in

როგორ მივაღწიოთ გრძელვადიან კარიერულ მიზნებს

გრძელვადიანი კარიერული მიზნების მიღწევა რთულია. თუმცა, თუკი იცით, საით მიდიხართ, სულ მცირე, პროცესზე მაინც უნდა გქონდეთ წარმოდგენა: დაიწყეთ მიზნით, წარმოიდგინეთ ის, შემდეგ კი, წარმოსახვაში იმ მომენტიდან უკუსვლით წამოდით და დღევანდელ დღემდე მოდით.

ბოლო ორმა წელმა უამრავი ჩვენგანისთვის შეცვალა მოძრაობის ტრაექტორია. ძირეული ტრანსფორმაცია მოხდა უამრავი მიმართულებით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს, სამსახური 114-მა მილიონმა ამერიკელმა დაკარგა. ამან არამხოლოდ კარიერული განვითარების ხედვა შეცვალა, არამედ ბევრ შემთხვევაში, თავად საზოგადოების ხედვა.

ბევრისთვის ეს ნიშნავდა შემდეგ სურვილებს: მინდა ოჯახთან მეტი დრო გავატარო, ან, მინდა დისტანციური სამსახური, ან, დროა, საკუთარი კომპანია დავაფუძნო. მაინც, როგორ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ ჩვენი გრძელვადიანი კარიერული მიზნისკენ მივიწევდეთ? აი, რამდენიმე სტრატეგია, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:

გადაწყვიტეთ, რა არ გსურთ

ხშირად, უზარმაზარ ენერგიას ვდებთ სამომავლო მიმართულების განსაზღვრაში. ეს, ნაწილობრივ, იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ უყვართ განუსაზღვრელობ ან სხვების თვალსი სტატუსის დაკარგვას უფრთხიან. ამ წნეხს შეუსაბამო გზაზე შეუძლია ჩვენი დაყენება. ამის ნაცვლად, იქნებ, საპირისპირო მიდგომა გეცადათ? მკაფიოდ განგესაზღვრათ, რა არ გსურთ, შემდეგ კი, მათთვის თავის არიდებაზე გეზრუნათ? ბევრად მარტივი ხერხია.

მაგალითად, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომ არასოდეს იმუშავებთ მიკრომენეჯერად ან კონკრეტულ ინდუსტრიაში ან პრაქტიკას თავს ანებებთ და კონსულტაციებზე გადადიხართ. ეს საკმაოდ სასარგებლოა და მიზნის ფორმირებაში დაგეხმარებათ.

შეიმუშავეთ წინასწარი ჰიპოთეზები

ყველაფრის ერთდროულად კეთება შეუძლებელია. ამასთან, ზოგ რამეზე ძნელია უარის თქმა. ამის ნაცვლად, ფოკუსის დავიწროება და დისციპლინის გამომუშავება გვჭირდება. შეგიძლიათ მეთოდური მიდგომა გამოიყენოთ – ყოველი მიზნის გარშემო შეაგროვოთ ძირითადი მონაცემები და მოუძებნოთ მიზეზი, რის გამოც ამოშლიდით სიიდან. მიუდექით კრიტიკულად და ცივი გონებით. შედეგად, შემცირებული ვერსიებისთვისაც იგივე პრინციპი გამოიყენეთ და დაალაგეთ ჰიპოთეტურად. ბუნებრივია, აზრის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ.

მიაღწიეთ საბაზისო პროგრესს

მეცნიერებაში ფუნდამენტური კვლევები ფუნდამენტურ მოვლენებზე ჩვენს გაგებას ეფუძნება – როგორ მუშაობს ტვინი, ფიზიკის კანონები თუ სხვა. ხოლო, გამოყენებით კვლევებეს ეს აღმოჩენები რეალურ სამყაროში გადააქვთ. ჩვენს კარიერაში, ბუნებრივია, ძალიან კარგია იყო პრაქტიკული, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცით, რა მიმართულებით ვიაროთ. ბევრი ჩვენგანისთვის, პროფესიული გადაწყვეტების უმრავლესობა პარალიზებამდე მისვლას და სრულ უმოქმედობას ნიშნავს. ბუნებრივია, გაჩერება სულაც არაა საუკეთესო კარიერული გადაწყვეტილება.

ბევრად სჯობს, ფუნდამენტური კვლევების პროფესიონალურ ექვივალენტზე ვკონცენტრირდეთ და საბაზისო უნარებისა და ცოდნის გარშემო გავაორმაგოთ ძალისხმევა. ეს უკეთეს სპეციალისტად ჩამოგაყალიბებთ, იმის მიუხედავად, რა მიმართულებით გაინტერესებთ წასვლა. შესაძლოა, კოდინგის კონკრეტული ენის სწავლა არ იყოს ეფექტური, მაგრამ ისეთი უნარები, როგორიცაა საჯარო გამოსვლა ან დროის მენეჯმენტი, ყველგან გამოგადგებათ.

შეაფასეთ თქვენი ემოციური და გონებრივი ენერგია

ბოლო ორი წელი ყველასთვის დიდი ცვლილებების მომტანი იყო. კარიერაზე სტრატეგიული ფიქრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, რომ ჩვენი ცხოვრება ციკლურად მიმდინარეობს და უნდა ვგრძნობდეთ ამ ტალღის რა ეტაპზე ვიმყოფებით.

შესაძლოა, პანდემიის წლები ურთულესი იყო, ხოლო ახლა მზად ხართ აიწყვიტოთ ჯაჭვი და ახალ პროექტებში გადაეშვათ. ან, ბოლო ორი წელი დაძაბულად მუშაობდით, ახლა კი ყველაფრის შენარჩუნება გსურთ და ამისათვის კვლავაც დიდი შრომისთვის ხართ მზად. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა არის თქვენი კარიერული ზრდისთვის კარგი, მაგალითად, აიღოთ დამსახურებული შესვენება, ფორმალური, შემოქმედებითი პაუზა. როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ და სწორად გადაანაწილოთ თქვენი ენერგია. გაიაზროთ, რომ გრძელვადიანი მიზნისთვის შესვენება სწორი სვლაა.

 

წყარო: HBR



საქართველოს უნივერსიტეტისა და FUTURE LABORATORY-ს სამაგისტრო პროგრამა

რობოტი ბანანს საკუთარი ხელით არჩევს