in

როგორ იმოქმედა ლომების კონკურსმა ასოციაციის რეიტინგებზე

ამ შედეგებით Kraken-მა ორივე ფრონტზე გაიმყარა პირველობა, მოპოვებული 30 ქულის შედეგად ის კრეატიული სააგენტოების რეტინგში 90 ქულით პირველ ადგილს იკავებს. Kraken დიზაინ სტუდიის კატეგორიაშიც ერთპიროვნული ლიდერია და გასულ წელს მოპოვებული საუკეთესო დიზაინ სტუდიის ტიტულს ღირსეულად იცავს.

მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულების მოპოვება შეძლო JWT METRO-მ, რომელმაც დიზაინ კატეგორიაში II ადგილი მოიპოვა, ხოლო ფილმის კატეგორიაში დუბლი შეასრულა და II-III პოზიციები არავის დაუთმო. შედეგად, მან 26 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და კრეატიული სააგენტოების რეიტინგში II ადგილი დაიკავა.

კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა Mozaika-სთვის: პრინტ კატეგორიაში მოპოვებული 30 ქულით, დიზაინ კატეგორიის რეიტინგში სააგენტო მესამე ადგილზე აღმოჩნდა და პირველობისთვის ბრძოლაში საკუთარი შანსები გაიუმჯობესა.

პირველი სარეიტინგო ქულები მოიპოვა FcB artgroup Tbilisi-მაც, რომელმაც დიზაინის კატეგორიაში III ადგილი დაიკავა და 6 ქულაც მიითვალა.

წლის კრეატიული სააგენტოს და წლის დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის და კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფესტივალია, სადაც სააგენტოებს სარეიტინგო ქულების მოპოვება შეუძლიათ.

რეიტინგები სრულად იხილეთ ბმულზე. 

“ხელოვნური” – დათო ქორიძის ფოტო გამოფენა, როგორც ხელოვნების აღქმის კვლევა

„იგრიკა“: ძველი ბეჭდვითი ტექნოლოგიების შესწავლისა და აღდგენის დიდი ინტერესი გვაქვს