in

Digital კატეგორიის ოქროს მფლობელი გირჩევთ, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის

Cannes Lions – სარეკლამო ინდუსტრიაში კანის ლომები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება, რომელიც საუკეთესო შემოქმედებით ნამუშევრებს გამოავლენს. უკვე შვიდი წელია, რაც საქართველოში კანის ლომების ადგილობრივი ფესტივალი იმართება, სადაც ახალგაზრდა კრეატორები საკუთარ ძალებს ცდიან. გამარჯვებულები კი, საფრანგეთის ქალაქ კანში მიემგზავრებიან, რათა საქართველოს სახელით იასპარეზონ. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობისთვის 135 გუნდი დარეგისტრირდა ოთხ კატეგორიაში: Digital, Print, Film და Marketers. 2022 წლის ახალგაზრდული კონკურსი 29 აპრილს იწყება. სანამ სხვა ყმაწვილლომებთან ერთად, 2022 წლის Young Lions Georgia-ს შეჯიბრში ჩაერთვებით, Digital კატეოგორიაში ახალგაზრდული კონკურსის ოქროს მფლობელის, ემილი ქორიძის გამოცდილებას გიზიარებთ.

ემილი ქორიძე

M: როგორ ავარჯიშებდი შემოქმედებით გონებას შეჯიბრამდე?

ტვინი უცნაურად მუშაობს, როდის რა აგენთება გონებაში არავინ იცის, შესაბამისად, ვარჯიშიც რთულია, თუმცა შეგიძლია ტვინი მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციით დატვირთო და იმედოვნო, რომ საჭირო დროს საჭირო კავშირს დაგანახებს.

იდეის მოსაფიქრებლად განსაკუთრებული ტვინი სულაც არ არის საჭირო, მთავარია, დავალება გესმოდეს კარგად და გქონდეს „ბაზა“, რომელზეც ახალ იდეებს დააშენებ. ბაზის შესაქმნელად ნებისმიერი აქტივობა დაგეხმარება, თუნდაც  ქუჩაში სეირნობა და დეტალებზე დაკვირვება, ფილმების ყურება, კითხვა, „ქეის“ ვიდეოების ნახვა, მიმდინარე ტრენდების შეთვალიერება, უკვე არსებული იდეების შესწავლა, ლამაზი „ინსაითების“ შეგროვება და ა.შ.
კონკურსებზე, იდეის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეს აღწერა და გადმოცემა. კარგად ახსნილი საშუალო იდეა ყოველთვის აჯობებს ცუდად ახსნილ გენიალურ იდეას. შესაბამისად, კონკურსამდე ვარჯიში თუ გინდა, ჩემი რჩევა იქნება, პრეზენტაციებს გადახედო და კარგად იფიქრო იდეების გადმოცემის გზებზე.

M: როგორ ემზადებოდი მორალურად?

კონკურასმდე კარგად ვისვენებდი და ვცდილობდი, ყველა საქმე მომემთავრებინა, რათა კონკურსის დღეს ბრიფის გარდა სხვა არაფერზე მეფიქრა. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მდგომარეობა. რაც უნდა კრეატიული იყო, ემოციურად გადაღლილი და გადატვირთული თუ ხარ, იდეების მოფიქრება ძალიან გაგიჭირდება.

M: როგორი მოლოდინი გქონდა?

როდესაც კონკურსში იღებ მონაწილეობას გამარჯვების მოლოდინიც, რა თქმა უნდა, გაქვს, თუმცა პრიორიტეტი ეს არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ მთავარია პროცესით ისიამოვნო. არ უნდა მოერგო არც ჟიურის და არც კონკურენტებს, შენსას უნდა „მიაწვე“ და შექმნა რამე ისეთი, რაც გულრწფელად შეგიყვარდება. თუ პრიორიტეტად პროცესით სიამოვნებას დააყენებ, გამარჯვების შანსებიც გაიზრდება.

M: როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად, რა დაგეხმარა გამარჯვებაში?

კონკრეტული გეგმა გვქონდა, რომელსაც მივყევით. ვმუშაობდით, სანამ დავიღლებოდით, როცა ვიღლებოდით – ვისვენებდით. ჭამა და ძილი არ მოგვიკლია, რადგან როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია ტვინი კომფორტულად იყოს და არ გადაიღალოს, რათა იდეებიც მარტივად გამოჩნდეს. პრეზენტაციისთვის 1 მთლიანი დღე გამოვყავით, გვქონდა იდეების მოფიქრების, გაცხრილვისა და არჩევის დედლაინები. კონკურსისას მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ დროში შეზღუდული ხარ, ამიტომ კარგად უნდა გადაანაწილო საქმე და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიო შერჩეული სტრუქტურა. მაგალითად, თუ იტყვი, რომ 4 საათის მანძილზე მხოლოდ იდეებს ჩამოყრი, მხოლოდ იდეები უნდა ჩამოყარო და რომელიმე იდეის გაშლას არ შეყვე. ეს რუტინასაც აგირევს და თუ ამ პროცესში ის იდეა შეგიყვარდა, ახალი იდეების მოფიქრებაც გაგიჭირდება. 

 

ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC – თიბისიTegeta • თეგეტაThe Body Shop Georgia, aPeople

ქეთი დიასამიძე – #პირველისამსახური

შეგიძლიათ, Google-ს თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლა სთხოვოთ