in

როგორ მივიღოთ საუკეთესო რეკომენდაცია?

როცა გასაუბრების ბოლო ეტაპზე ხართ, კომპანიები ხშირად რეკომენდაციებს ითხოვენ. აქ კი არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც რეკომენდაციის გაგზავნა სთხოვეს. ამიტომ, საუკეთესოდ უნდა იყოს შედგენილი, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, აგიყვანენ თუ არა სამსახურში. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

დამქირავებელი მენეჯერი კი რეკომენდაციას იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენს ძლიერ მხარეებზე, განვითარების სფეროებზე, მუშაობის სტილსა და იმაზეც კი გაიგონ, თუ რამდენად მოერგებით კომპანიის კულტურას ან იმ გუნდს, რომელსაც უნდა შეუერთდეთ. ხოლო საუკეთესო რეკომენდაციის მიღებაში ეს სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ. 

ნაბიჯი 1: აირჩიეთ სწორი რეკომენდატორი

შესაძლოა, რეკომენდაცია ყოფილ მენეჯერს სთხოვოთ, რომელიც დეტალურად აღწერს თქვენს სამუშაოს, კოლეგებს სხვა დეპარტამენტებიდან, რომლებიც თქვენი მუშაობის უნარზე ისაუბრებენ ან მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ისაუბრონ თქვენს შთაგონების უნარზე… აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ის, ვისაც რეკომენდატორად აირჩევთ, დიდი ენთუზიაზმი საუბრობდეს თქვენზე, როგორც კანდიდატზე. ენთუზიაზმი კი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც, რას ამბობენ ისინი თქვენზე. 

ხოლო, როცა ვიღაცას რეკომენდაციას სთხოვთ და ის შეყოვნდება, რეკომენდატორად აღარ უნდა გყავდეთ, რადგან შეყოვნებამ სამსახურში აყვანის შანსები შეიძლება შეამციროს. 

ნაბიჯი 2: მოამზადეთ თქვენი რეკომენდატორები

რეკომენდაციის მომზადება თქვენი შესაძლებლობაა, რათა ფოკუსირდეთ სწორ საკითხებზე და სამსახურიც დაზღვეული გქონდეთ. თუმცა, სულ ცოტა, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენმა რეკომენდატორებმა 2 რამ იციან.

პირველი — მიაწოდეთ პოზიციის სახელი და აღწერა. მეორე — მათ უნდა იცოდნენ, რისი თქმა გსურთ რეკრუტერებისთვის. დიახ, თუ ინტერვიუს დროს რაიმეს აღნიშვნა დაგავიწყდათ, ეს რეკომენდაციაში შეგიძლიათ ასახოთ. მაგალითად, მრავალფეროვან გარემოში მუშაობა, სწრაფად სწავლისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დარწმუნდით, რომ, რა ინფორმაციის მიწოდებაც გსურთ რეკომენდაციით, იმის მაგალითიც გაქვთ. თუმცა თუ არ იცით, ეს კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს, შემდეგი კითხვები განიხილეთ:

  1. რომელი უნარები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ პოზიციისთვის და თქვენი უნარებიდან რომელი გამოგადგებათ?
  2. რა კვალიფიკაციები გაქცევთ ამ პოზიციისთვის კარგ კანდიდატად? მოლაპარაკებისა თუ სტრატეგიულად ფიქრის უნარი? თუ დედლაინის მოახლოებისას თავს მაინც მშვიდად რომ გრძნობთ?
  3. რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?
  4. არსებობს განვითარების რაიმე სივრცე, რაც რეკომენდაციაში უნდა იყოს ასახული? დარწმუნდით, რომ ისინი იპოვიან გზას, რათა უპასუხონ კითხვებს იმ სისუსტეებისა და განვითარების სფეროების შესახებ, რომელთა გამოსასწორებლადაც ბევრ მუშაობდით.

დაბოლოს, თუ დამქირავებლები თქვენს პოზიციას აღარ განიხილავენ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენმა რეკომენდაციამ ამის შესახებ იცის. რეკრუტერები ეძებენ იმ ერთ საკითხს, რომელიც მათ შეჩერების საშუალებას მისცემს. ამიტომ, არ მისცეთ უფლება თქვენს რეკომენდატორს კითხვას დამაჯერებლობისა და ენთუზიაზმის გარეშე უპასუხოს. 

ნაბიჯი 3: მართეთ უკანა კარის რეკომენდატორები

ბევრი დამსაქმებელი იმ ადამიანების რეკომენდაციებისკენ მიისწრაფვის, რომელთან ერთადაც მუშაობდით, მაგრამ ახლა თქვენს რეკომენდატორთა სიაში არ არიან. მათი დახასიათება ყველაზე ავთენტურიც კი შეიძლება იყოს ან ნაკლებად შეესაბამებოდეს სინამდვილეს, თუ თქვენთან რაიმე კონფლიქტი ჰქონდათ… თუმცა, სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე, როცა თქვენ კომპანიას არაპროფესიონალური გზით ტოვებთ. ხოლო, თუ დამქირავებელი იცნობს ვინმეს, ვინც იქ მუშაობს, თქვენი დასაქმების შანსებიც მცირდება. არ აქვს მნიშვნელობა ამ გამოცდილების შემდეგ გაიზარდეთ თუ ისწავლეთ რაიმე, ის ახლა მაინც ზიანს მოგაყენებთ.

კარგი იქნება, თუ LinkedIn-ს გადახედავთ და ნახავთ, გყავთ თუ არა ის საერთო კავშირები, რომლებიც თქვენზე დადებით რეკომენდაციებს არ გასცემენ. შესაძლოა, თქვენი ყოფილი კოლეგა ზუსტად იმ ახალ კომპანიაში მუშაობდეს, რომელშიც კონკრეტული პოზიციის დაკავება გსურთ… ხოლო, თუ საერთო მეგობრებში ისეთ ადამიანსაც აღმოაჩენთ, რომელიც თქვენ და თქვენი მუშაობის სტილსაც კარგად იცნობს, მაინც დაფიქრდით, ღირს თუ არა მასთან დაკავშირება. კავშირების არარსებობა კი სრულ გარანტიას მაინც არ გაძლევთ, რადგან მსოფლიო პატარაა და ადამიანები ერთმანეთს იცნობენ. 

ხოლო საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას, ვისთანაც გიმუშავიათ თქვენზე დადებითის თქმა შეეძლოს, მყარი სამსახურებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ყველა სამსახურში, იპოვეთ თქვენი ჩემპიონები, რომელთაც თქვენი ღირებულება იციან. ხოლო თუ ამჩნევთ, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ იმის გამო, რომ გაანაწყენეთ ან თქვენი საუკეთესო მხარე არ აჩვენეთ, ამის გამოსწორება ეცადეთ. გაიხსენეთ, როგორ მუშაობდით იმ დროს, რა ისწავლეთ და რისი გაკეთება შეგეძლოთ უკეთ, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩხუბში სხვა ადამიანმა შეიტანა წვლილი. თვითშეგნებისა და ზრდის ჩვენებამ უკანა კარის რეკომენდაციებიც კი შეიძლება შეცვალოს. როგორ გირჩევნიათ, მართალი იყოთ თუ თქვენს საოცნებო პოზიციას იკავებდეთ? თუ ვინმეს თქვენზე ცუდი რამის თქმა სურს, მას ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ყველა გამოცდილებიდან რაღაც შეგიძლიათ ისწავლოთ და იგი მომავალში გამოიყენოთ. 

წყარო: HBR



სატელევიზიო რეკლამის ახალი ოქროს ხანა — რა უნდა გააკეთონ მარკეტერებმა?

როგორ შევქმნათ მარკეტინგული სტრატეგია მდგრადი განვითარების ბრენდისთვის?