in

როგორ მოქმედებს წნეხი ხელმძღვანელებზე?

სტრესთან დაკავშირებული ქცევებისა და თვითდესტრუქციული საკითხების გაცნობიერება დღეს მეწარმეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც აქამდე ეკონომიკური ვარდნის პერიოდში არასდროს უცხოვრია. თვითშემეცნება, პროფესიონალურ და პირად მხარდაჭერასთან ერთად, თვითდესტრუქციულ ქმედებებს თავიდან აგაცილებთ და მეტად პოზიტიურ ინტერაქციებსა თუ შედეგებს შეუწყობს ხელს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა ბევრი მეწარმისთვის ეს უცნობი ტერიტორიაა, რადგან სარისკო კაპიტალის ფონდებმა თავიანთი ინვესტიციები გაიტანეს, რის შედეგადაც მხოლოდ 2022 წლის მეორე კვარტალში 22%-ით შემცირდა ადრეული ეტაპის, A და B სერიების რაუნდები. ამასთან, სტარტაპების შეფასებებიც მცირდება. ინვესტორები იმასაც ამბობენ, რომ დამფუძნებლები ახალ კაპიტალს სულ მცირე 18-24 თვემდე არ უნდა ელოდონ…

მსგავს ზეწოლათა კომბინირება ლიდერებისთვის გამოწვევებს ზრდის, ბაზრის პირობების გაუარესებითა და ინვესტორთა მოთხოვნების გაძლიერებით, მათი თვითდესტრუქციაც იზრდება. შედეგად, მოსალოდნელია, რომ დამფუძნებლები მსგავსი ცვლილებების მსხვერპლი გახდებიან. ქვემოთ კი ნეგატიური ქცევის 3 მოდელია განხილული: 

რეალობასთან ბრძოლა

მეწარმის ოპტიმიზმი, რომ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეიძლება, ახალი ბიზნესის წამოწყებისას დადებითი თვისებაა, თუმცა გონივრულობის ფარგლებში. როცა ის უკონტროლო ხდება, ეს სიბრმავეში შეიძლება გადაიზარდოს, როგორც ბიზნესის საფრთხეების, ისე უარყოფითი პიროვნული მახასიათებლების მიმართ. ხშირად  გამოიხატება ტენდენციით, ვიმოძრაოთ მის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს რთული რეალობის უარყოფასა და კომპლექსურ კითხვებზე პასუხის გაცემის უარყოფას. შესაძლოა, ეს ძლიერი თავდაცვა იყოს ან ყურადღების გადატანა განსახილველი საკითხიდან. შედეგად, მენეჯმენტის გუნდი თავს დაბნეულად გრძნობს, ინვესტორებისთვის კი კომპანიის სტრატეგიული მიმართულება გაუგებარია და ისინი ლიდერებისადმი ნდობასაც კარგავენ. 

გამოსავალი კი ის არის, რომ უფრო მეტად სტიუარდები გახდეთ და ნაკლებად გამყიდველები, რათა გარდაქმნათ ეგო და ჰუმანურობის დემონსტრირებაც მოახდინოთ. რჩევა ის იქნება, რომ მომხმარებლებს უფრო ყურადღებით მოუსმინოთ, არ გასცეთ ზედმეტი დაპირებები და მართოთ ბიზნეს საკითხები.

პრობლემის თავიდან აცილება

ქცევების ამ კატეგორიაში დამფუძნებლები გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, პრობლემებს შორდებიან. ისინი ყოველთვის არიდებენ თავს რთულ საუბრებს. სამწუხაროდ, ხშირად გაურბიან ერთ წამალს, რომელსაც მათი დახმარება ნამდვილად შეუძლია: დაუკავშირდნენ სანდო მრჩევლებს, როგორიცაა კოლეგა, აღმასრულებელი დირექტორი, მენტორი თუ დაინტერესებული ინვესტორი. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული საკითხები, მისი გაქრობის იმედით, მიწაში ჩაფლან, უკეთესი იქნება მისი განხილვა, რათა გააუმჯობესონ სიცხადე და ხილული ლიდერობის დემონსტრირებაც მოახდინონ. ლიდერობა სწორედ კრიზისში შეიძლება დაიხვეწოს, გამბედაობა კი ამ საკითხის გადასაჭრელად ბრძოლის მხოლოდ ნახევარია.

იმის კონტროლი, რაც კომფორტულია

შესაძლოა, თავდაპირველად დადებითი ქცევა უარყოფითად იქცეს. დამფუძნებლები უნდა ჩაუღრმავდნენ დეტალებს, განსაკუთრებით კი რთულ დროს, რათა გაუმკლავდნენ პრობლემებს და აჩვენონ გადაუდებლობის აუცილებლობა. მაგრამ ეს ქცევა ნეგატიური ხდება, თუ ის მიკრომენეჯმენტში გადადის. მაგალითად, ერთმა ხელმძღვანელმა ხარჯების სისტემაზე დაიწყო დაკვირვება, რათა საბჭოსთან სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი თავიდან აეცილებინა. ეს ქცევა კი კონტროლის აუცილებლობაზე მიუთითებს, ხშირად დამფუძნებლების იმ უნარების დაბრუნებაზე, რომლებშიც ისინი კომპეტენტურები არიან. 

აქ კი გამოსავალი კომპანიის ღირებულებების ფუნდამენტურ მამოძრავებელზე დაკვირვებაა. ამიტომ, პირველი რჩევა დამფუძნებლებისთვის მათი განრიგის აუდიტია, რათა თავიდან აირიდონ დაბალი ზემოქმედების მქონე აქტივობები. დასვით კითხვა: ეს მე უნდა გავაკეთო? თუ კი, მაშინ გააგრძელეთ, ხოლო თუ არა, ალბათ, ისინი საკუთარი პასუხისმგებლობების მასშტაბის მიღმა ასრულებენ სამუშაოებს. ამიტომ, მათ უნდა გააძლიერონ ისინი, ვინც სწორედ ამ სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავეს. 

ფოკუსირდით დიდ სურათზე და მიაღწიეთ იმას, რაც თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის გამორჩეულობისთვის გჭირდებათ, — გვირჩევს რიჩარდ ბრენსონი, Virgin Atlantic-ის დამფუძნებელი.

მაგრამ აღმასრულებელი დირექტორებისთვის სხვების დელეგირება და საკუთარი თავის გათავისუფლება რთული იქნება… ამ ტენდენციის წინააღმდეგ, ლიდერებს შეუძლიათ გუნდებს პირდაპირ ჰკითხონ: რას ფიქრობთ, რომელ აქტივობებსა თუ შეხვედრებში არ უნდა მივიღო მონაწილეობა?

გარე შეხვედრების აუდიტი კი აიძულებს დამფუძნებლებს დაინახონ, ატარებენ თუ არა ისინი თავის დროს სწორი სიხშირით მრჩეველთა სწორ დიაპაზონში. ეს შედარებით მარტივი, მაგრამ ძლიერი სავარჯიშოა — უპირველესად, ძირითადი მრჩევლების სია უნდა შეადგინოთ, შემდეგ კი გადახედოთ გასული კვირის კალენდარს, რათა თითოეულთან შეხვედრების სიხშირე განსაზღვროთ. 

საბოლოო რჩევა

ნეგატიური ქცევის ეს სამი მოდელი ხშირად ემყარება თვითშემეცნების ნაკლებობას იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ისინი სტრესულ პირობებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დამფუძნებლებმა თუ აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:

გაიგეთ წნეხის ქვეშ მათი ტიპური ქცევების შესახებ — თუ დამფუძნებლებმა არ იციან მათი ქცევების შესახებ, მაშინ გუნდის სანდო წევრებს ან მენტორებს უნდა ჰკითხონ. ყველაზე პრობლემატური ქცევები ხშირად ძალიან აშკარაა სხვებისთვის. თუ ლიდერები მზად არიან სხვების მოსასმენად, მათთვის კარგი კითხვა იქნება: რომელია ჩემი ის თვისება, რომელიც წნეხის დროს იჩენს თავს?, რაც არ უნდა იყოს მიღებული პასუხის შინაარსი, თქვენ ყოველთვის მადლობით უნდა უპასუხოთ, და არასდროს დაიწყოთ თავის მართლება. 

მიიღეთ საყვარელი კრიტიკოსები — ესენი არიან მენტორები, მრჩევლები, მწვრთნელები და საბჭოს წევრებიც კი, რომლებიც უგებენ მათ და იმ სიტუაციებსაც იაზრებენ, რომლის წინაშეც დგანან. ამისთვის ერთ-ერთი ძლიერი სტრატეგიაა, აღმასრულებელ გუნდთან პოტენციურად წაგებულ პროექტში ჩართვა, იქნება ეს ნაკლებად მიკერძოებული აზროვნების ინიციატივებითა თუ საყვარელი კრიტიკოსისთვის იმის დავალებით, რომ უთხრან ლიდერს, როცა იგი კონკრეტულ ქმედებებს გასცდება. 

დაიწყეთ/შეჩერდით/გააგრძელეთ — ეს სავარჯიშო მენეჯმენტის გუნდთან ერთად უნდა შეასრულოთ, ჰკითხეთ მათ: რისი კეთება უნდა დავიწყო/დავიწყოთ, რათა შესრულება გავაუმჯობესოთ? შევწყვიტოთ ამის კეთება თუ გავაგრძელოთ? როგორ შეგვიძლია გავამყაროთ ჩვენი ძირითადი კულტურული პრინციპები? — ყველას ჩართულობა, საკითხებს ააშკარავებს და შესყიდვებსაც ზრდის. 

განავითარეთ სტრესის შემამცირებელი რუტინები — იძინეთ უკეთ, ჭამეთ უფრო ჯანმრთელად, ივარჯიშეთ მეტი, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად და ეს მნიშვნელოვან სარგებელს მოგცემთ. რეგულარულად დაუთმეთ დრო სუფთა ჰაერზე ყოფნას ან მეგობრებთან ერთად ყავის დალევას, სოციალიზაციას და შეინარჩუნეთ ბუნებასთან კავშირი. თავდაპირველად ეს ყველაფერი მცირე, 5-წუთიანი მედიტაციითაც კი შეგიძლიათ დაიწყოთ. 

დაბოლოს, ხელმძღვანელებს გრძელვადიანი ხედვის ქონას ურჩევენ, რათა მიმდინარე ეკონომიკურ შეზღუდვებს გასცდნენ. ეს რთული პერიოდის ღირებულ შესაძლებლობად დანახვას ეხება, რათა ინვესტორებსა და ბაზარზე სანდოობა აიმაღლონ. 

წყარო: HBR



როგორ დავაღწიოთ თავი სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებულ სინანულს?

როგორ შეიქმნა „ფეიბოქსის“ განახლებული ვიზუალური ბრენდინგი?