in

როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?

ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება Investhub-ის ონლაინ ვებინარი — „როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?“, სადაც G&T-ის ასოცირებული ბროკერი — ნიკოლოზ მაზანაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • სად უნდა მოვიძიოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები და როგორ გამოვიყენოთ ისინი ინვესტირების პროცესში?
  • როგორ გამოვთვალოთ ინვესტიციის პოტენციური გრძელვადიანი სარგებელი?
  • როგორ შევარჩიოთ სწორად საინდექსო ფონდები და ETF-ები?
  • როგორ გამოვიყენოთ წარმატებული ჰეჯ-ფონდების სტრატეგიები?
  • როგორ მოვიძიოთ ანალიტიკოსების პროგნოზები?
  • როგორ აღმოვაჩინოთ ახალი აქციები?
  • როგორ მოვიძიოთ კომპანიების კვარტალური ანგარიშები? და ა. შ.

ონლაინ ვებინარზე დასწრება უფასოა, ხანგრძლივობა — 1სთ. 30წთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, ონლაინ ვებინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს.

რა ხდის ვიდეოს „ვირუსულს“?

ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები გვირჩევენ, როგორ მოვუხმოთ გაჯიუტებულ შთაგონებას