in

როგორ მივაღწიოთ მიზნებს? — 8 რჩევა

ახალი წლისთვის გეგმებს ადგენთ ხოლმე? უფრო ზუსტად, მიზნებს ისახავთ? თუ ასეა, ქვემოთ 8 პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც მომდევნო 12 თვეში შემოქმედებითი თუ კარიერული მიზნების მიღწევას გაგიმარტივებთ:

1. მოერიდეთ იმას, რაც ყურადღებას გიფანტავთ

ჰიპერდაკავშირებულ სამყაროში ყურადღების გამფანტავი საკითხებია სწორედ ის, რაც მიზნების მიღწევაში გვიშლის ხელს. ამიტომ, 2025 წელს შეტყობინებები გათიშეთ, სამუშაო საათები გამოყავით ან ისეთი სამუშაო სივრცე მოიწყვეთ, სადაც მინიმალურად შეძლებენ ხელის შეშლას. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ იცით, რა გიშლით ხელს, ამიტომ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგით. ასე საკმაოდ მოკლე დროში მიაღწევთ შესანიშნავ შედეგებს. 

2. ითხოვეთ, რაც გსურთ

ხშირად ვფიქრობთ იმაზე, თუ როდის შემოგვთავაზებენ იდეალურ პროექტს ან როდის შევხვდებით ასევე იდეალურ დამკვეთს. აქ კი გამოსავალი მეტად მარტივია, უბრალოდ მოითხოვეთ ის, რაც გსურთ, ნაცვლად იმისა, რომ სხვა ადამიანებს დაელოდოთ, როდის შეგამჩნევენ ან გიპოვნიან. მარტივადაც ჟღერს და ასევე მარტივად მუშაობს. ნეთვორქინგი, პოტენციურ მომხმარებლებთან მისვლა და თქვენი ნამუშევრის თავდაჯერებულად წარდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია კარიერული შესაძლებლობების შესაქმნელად. 

3. იყავით უფრო ცნობისმოყვარე

საქმე რუტინად რომ არ იქცეს, ბავშვური თვისება უნდა დაიბრუნოთ და მეტად ცნობისმოყვარე გახდეთ, დასვათ კითხვები, მოიძიოთ მეტი ინფორმაცია, ექსპერიმენტები ჩაატაროთ და მეტი დრო დაუთმოთ შემოქმედებით თამაშებს. ასე თქვენს ინსპირაციასაც გამოკვებავთ და არც შემოქმედებითი მიზნები დაგრჩებათ მიუღწეველი.

4. დაყავით ყველაფერი მართვად ნაბიჯებად

თუ რაღაც მიზანი ან ამბიცია ძალიან რთულად გესახებათ, პატარა, მიღწევად ნაბიჯებად დაყავით. ეს შფოთვას შეამცირებს, ეტაპობრივი გამარჯვებები თავდაჯერებას მოგცემთ და არც გზიდან გადაუხვევთ. 

5. არ გააკეთოთ ყველაფერი ერთად

ხშირად მიზნების მიღწევას ყველაფრის ერთად კეთებით ვიწყებთ, თუმცა რეალურად ამან საპირისპირო შედეგი შეიძლება, გამოიღოს. ამიტომ, საზღვრების დაწესება და დასვენებისთვის დროის გამოყოფა მნიშვნელოვან როლს იძენს. საკუთარი თავის თანაგრძნობა სისუსტის ნიშანი არ გეგონოთ, ეს სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და იმ შფოთვებს აგარიდებთ თავიდან, რომლებმაც ხელი შეიძლება, შეგიშალოთ. 

6. დაეუფლეთ ახალ უნარებს

ასე არამხოლოდ ტექნიკურ უნარებს გაიუმჯობესებთ, არამედ თქვენს კოგნიტიურ მოქნილობასაც გაზრდით. თქვენი უნარების გაუმჯობესება, იქნება ეს ონლაინ კურსების, ვორქშოფების თუ თვითსწავლების გზით, ახალ, მოულოდნელ შემოქმედებით შესაძლებლობებს გახსნის. 

7. იმუშავეთ პატარა პროექტებზე

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს? ამის თავიდან ასარიდებლად, საუკეთესო გზა ერთი ან ორი ახალი პროექტის წამოწყება შეიძლება, იყოს. ჩათვალეთ, რომ პატარა პროექტები შემოქმედებით ლაბორატორიებს ჰგავს, სადაც ექსპერიმენტებზე, რისკებსა თუ პროტოტიპის იდეებზე ფსონები დაბალია. ეს თავდაჯერებას შეგმატებთ და შემოქმედებითი პარალიზებისგანაც გიხსნით. 

8. უპირატესობა მიანიჭეთ თქვენს განზრახვებს და არა, მიზნებს

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზუსტად არ ვიცით, რა მიზანი გვაქვს… აქ კი უპირატესობა განზრახვებს უნდა მიანიჭოთ. ჯერ დაფიქრდით, გასულ წელს რამ იმუშავა კარგად და რისი გაუმჯობესება გჭირდებათ. თქვენს განზრახვებზე ფოკუსირდით, ეს მეტ მოქნილობას მოგცემთ და სწორ გზაზეც დაგაყენებთ. 

გამოდის, 2025 წელს მიზნების მიღწევას თანმიმდევრული პროგრესით შეძლებთ, ყურადღების გამფანტავი საკითხებისგან თავის არიდებით, პროაქტიულობით, ცნობისმოყვარეობით, პატარა პროექტების წამოწყებითა და შემოქმედებით მოგზაურობაში ჩართვით. თუმცა გახსოვდეთ, რომ შემოქმედებითობა პერსონალური პროცესია, ამიტომ ჩამოთვლილთაგან ის უნდა აირჩიოთ, რომელზეც ჩათვლით, რომ თქვენთვის საუკეთესოდ იმუშავებს. 

რა რჩება და რა იცვლება 2025 წლის მარკეტინგულ ტენდენციებში?

როგორ იკვლევენ მეცნიერები დედამიწაზე წყლის წარმოშობას