11
Apr
2016

როგორ მოვიპაროთ ლოგო?! – პლაგიატი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე

11 Apr 2016

თუ გგონიათ, რომ ყველაზე მეტ იდეას საქართველოში იპარავენ, ძალიან ცდებით. მთელი მსოფლიო ერთგვარი “სენით” დაავადდა. იდეისა და კონცეფციის პლაგიატი ყველაზე გახშირებული შემთხვევაა, რომელთან ბრძოლა რთულია, მაგრამ აუცილებელი. კრეატორისთვის ყველაზე დიდი სირცხვილი პლაგიატობაა.

ტოკიო 2020-ის ოლიმპიადისთვის შერჩეული ლოგო პლაგიატობის სკანდალში გაეხვა.  ცნობილ დიზაინერ კენძიო სანოს ბელგიელმა დიზაინერმა იდეის მოპარვისთვის სასამართლოში უჩივლა და პროცესიც მოიგო.

(კენძიო სანოს ლოგო)

 

6giGEucv_m

 

როდესაც 2020 წლის ოლიმპიადა ლოგოს გარეშე დარჩა, დიზაინერებმა 14 500 ახალი ვარიანტი შესთავაზეს. მათ თავისი წინადადებები სოციალური ქსელში ჰეშთეგით #unofficialemblem განათავსეს. დიდი რაოდენობის ნამუშევრების ატვირთვა ახალი კონკურისის გამოცხადების მიზეზი გახდა.

ამ დროისთვის 4 ნამუშევარი შეარჩია.

 

kz7mftxl_m

F8XRtwTI_m

GDJXrN6o_m

WMT3ibMI_m

 

ახალ ემბლემაში კომიტეტს “სამყაროს”, “ინოვაციების” და “ძალის” ჩვენება სურს. თავის დაცვის მიზნით, ორგანიზატორები სამუშაო პროცესის დოკუმენტებს და ლოგოს დედანს ითხოვენ.

კონკურსში გამარჯვებულს ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიაზე დასასწრებ ბილეთს გადასცემენ.

 

განხილვა