in

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები?

უორენ ბაფეტი ათწლეულების განმავლობაში გვასწავლიდა, რომ წარმატება არ მოდის მრავალი საქმის კეთებით. ამის ნაცვლად, ის მოდის რამდენიმე კრიტიკული აქტივობისთვის უპირატესობის მინიჭებით. ვინაიდან ჩვენი ტვინი ყოველდღიურად დაახლოებით 35 000 გადაწყვეტილებას ამუშავებს, ამ უწყვეტმა რეჟიმმა შეიძლება დაღლილობის შეგრძნება დაგვიტოვოს. ამას მოჰყვება გადატვირთვისა და გადაწვის მდგომარეობა.

„ცხოვრებაში მხოლოდ ძალიან ცოტა რამ უნდა აკეთო სწორად, ვიდრე ძალიან ბევრ რამეს გააკეთებ არასწორად“, — ამბობს უორენ ბაფეტი.

ცუდი ლიდერობის თავიდან აცილება

ცუდი ლიდერობის თავიდან აცილება ნიშნავს კარგი, ჭკვიანური არჩევანის გაკეთებას ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ყველას გვიგემია წარუმატებლობის ჩვენი წილი — ზოგი უფრო დრამატული, ზოგი კი ნაკლებ სერიოზული. ეს უწყვეტი ციკლია, ყოველთვის ყველაფერს სწორად ვერ გავაკეთებთ… თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კარგი გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის გამო აუცილებელია — განსაკუთრებით, როცა საქმე ხელმძღვანელებს ეხებათ.

აყალიბებს ნდობას

თანმიმდევრული, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები გუნდის წევრებს შორის ნდობას ამყარებს. თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ დაგეყრდნონ, რაც გადამწყვეტია პოზიტიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად. როცა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბევრჯერ გამოიღებს კარგ შედეგებს, თქვენი როგორც ლიდერის სანდოობა გაიზრდება.

აძლიერებს გუნდის მუშაობას

სწორი გადაწყვეტილებების მიღება იძლევა მკაფიო მიმართულებას და მიზნებს; ეხმარება გუნდს, იყოს კონცენტრირებული და ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისობაში მოვიდეს. ის ასევე ამცირებს დაბნეულობას და აუმჯობესებს ეფექტურობას, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს მეტს ნაკლები ძალისხმევით.

ამაღლებს თანამშრომელთა ჩართულობას და მორალს

Lone Ranger-ის ტიპის ლიდერები, რომლებიც ყოველთვის დამოუკიდებლად მოქმედებენ და საერთო საქმეში არავის რევენ, აუცილებლად წარუმატებლები იქნებიან. ხოლო ამ პროცესში გუნდის წევრების ჩართვა მათ თავს დაფასებულად აგრძნობინებს — მიხვდებიან, რომ თითოეულის სიტყვას მნიშვნელობა აქვს, რაც ჩართულობისა და მორალის ზრდასაც იწვევს.

ამცირებს სტრესს და კონფლიქტს

მკაფიო, კარგად გადმოცემული გადაწყვეტილებები ამცირებს გაურკვევლობას და შფოთვას გუნდის წევრებს შორის, რაც უფრო სტაბილურ სამუშაო გარემოს ქმნის. სწორი გადაწყვეტილებები ასევე ხელს უწყობს კონფლიქტების ეფექტურად მოგვარებას და გუნდში ჰარმონიისა და თანამშრომლობის შენარჩუნებას.

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები?

შეგიძლიათ, ერთგვარ სამსაფეხურიან მიდგომას მიმართოთ:

  1. შეაგროვეთ ინფორმაცია: გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინეთ ცოდნის ძალა და შეხედულებები სხვადასხვა წყაროდან. რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო ჭკვიანური იქნება ნებისმიერი ნაბიჯი;
  2. განიხილეთ ყველა პერსპექტივა: ღია იყავით აზრთა მრავალფეროვნების მიმართ; მოიძიეთ ინფორმაცია გუნდის სხვადასხვა წევრისა და დაინტერესებული მხარეებისგან. ასე შეძლებთ ღირებული შეხედულებების თუ იდეების ჩამოყალიბებას;
  3. შეაფასეთ თითოეული ვარიანტი: აწონ-დაწონეთ ყველა ვარიანტის ძლიერი და სუსტი მხარეები. გაითვალისწინეთ პოტენციური რისკები თუ სარგებელი, რათა კარგად ინფორმირებული ნაბიჯები გადადგათ.

Bugatti ელექტრო ჰიპერმანქანას უშვებს

თიხის ქოთნების სისტემა კონდიციონერის მწვანე ალტერნატივას წარმოადგენს