MIT-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოულოდნელი შედეგები ნორადრენალინის გამოყოფას იწვევს, რაც ტვინს ყურადღების ფოკუსირებასა და კონკრეტული მოვლენისგან რაღაცის სწავლაში ეხმარება. შესაბამისად, როცა თქვენს ტვინს ყურადღების გამახვილება რაღაც მნიშვნელოვანზე სჭირდება, ერთადერთი გზა, რომლითაც ამის გაკეთება შეუძლია, ნორადრენალინის გამოყოფაა.
ეს ნეირომოდულატორი, თავის ტვინის ღრმა სტრუქტურის ლოკუს კოერულეუსის მიერ წარმოიქმნება და მას გავლენა მთელ ტვინზე შეიძლება ჰქონდეს. თაგვებზე ჩატარებული კვლევისას კი, MIT-ის გუნდმა დაადგინა, რომ ნორადრენალინის ერთ-ერთი მთავარი როლი, ცნობილი, როგორც ნორეპინეფრინი, ტვინს მოულოდნელი შედეგების შესწავლაშიც ეხმარება.
„ამ ნაშრომმა აჩვენა, რომ ლოკუს კოერულეუსი მოულოდნელი მოვლენების კოდირებას ახდენს, ამ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას კი ტვინისთვის გარემოს შესაფასებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, — ამბობს მრიგანკა სური, MIT-ის მეცნიერი.
გარდა მისი როლისა მოულოდნელობების დადგენაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ნორადრენალინი იმ ქცევის სტიმულირებას უწყობს ხელს, რომელსაც თან კონკრეტული ჯილდო ახლავს…
დიახ, ნორადრენალინი რამდენიმე ნეირომოდულატორიდან ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენს ტვინზე დოფამინთან, სეროტონთან და აცეტილქოლინთან ერთად აქვს გავლენა. ნეიროტრანსმიტერებისგან განსხვავებით კი, რომლებიც უჯრედშორისი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, ნეირომოდულატორები ტვინის უფრო დიდ ნაწილებზე გამოიყოფა, რაც მათ უფრო ზოგადი გავლენის მოხდენის საშუალებასაც აძლევს.
ხოლო მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს დოფამინის როლის შესახებ, აქამდე უფრო ნაკლები იყო ცნობილი სხვა ნეირომოდულატორების, მათ შორის ნორადრენალინის შესახებ. ის აღგზნებასა და სიფხიზლის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ნორადრენალინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ, შესაძლოა, შფოთვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, MIT-ის მეცნიერებმა მისი როლის შესწავლა ისეთი სპეციფიკური მეთოდით გადაწყვიტეს, როგორიცაა „გაძლიერებული სწავლების“ მეთოდი.
კვლევისას თაგვებს მაღალი სიხშირის ბგერის მოსმენისას კონკრეტულ ბერკეტზე დაჭერა ასწავლეს და როცა ისინი ამას სწორად აკეთებდნენ — წყალს, საპირისპირო შემთხვევაში კი უსიამოვნო ჰაერს აწვდიდნენ. კვლევის თანახმად, „ცხოველი ბერკეტს მხოლოდ იმიტომ აჭერდა, რომ ჯილდო უნდოდა, ლოკუს კოერულეუსი კი კრიტიკულ სიგნალებს იძლეოდა და ამბობდა: ახლავე დააჭირე, რადგან ჯილდო მოვა“.
ამასთან, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნეირონები, რომლებიც ამ ნორადრენალინის სიგნალს წარმოქმნის, უმეტესობას საავტომობილო ქერქში გზავნის, რაც იმის მტკიცებულებასაც გვაძლევს, რომ ეს სიგნალი ცხოველების მოქმედებას ასტიმულირებს.
„ლოკუს კოერულეუსის სიურპრიზის კოდირების ფუნქცია, როგორც ჩანს, ტვინში ბევრად უფრო ფართოდ არის გავრცელებული და ამას შეიძლება ჰქონდეს აზრი, რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მოულოდნელობებით იმართება“, — აცხადებს სური.
ახლა კი მეცნიერები ნორადრენალინსა და სხვა ნეირომოდულატორებს შორის შესაძლო სინერგიის კვლევაზე ფიქრობენ, განსაკუთრებით კი დოფამინს შორის, რომელიც ასევე მოულოდნელობებზე რეაგირებს…