in ,

როგორ ხედავენ მეცნიერები შრიფტებს? — კვლევა

ამბავი ასეთია — სამხრეთ კორეის Hanyang University-ის მკვლევრებმა რაოდენობრივად შეაფასეს, შრიფტების რომელ წყვილს იყენებდნენ უმეტესად რეკლამირებაში, ალბომების ყდებზე, წიგნებში, შეფუთვასა და ვებგვერდებზე. მათი შედეგები 8 042 წყვილ შრიფტს და 3 089 ტრიპლეტს მოიცავს, რომლებსაც Fontsinuse.com-ზე ვხვდებით. ასე კი გვთავაზობს ახალ ხედვას იმის შესახებ, თუ რომელი შრიფტები ერწყმის ვიზუალურად ერთმანეთს და რომელი, არა.

BOG
BOG

კვლევა აფასებს იმას, რაც გრაფიკულმა დიზაინერებმა უკვე კარგად იციან, რომ Sans-serif-ის სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ნაშრომში ასახული ქსელური გრაფა მის მასშტაბებსაც გვაჩვენებს. დიზაინის სამყაროში ძირითად სამუშაო შრიფტებად Helvetica, Futura და Univers გვევლინება, რომლებიც მკვლევართა მონაცემთა ბაზაში უდიდეს კვანძებს აყალიბებს, რასაც მოჰყვება ისეთი Sans-serif-ები, როგორებიცაა Akzidenz-Grotesk და Gotham. ეს სუფთა, თანამედროვე შრიფტები ბევრად უფრო ხშირად გამოიყენებოდა და დაწყვილებული იყო მეორეხარისხოვან თუ მესამეხარისხოვან შრიფტების მრავალ სახესთან, რაც, თავის მხრივ, დიდად იყო დამოკიდებული მედიუმზე.

შრიფტები ტიპოგრაფიული დიზაინის საფუძველს ემსახურება მრავალფეროვან კონტექსტში. მათი ძლიერი კავშირები სხვა შრიფტებთან, განსაკუთრებით ხშირი იყო Helvetica-სა და Futura-ს დაწყვილება, ასახავს მტკიცე ურთიერთკავშირს, რითაც იგი თანამედროვე დიზაინის პრაქტიკაში ძირითადი არჩევანია, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ამასობაში, Serif, Script და დეკორატიული შრიფტები უფრო პატარა, მეორად კლასტერებს აყალიბებს და მათ განსაკუთრებულ როლს გვაჩვენებს გამოყენების განსხვავებული შემთხვევებისთვის. ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები Serif შრიფტებს იყენებს, რომლებიც ბეჭდურ მედიაში კარგად იკითხება, როცა რეკლამირებაში იგი ვიზუალურად უფრო გაფორმებულ შრიფტებთან გვხვდება წყვილში. მობილურსა და პლანშეტებში კი სქელ ფონტებს მიმართავენ, რომლებიც მოწყობილობებში კითხვის უკეთეს გამოცდილებას გვპირდება. რაც შეეხება ბრენდინგსა და იდენტობებს, წყვილ შრიფტებს მიმართავენ, რომელთაგანაც უმეტესობა თამამი ფორმებით გამოირჩევა.

კვლევის თანახმად, მედიუმებს შორის შრიფტების წყვილებში მინიმალური სხვაობებია, მაგალითად ბუკლეტებსა და ფლაერებში, ბრენდინგსა და იდენტობებში, ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებში. თუმცა გამონაკლისს ალბომის ყდები წარმოადგენდა, რომლებიც მეტად მრავალფეროვანი დეკორატიული შრიფტების წყვილით გამოირჩეოდა.

ტოპ წყვილებს კი, კვლევის მიხედვით, Futura-Futura Condensed, Futura-Helvetica და Helvetica-Times New Roman წარმოადგენს. საბაზისოდ მკაფიო შრიფტი კარგი არჩევანია, თუმცა შემდეგ იმის მიხედვით, თუ რისთვის სჭირდებათ, დიზაინერებს შეუძლიათ, სასურველი წყვილი შეურჩიონ.

ტიპოგრაფიის ინტუიციური და ვიზუალური ბუნებიდან გამომდინარე, დიზაინერები ისწრაფვიან პრაქტიკული სახელმძღვანელო წესებისკენ, რომლებიც არამხოლოდ აძლიერებს ვიზუალურ ესთეტიკას, არამედ კონტენტის ემოციურ ტონსაც შეეფერება. შრიფტების ფუნდამენტური ვიზუალური მახასიათებლების გააზრება მნიშვნელოვანია პრაქტიკული დიზაინის მისაღებად, — ვკითხულობთ სამეცნიერო ნაშრომში.

და თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ეს სულ პირველი კვლევაა მათ შორის, რომელიც შრიფტების მორფოლოგიასა და მათი წყვილების ურთიერთობებს შეისწავლის…

როგორ ცვლის TikTok Shop ბრენდების მომხმარებლებთან კომუნიკაციის გზებს

ნახეთ: ფილმი, რომელიც Apple-მა ჩინური ახალი წლისთვის iPhone 16 Pro-თი გადაიღო