in

რისთვის იყენებენ ChatGPT-ის სურათების გენერირების ხელსაწყოს? — 4 გზა

ცოტა ხნის წინ ChatGPT-მ მომხმარებლებს სურათების გენერირების ხელსაწყო შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ყველას შეუძლია OpenAI-ის გამოყენება სურათების შესაქმნელად. თანაც, არაფერში ხართ შეზღუდული, რადგან ამ ამბის უკან ჩეტბოტის 4o-ს შთამბეჭდავი მოდელი დგას. ყველაფერი თქვენს ფანტაზიებზეა დამოკიდებული, ახლა კი მოგიყვებით უმეტესად საით მიჰყავს ამ წარმოსახვებს ადამიანები:

ქვითრები

როგორც გავიგეთ, მომხმარებლები ჩეტბოტს რეალურის მსგავსი ქვითრების შესაქმნელად იყენებენ, თუმცა, ეს დიდად კარგად არ გამოსდის. უფრო ზუსტად, ყალბ ქვითრებს აგენერირებს:

იდეები დიზაინისთვის

უნდა ვთქვათ, რომ ამას ყალბ რეცეპტებზე ნაკლები ზიანი მოაქვს… ChatGPT სახლის დიზაინის შერჩევაში დაგეხმარებათ. თუ თქვენთვის სასურველი დეტალების ფოტოებს ჩეტბოტს გაუზიარებთ, იგი ოთახის დიზაინს სწორედ ამ მასალებით შექმნის. ასე კი გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ…

რეკლამები

უკვე ბევრმა დაპოსტა AI-ით შექმნილი რეკლამები, უფრო ზუსტად, ChatGPT-ის სურათების გენერირების ხელსაწყოთ მიღებული კამპანიები, რომლებიც რეალურს ისე ჰბაძავს, რომ ნამდვილად შთამბეჭდავია:

ანიმაცია

ChatGPT-ის სურათების ხელსაწყოს დახმარებით თითქმის ყველაფერი შეგიძლიათ აქციოთ ანიმაციად. მაგალითად, ამ ლინკზე Severance-ის პერსონაჟებს ნახავთ. თუმცა, აქ არც Ghibli-ის სტილის გამოსახულებები უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა:

 

„მოცო-მოცო“ – აღმოაჩინეთ ნეაპოლიტანური პიცის გემო თბილისის გულში

იტალიური გაზაფხული ქართველ მოტომოყვარულებს – Vespa Primavera 16%-იანი ფასდაკლებით „პიტსტოპ მოტოში”!