in

როგორ შევქმნათ კონტენტი, რომელიც „მწვერვალებს დაიპყრობს“

რა უნდა მივცეთ მათ, ვისთანაც ონლაინ სივრცეში ვამყარებთ ურთიერთობას? რა თქმა უნდა – კარგი კონტენტი. თუმცა, ამ სფეროს განვითარების სწრაფ ტემპს, ყველა საკმარისი სისწრაფით ვერ მისდევს და ხარისხიან კონტენტსაც იშვიათად თუ შევხვდებით.

Messaging-Pillars-Content-Create

ხარისხიანი კონტენტის შექმნას უამრავი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური დამოკიდებულებაა იმასთან, რასაც ვაკეთებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „გრძნობები“ უნდა გაგვაჩნდეს იმის მიმართ, რაზეც ადამიანებს ვესაუბრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საუბარი უბრალოდ, ყალბი იქნება. შეიძლება, ძალიან კარგად დავამუშაოთ ყალბი ემოციით შექმნილი კონტენტი თუმცა, დიდია იმის შანსი, რომ ზოგჯერ, სიყალბე, ცხადი იქნება და გარდა ამისა, რეალური ემოციით მუშაობა, თქვენც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

გაგაცნობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლის გათვალისწინებაც, ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტზე მუშაობისას:

  1. კარგი კონტენტი თავად გვპოულობს
    რასაც არ უნდა ქმნიდეთ, ვერ მიიღებთ შედეგს, თუ ვერავინ გაიგებს ამის შესახებ. იზრუნეთ SEO ოპტიმიზაციაზე, განავითარეთ სოციალური ქსელები, ფორუმები… მიდით ყველგან, სადაც პოტენციური მომხმარებელი გეგულებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ძალისხმევას შედეგი არ ექნება.
  2. კარგი კონტენტი გაზიარებადია
    კონტენტმა, ადამიანებს ემოციები უნდა აღუძრას. სწორედ ეს ემოცია უბიძგებს მათ, რომ გაუზიარონ ის, საკუთარ მეგობრებს (აქ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კონტენტის მიმართ „გრძნობების“ წესი).
  3. კარგი კონტენტი ინფორმატიულია
    დაფიქრდით, რამდენად ინფორმატიულია ის, რასაც ადამიანებს უყვებით? აძლევს მათ რაიმე ღირებულს? არის მათ ინტერესებთან ახლოს? – დაუსვით ეს კითხვები საკუთარ თავს, ვიდრე კონტენტზე მუშაობას დაიწყებდეთ. სათქმელი ყოველთვის ცხადად თქვით.
  4. კარგი კონტენტი კითხვადია
    ინტერნეტის მომხმარებელი სულ რამდენიმე წამს დაუთმობს თქვენ მიერ შეთავაზებულ ინფორმაციას. დასაწყისი თუ არ მოეწონა, ეს რამდენიმე წამიც არ გექნებათ. ამიტომ, მოიფიქრეთ კარგი სათაური. წერეთ რაც შეიძლება მოკლედ (თუმცა, არა ზედმეტად მოკლედ). იფიქრეთ ტექსტის ზომაზე, ფერებზე, შინაარსზე. უკეთესი იქნება თუ ტექსტის ნაწილს, დაწერის ნაცვლად ვიზუალური სახით მიაწვდით ადამიანებს.
  5. კარგი კონტენტი დასამახსოვრებელია
    იმის 99%, რასაც ინტერნეტში ვნახულობთ, 2 წუთზე ნაკლებ დროში გვავიწყდება. ადვილი არ არის, თუმცა უნდა ეცადოთ შექმნათ რაიმე ისეთი, რაც ადამიანებს დაამახსოვრდებათ, რის შესახებაც მეგობრებს მოუყვებიან. თუ არ მოუყვებიან, მინიმუმ, იმას მაინც მიიღებთ, რომ თქვენ ბრენდთან დაკავშირებით, სასიამოვნო „მოგონება“ ექნებათ.
  6. კარგი კონტენტი გიბიძგებს მოქმედებისკენ
    თუ თქვენ კონტენტს, ადამიანები ნახულობენ, ეცნობიან და მოსწონთ, ეს – კარგია. მაგრამ, რაც უფრო დიდია კონტენტის „ძალა“, რომ ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგოს, მით უკეთესი! უნდა ეცადოთ, შექმნათ ისეთი რამ, რაც ადამიანებს „აიძულებს“ გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ (მაგ: იყიდონ თქვენი პროდუქტი).
  7. კონტენტი გვაძლევს უკუკავშირს
    გარკვეულ სტატისტიკას, ნებისმიერი კონტენტი იძლევა, თუმცა, უნდა ეცადოთ, თქვენ მიერ მოპოვებული „უკუკავშირი“, თითოეული „პოსტიდან“ თუ სტატიიდან იყოს მეტად სიღრმისეული. სოციალურ მედიაში, თვალნათლივ შეგიძლიათ, შედეგებიდან გამომდინარე იმსჯელოთ. რაც შეეხება ვებგვერდს, google analitycs-ის კარგად შესწავლა მოგიწევთ, უკეთესი ანალიზის გასაკეთებლად.

P.S. „გრძნობების წესი“ არ დაგავიწყდეთ

ავტორი: დავით გაბაძე



Pepsi-მ თავის ახალ სარეკლამო კამპანიაში ემოჯი გამოიყენა

Duracell-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა