავთ, რომ არ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია, ნუ ენდობით ინტუიციას, რადგან ორივე შემთხვევაში შედეგი მსგავსი იქნება.

მონეტის აგდებისას, თუკი თავს ბედნიერად გრძნობთ იმ გადაწყვეტილებით, რაც შედეგმა გიკარნახათ, ფაბრიციუსი და ჰაგემანი გირჩევენ, მიენდოთ “მონეტას”.

თუკი, მონეტის მიერ მოცემული ნიშნის მიუხედავად, დისკომფორტს განიცდით ან ფიქრობთ, იქნებ, კიდევ ავაგდოო, ეს ნიშანია, რომ შედეგს არ ეთანხმებით და სხვა მეთოდის ცდა სჯობს.

პროცესი ძალიან ჰგავს მაკკონაჰის მიდგომას: წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება და დააკვირდით საკუთარ თავს, როგორია შეგრძნებები. წარმოიდგინეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილია და დაინახეთ, როგორ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

მაგალითად, ახალ თანამშრომელს იყვანთ სამსახურში და ორ კანდიდატს შორის უნდა აირჩიოთ. ერთს აქვს სოლიდური კვალიფიკაცია, გამოცდილება და ღირსეული უნარები. მეორე – გამოუცდელია, ნაკლებად აქვს ფორმალური განათლება, თუმცა ბრწყინვალე მიდგომას ფლობს.

ფიქრობთ: უნარის მიხედვით უნდა აირჩიოთ თუ მიდგომის?

ცადეთ მაკკონაჰის მეთოდი: წარმოიდგინეთ, რომ დაიქირავეთ კარგი უნარების მქონე კანდიდატი. რას გრძნობთ? რა აზრით იღვიძებთ ღამით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? იქნებ, მის ნაკლებ ენთუზიაზმზე დარდობთ ან ინტერპერსონალურ უნარებსა თუ სამუშაო ეთიკაზე? შემდეგ, წარმოიდგინეთ, რას განიცდით მეორე კანდიდატის დაქირავებით. იქნებ, ღელავთ, რომ არ გექნებათ დრო, მისთვის რაიმეს სასწავლებლად და სათანადოდ ვერ გაართმევს თავს მოცემულ ამოცანას? იქნებ, შფოთავთ, რომ მისი ენთუზიაზმი განელდება? შემდეგ, წარმოიდგინეთ, რომ ორთავეს დათანხმდით და დააკვირდით საკუთარ ფიქრებს.

თუ მოკლე გზით გსურთ წასვლა, ააგდეთ მონეტა.

ასეა თუ ისე, როდესაც გადაწყვეტილების მიღების წინაშე აღმოჩნდებით – თქვით სწრაფი უარი და ნელი თანხმობა.

 

წყარო: inc.



“2021 პირობების გათანაბრების დროა!” – Aldi-ს ანიმაცია ბავშვთა შიმშილის შესახებ

Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა