in ,

როგორ ქმნიდნენ ჩარლი ჩაპლინი, ბასტერ კიტონი და ჰაროლდ ლოიდი სცენებს, რომლებიც დღემდე გვაოცებს? — ვიდეო

დღეს თუ კინოსტუდიების უმეტესობა ამბიციური სცენებისთვის CGI-სა და მწვანე ეკრანებს მიმართავს, ადრე ასე არ იყო. თუმცა ამას არაფრისთვის შეუშლია ხელი, მე-20 საუკუნის დასაწყისის ფილმები მაინც ახერხებდა საოცარი კინემატოგრაფიული ეფექტების გაზიარებას მაყურებლებისთვის. კი ამბობენ, რომ ილუზიონისტმა თავისი ხრიკები არასდროს უნდა გაამხილოს, მაგრამ Lost in Time-ის YouTube ვიდეო ამ წესს არღვევს — გვაჩვენებს, როგორ შექმნეს ჰოლივუდის ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიც ჩარლი ჩაპლინი, ბასტერ კიტონი და ჰაროლდ ლოიდი გახლავთ, 1920-იანი წლების კინოს შთამბეჭდავი კადრები.

BOG
BOG

მიუხედავად იმ ტექნოლოგიებისა, რომლებიც დღეს გვაქვს, კვლავ რთულად დასაჯერებელია, რისი გაკეთება მოახერხეს ამ ლეგენდებმა საუკუნის წინ. მათ არ ჰქონდათ ვიზუალური ეფექტები, ყველა ხრიკი თუ რისკი რეალური იყო და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ვუყურებთ ამ კადრებს 100 წლის შემდეგაც სუნთქვაშეკრულნი.

ტექნიკური ოსტატობისადმი პატივისცემის ნიშნად, ვიდეოში ფილმების ტრიუკების რეალური კადრები 3D ანიმაციების გვერდით ჩანს და გვაჩვენებს, როგორ გახდა თითოეული შესაძლებელი. აქ ნახავთ სინამდვილეში, როგორ შეძვრა ბასტერ კიტონი კაცის კისერზე ჩამოკიდებულ ყუთში 1924 წლის ფილმი Sherlock Jr.-ისთვის, როგორ ეკიდება შენობაზე ჩამოკიდულ საათის ისარს ჰაროლდ ლოიდი 1923 წლის ფილმში Safety Last! და რა ოსტატობას გვაზიარებს ჩარლი ჩაპლინი 1936 წლის Modern Times-ისთვის:

Superman-ის გამოშვების შემდეგ, მიუსაფარი ძაღლების აყვანისადმი ინტერესი 500%-ით გაიზარდა!

2025 წლის 7 წარმატებული კამპანია, რომლებიც შთაგაგონებთ