in ,

როგორ მოხვდა ქიმწმენდაში მისული დიასახლისი საკუთარ სახლში?! – Electrolux-ის ხუმრობა

თანამედროვე დიასახლისებს სახლიდან გასვლის კიდევ ერთით ნაკლები მიზეზი აქვთ. Electrolux-ის სარეცხი მანქანა მათ ქიმწმენდაში სიარულისგან გაათავისუფლებს. ტექნიკის კომპანიამ ამ კომფორტის საუკეთესოდ წარმოსაჩენად, სააგენტო Volontaire-თან ერთად, შვედი დიასახლისის, იოანას ოთახის ანალოგი შექმნა.

სანამ მის მიერ, წინა ღამით ქიმწმენდაში მიტანილ სვიტერს Electrolux-ის UltraCare-ით რეცხავდნენ, სამუშაო გუნდმა ყველაფერი მოასწრო.

იოანას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ტანისამოსის სახლში წამოსაღებად მისულს, ქიმწმენდაში თავისი ოთახი დახვდა. თუმცა, მიუხედავად დიდი მსგავსებისა, ინტერიერში იყო ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელმაც მისთვის ჩვეულ გარემოს მნიშვნელოვანი უპირატესობა შესძინა. Electrolux-ის სარეცხის მანქანა იდეალურად ჩაჯდა იოანას ოთახის დიზაინში.

 

 

ასე რომ, ახლა უკვე შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ტანისამოსი თქვენივე სარეცხის მანქანას ანდოთ.

ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ძალადობაა! – ვიდეორგოლი ქალბატონების მხარდასაჭერად

“კოდი არასწორია” – სოციალური კამპანია ალცჰეიმერით დაავადებულთა მხარდასაჭერად