ქართული სარეკლამო ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქვეყანაში მოქმედი სარეკლამო სააგენტოების უმეტესობა იგივე დონის და ხარისხის პროდუქტს აწარმოებს, რასაც ევროპის ქვეყნებში შევხვდებით, ამას ის საერთაშორისო წარმატებებიც მოწმობს, რომლებსაც ქართული სააგენტოები სარეკლამო ფესტივალებზე აღწევენ. გარდა იმისა, რომ ფესტივალებში მონაწილეობა უშუალოდ სააგენტოს ეხმარება განვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილე ქვეყნისთვის, რადგან ეს ხელს უწყობს “კრეატიულ” რუკაზე დამკვიდრებას, შესაბამისად ასეთი ქვეყანა, მასში მოქმედი სააგენტოებით, კიდევ უფრო საინტერესოა დამკვეთისთვის.
არ ვიცით რას შეიძლება დავაბრალოთ ის, რომ Leavingstone-ის ქეისი, რომელიც OLD Irish-ისთვის მომზადდა 1-1 ში დააკოპირა თურქულმა ბრენდმა.
- თურქული ვერსია
2. ორიგინალი ქეისი, რომელმაც სააგენტო ლივინგსტონს უამრავი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის კანის ბრინჯაოს ლომი მოიპოვა.
3. იყო ესეც , კორეაში ნამდვილად ნახეს Old Irish-ის ქეისი.
ასევე, მეგაფონის რეკლამა, რომელიც 1 თვეა გამოჩნდა და შეიძლება 1-1-ში გადამღერება არა, მაგრამ აშკარად ქართული რგოლით ინსპირირებულია.
პირველად იყო ეს, რომელზეც HOLMES&WATSON-მა იმუშავა:
შემდეგ კი მეგაფონშიც გაუჩნდათ ანალოგიური რგოლის ქონის სურვილი და გადაიღეს:
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება