in

ავარიული სიტუაციების გამომწვევი მიზეზები – სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი კამპანია

სააგენტო SR22Agency.com-მა გადაწყვიტა ჩაეტარებინა სოციალური კვლევა, რომელიც მძღოლების საჭესთან მოქცევას ეხება. ტელეფონზე საუბარი, შეტყობინების წერა, ჰამბურგერის ჭამა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომელებიც შემდეგ, დიდი ალბათობით, უბედური შემთხვევების მიზეზები ხდებიან.

კვლევის ფარგლებში, ფლორიდის ერთ–ერთ საგზაო მაგისტრალზე დამონტაჟდა კამერა, რომელიც 20 წუთის განმავლობაში იღებდა მოძრაობის პროცესს. სულ დაფიქსირდა 2,151 ავტომობილი. აქედან, მძღოლების 8 % რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი საქმით იყო დაკავებული.

სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების 20 %, რომლის დროსაც ადამიანები იღუპებიან, მძღოლის ყურადღების სხვა საქმეზე გადართვის დროს ხდება. ამერიკაში, ყოველწლიურად, ასეთი შემთხვევების დროს დაღუპულ ადამიანთა რიცხვი უკვე 30, 000 უტოლდება.

 

 

ეს პირველი სოციალური  კვლევა არ არის, რომელიც ამ სერიოზულ თემას ეხება. Marketer–მა აქამდეც შემოგთავაზათ სხვადასხვა კომპანიების მიერ ჩატარებული მსგავსი აქტივობა თუ სოციალური კამპანია. იმედია, სტატისტიკის ეს მაჩვენებელი დაეხმარება საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში, რომ საჭესთან არამხოლოდ დალევა, არამედ სხვა გამრთობი და ყურადღების გამფანტველი ქმედებაც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს!

სუსტი ნერვების პატრონებმა არ უყუროთ – უკრაინული ჯავშან ჟილეტის რეკლამა

TedxTbilisi – ინოვაციისა და ტრადიციის შეპირისპირება !