13
Apr
2016

როგორ მოვითხოვოთ ხელფასის მომატება?! – საიდუმლო P&G–სგან

13 Apr 2016

Elit Electronics


ქალბატონებო,  თუ ხელში ჩაგივარდათ Secret, თამამად მოითხოვეთ ხელფასის მომატება, ამიერიდან ხელმძღვანელებმა იდარდონ თავიანთ ოფლიანობაზე.

გამოვიდა ახალი ანტიპერსპერანტი (Secret) ქალებისთვის. ამჯერად,  Procter & Gamble–მა  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა ქალების სტრესზე და ამ მომენტთან დაკავშირებულ ოფლიანობაზე. აღმოჩნდა, რომ  ჩვეულებრივი ოფლიანობა და სტრესის დროს გამოყოფილი ოფლი ერთმანეთისგან განსხვავდება რაოდენობით და არომატებითაც. ახალი დეოდორანტი ორიენტირებულია ზუსტად ასეთი მომენტების აღმოფხვრაზე.

 

 

სარეკლამო რგოლი სააგენტო Wieden + Kennedy–მ შექმნა. ეს პირველი რეკლამაა ამ დეზადორანტის კამპანიაში. ვიდეოში მოთხრობილია ახალგაზრდა პროფესიონალი ქალის ამბავი, რომელიც სარკის წინ რეპეტიციას გადის უფროსთან სალაპარაკოდ, მას ხელფასის მომატება სურს. იგი ცდილობს ეს მოთხოვნა რაც შეიძლება კონკრეტულად ჩამოაყალიბოს ისე რომ, ნერვიულობა არ დაეტყოს. ზუსტად ასეთ სიტუაციებშია საჭირო მეტი მობილიზაცია. P&G გვპირდება, რომ Secret თავის წილ თავდაჯერებულობას მოგვანიჭებს. აგვარიდებს ზედმეტ ოფლიანობას და დაგვიცავს უსიამოვნო არომატებისგან “Stress Tested for Women”. და კიდევ – ყოველთვის მოიძებნება თანამშრომელი, რომელიც გაგვამხნევებს.

განხილვა