ვიტამინი D3-ის დეფიციტი თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ ვიტამინს დანამატის სახით უამრავი ადამიანი იღებს, რათა ორგანიზმში მისი რაოდენობა აღდგეს.
მაინც რა დანიშნულება აქვს ჩვენს სხეულში ვიტამინ D3-ს? როგორ ასრულებს იგი ამ ფუნქციებს და რატომ გვიქმნის მისი დეფიციტი სხვადასხვა პრობლემას?
რა არის ვიტამინი D3 და როგორ მუშაობს
ვიტამინი D3-ს მეორენაირად ქოლეკალციფეროლი ჰქვია. იგი D ვიტამინის აქტიური ფორმაა და ისეთ მნიშვნელოვან პროცესებშია ჩართული, როგორებიცაა ორგანიზმის ჩამოყალიბება და მისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება.
ეს ვიტამინი გვეხმარება, რომ კალციუმი და ფოსფორი საჭირო რაოდენობით ავითვისოთ. იგი უზრუნველყოფს, რომ ეს ელემენტები სისხლში, ძვლებსა და კბილებში შესაბამისი რაოდენობით შევინარჩუნოთ. ასე ვიტამინი D3 სხეულში ძვლოვანი ჩონჩხის ჩამოყალიბებასა და ძვლოვანი სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს; ასევე გვეხმარება კუნთების ტონუსის ზრდაში.
გარდა ამისა, ეს ვიტამინი მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს; უკეთ დედდება სისხლი, ნერვული იმპულსების გატარება რეგულირდება და იმუნური სისტემა ძლიერდება.
ცნობილია, რომ ვიტამინი D3 პარაფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვისაც არის აუცილებელი. მისმა მიღებამ, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, შესაძლოა, ძვლის ქსოვილის დაკარგვა შეანელოს და მოტეხილობების რისკი შეამციროს.
ვიტამინი K2 – D ვიტამინის დამხმარე
იმისათვის, რომ D ვიტამინმა ეს ყველაფერი შეძლოს, ვიტამინი K2-ის ჩართულობაც არის საჭირო. ეს ვიტამინი წყალში ხსნადია და D ვიტამინის მონაწილეობით წარმოქმნილ ორ უმნიშვნელოვანეს ცილას ააქტიურებს. ეს ცილები ხელს უწყობს, რომ ორგანიზმში კალციუმი სწორად გადანაწილდეს, რაც სხეულს არაერთი მდგომარეობისგან იცავს. ამ დროს ნაკლებია შანსი, რომ თირკმლების, სისხლძარღვებისა თუ რბილი ქსოვილების კალციფიკაცია მოხდეს; მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკიც.
D ვიტამინის მსგავსად, ძვლების შენებაში ვიტამინ K2-საც მიუძღვის წვლილი. იგი ოსტეოპოროზის განვითარებას უშლის ხელს და მოტეხილობების განვითარების რისკს ამცირებს. ცნობილია, რომ ეს ვიტამინი სისხლის ნორმალურ შედედებასაც უწყობს ხელს.
ეს ორი ვიტამინი, D და K2, ერთმანეთთან თანამშრომლობით არაერთი სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
რა ხდება, როცა D ვიტამინი გვაკლია
რადგან D ვიტამინს ორგანიზმში ესოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს, მისმა ნაკლებობამ არაერთი სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის: დაღლილობა, სისუსტე, კუნთების ტკივილი და განწყობის დაქვეითება. არასრულფასოვანი საკვების, მზეზე არასაკმარისი დროის გატარებისა თუ ასაკობრივი ფაქტორების გამო მისი დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
მაშინ, როცა ამ ვიტამინს ორგანიზმი ბუნებრივად ვერ ითვისებს, ხშირად იგი დანამატის სახით ინიშნება. (მაგალითად, პრეპარატი დეტრივიტის სახით). ცნობილია, რომ დანამატებს ამ ვიტამინის ნაკლებობით მიმდინარე დაავადებების დროსაც აქტიურად იყენებენ. მაგალითად, ვიტამინი D3 ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიისას ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.
ამის მიუხედავად, ნუ იფიქრებთ, რომ ვიტამინი D3-ს დანამატი ყველამ უნდა მიიღოს — არის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, როდესაც მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი ანალიზით უნდა დადგინდეს, რომ მისი სიმპტომები რაიმე სხვა პრობლემაში არ აგვერიოს.
ამრიგად, უმჯობესია, ვიტამინ D3-ის მიღება ექიმმა გირჩიოთ. იგი თქვენივე მდგომარეობისა და საჭიროებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა დოზებითა და ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს ვიტამინი – თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ უნდა მიიღოთ იგი.
[R]