in

როგორ იღებენ “მინისებრი” პეპლები გამჭვირვალე ფრთებს?

სინათლის გაფანტვისა და ანარეკლის მინიმუმამდე დასაყვანად მთელი სხეულის გარდაქმნაა საჭირო

პეპლების უმეტესობა ფერადოვანი, თვალშისაცემი ფრთებით გამოირჩევა. თუმცა ზოგიერთი სახეობა მათ შორის ე. წ. “მინისფრთიანი” პეპელა, დამალვის მიზნით, ძირითადად გამჭვირვალე ფრთებს იყენებს.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ახერხებენ პეპლები ამას, მკვლევართა გუნდმა საზღვაო ბიოლოგიური ლაბორატორიის (MBL) მეცნიერების ხელმძღვანელობით მინისებრი პეპლები შეისწავლა. როგორც ისინი ირწმუნებიან, პეპელას უჩინარს იშვიათი, თხელი ქერცლი და გამჭვირვალე ფრთის გარსის ანტირეფლექსური თვისებები ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში გამჭვირვალე სტრუქტურები კარგად არის დამკვიდრებული, ისინი წყლის ორგანიზმებში ბევრად უფრო ხშირია. ეკოლოგი ჯეიმს ბარნეტი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა შენიღბვის უმაღლესი ფორმაა. “ამის გაკეთება ნამდვილად რთულია. სინათლის გაფანტვისა და ანარეკლის მინიმუმამდე დასაყვანად მთელი სხეულის გარდაქმნაა საჭირო”. 

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგი აარონ პომერანცი აღტაცებული იყო ამ არსებების ხილვით და მათ იდუმალებით მოცულსაც კი უწოდებს – “გამჭვირვალობა ერთგვარი საპირისპირო ფერია”. პომერანცმა და მისმა კოლეგებმა კონფოკალური და ელექტრონული მიკროსკოპების გამოყენებით დაადგინეს, რომ მინისებრი პეპლის ფრთების შავი კიდეები მჭიდროდ იყო დაფარული ბრტყელი, ფოთლის მსგავსი ქერცლით. გამჭვირვალე არეალში კი პეპელას უფრო ვიწრო, ჯაგარის მსგავსი ქერცლი ჰქონდა.

ამასთან, პეპლის ამ სახეობის ფრთის მემბრანის ტექსტურა ხელს უწყობს ფრთის გამჭვირვალე რეგიონებში მკვეთრი სინათლის შემცირებას. თანაც, თუ მემბრანის ზედაპირი ბრტყელი იქნებოდა, ოპტიკური თვისებების მკვეთრი ცვლილება გამჭვირვალობის ეფექტის შემცირებას გამოიწვევდა. მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ მინის პეპლის ფრთების გამჭვირვალე რეგიონები ბუნებრივად სინათლის მხოლოდ 2 პროცენტს ასახავს.

საგულისხმოა, რომ მიღებულმა შედეგებმა, შესაძლოა, ინოვაციური კამერის ლინზების, მზის პანელებისა და სხვა მოწყობილობების ახალი ანტირეფლექციური საიზოლაციო მასალების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

ეისითის დიდი ტრანსფორმაცია

კანადური სტარტაპი ხეებს დრონის მეშვეობით რგავს!