in

როგორ იწრთობოდა „პიარი“ საქართველოში

პირველი ნაბიჯები ჩამოშლილ ინდუსტრიულ ქალაქ ქუთაისში გადაიდგა. ეს ის დროა, საქმიანი/პოლიტიკური ცხოვრება მზის ჩასვლასთან ერთად რომ სრულდება და ხალხი შუა ქუჩაში დადის. არა, ეს სეირნობა არ იყო, შუა ქუჩაში სიარული იმ დროს უსაფრთხოებისთვის საჭიროებამ განაპირობა. შემდეგ, იყო ხედვის მქონე განსაკუთრებული კომპანიების აღმოჩენის ხანა, წერტილებიის შეერთების მომენტები, სფეროს და პროფესიის პოპულარიზაციის დღეები. იყო საერთაშორისო გამოცდილება და დიდი სურათის დანახვის, ფოკუსის არ დაკარგვის მუდმივი მცდელობა. ისწავლეს, როგორ თქვან უარი კომპანიის შემოსავლების 80%-ზე, თუკი ეს საერთო მიზანს ეწინააღმდეგება. ლურჯ ოკეანეში ცურვა არჩიეს და დღესაც ამას სწავლობენ, თან სხვებს ასწავლიან.

რა იყო პიარი და კომუნიკაცია ადრე და რა არის ის დღეს? საიდან უნდა დავიწყოთ საკომუნიკაციო გუნდის ფორმირება და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შენების დროს?

საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა 20 წლისაა. სოსო გალუმაშვითან ერთად ვიხსენებთ გზას, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ინდუსტრიამ გაიარა.

მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

მურთაზ ფუტკარაძე – #პირველისამსახური

ბრენდი, რომელიც მიჰყვება ოცნებებს – Honda-ს ისტორია