in

როგორ იქცა საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიად — ალექს ზნამესკი, ქსელის უფროსი ადმინისტრატორი

თანამედროვე სერვისები, მოქნილი ციფრული პროდუქტები, გამარტივებული ოპერაციები თუ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები ის უპირატესობებია, რომლებსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს. მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნისთვის საქართველოს ბანკს, როგორც ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას, საერთაშორისო მასშტაბით არა ერთი გავლენიანი გამოცემის აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის არიან Global Finance, The Digital Banker, Euromoney. 

საქართველოს ბანკის გუნდის წევრები მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს კვლავ უწყვეტ რეჟიმში ქმნიან. ამ პროცესებში საქართველოს ბანკის ქსელის უფროსი ადმინისტრატორი, ალექს ზნამესკი, აქტიურად არის ჩართული, რომელიც თავისი კარიერული მოგზაურობის შესახებ გვიყვება.

გზა ქსელის უფროს ადმინისტრატორობამდე

საქართველოს ბანკში ჩემი კარიერა 2011 წელს დაიწყო. თავიდან VOIP ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა, დაახლოებით ერთ წელიწადში კი ქსელების ადმინისტრატორის პოზიციაც შევითავსე. ასე მომეცა შესაძლებლობა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ორი მიმართულებით მიმეღო გამოცდილება. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ქსელის ადმინისტრირების კუთხით უფრო მეტი გამოწვევა იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებაზე უფრო და უფრო ფოკუსირებული გავხდი, საბოლოოდ კი VOIP მიმართულება დავტოვე.

ამჟამად ჩემი გუნდი IT ინფრასტრუქტურის უწყვეტი, სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფასა და მის სამომავლო განვითარებას ემსახურება. მე ქსელის ადმინისტრატორის როლს ვასრულებ, რაც ქსელური ინფრასტრუქტურის მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფას, წარმადობისა და სტაბილურობის კუთხით დაგეგმარებასა და გეგმების უშუალო იმპლემენტაციას გულისხმობს.

წარმატებული პროექტები

2011 წლიდან დღემდე ჩვენი მიმართულებით უწყვეტი განვითარება მიმდინარეობს: იცვლება დაერთების ტიპები, აპარატურა, პროვაიდერები და ურთიერთჩართვის ლოგიკაც. ყველაზე ახალი პროექტი მონაცემთა ცენტრის ქლაუდში გაჩენა და თბილისიდან ფრანკფურტამდე 10G გამოყოფილი არხით ქლაუდზე დაერთებაა, თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარების გარეშე, რადგან ამ ჯაჭვში თითოეული ელემენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. 2024-ში ქლაუდზე ვსაუბრობთ, თუმცა იყო პერიოდი, როცა DRDC-ზე ვსაუბრობდით, ორი დატაცენტრის Аctive – Аctive რეჟიმში მუშაობაზე. ახლა საკვანძო წარმადობა 30-ჯერ გაზრდილია, ქსელის მართვის ყოველდღიური რუტინა კი გამარტივებული და მომხმარებელზე მორგებული. ამ დროის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი შევასრულეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით დღევანდელ გამოწვევებთან და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორი გამოწვევები იქნება ხვალ, ადამიანებს ხომ მომავალი გვიზიდავს…

ღირებულებები, რომლებსაც ქმნის საქართველოს ბანკი 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდში ვისწავლე, ის იყო, თუ რამდენად მეტის მიღწევა შეიძლება თანამშრომლობით, ფუნქციების გადანაწილებითა და ორგანიზებული workflow-ს მეშვეობით. 

რაც შეეხება მოტივაციას, ზოგადად, IT თავისი არსით გულისხმობს არ გაჩერებას, რადგან მუდმივად განვითარებადი და სწრაფად ცვლადი სფეროა. როგორები ვიქნებით ხვალ, როცა ტრანსფორმაცია დღეს უკვე დაწყებულია, ზეგავლენას ახდენს იმაზე, რა შედეგი დადგება დასრულებისთანავე და როგორია სამომავლო განვითარების პერსპექტივები. 

საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მოწინავე კორპორაციიდან ტექნოლოგიურ კორპორაციად გარდაიქმნა. იმის მიუხედავად, რომ IT არაა ძირითადი ბიზნესი, დღევანდელ რეალობაში IT-ის მნიშვნელობის სრული გაგება არსებობს. დღეს ინჟინერს უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი ცოდნა და კითხულობდეს RFC-ებს, რადგან ინფორმაციის მიმოცვლის აჩქარებასთან ერთად, ემპირიულმა მეთოდებმა ცოდნის მიღების კუთხით უფრო დიდი ადგილი დაიკავა. ყველაზე მნიშვნელოვანი „Know-how“, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობის პროცესში ვისწავლე, ბალანსის დაჭერა და ორივე, პრინციპულად განსხვავებული წყაროსგან, ცოდნის მიღების უნარია. საქართველოს ბანკისგან კი ყველა სახის მხარდაჭერა გვაქვს, იქნება ეს on hands expirience ახალ აპარატურასა და ტექნოლოგიასთან, თუ თეორიულ კურსებზე წვდომა. საქართველოს ბანკის გუნდის წევრების პროფესიული ზრდისთვის აქ იდეალური პირობები არის შექმნილი და დარწმუნებული ვარ, განვითარება არც სამომავლოდ გაჩერდება.

[პარტნიორის კონტენტი]

Instagram Reels-ზე 20-მდე სიმღერის დამატებას შეძლებთ

რატომ ვწითლდებით? — კვლევა