in

“როგორ შეგიძლია გძულდე, როდესაც არც კი მიცნობ?!” – მუსულმანი ახალგაზრდების გზავნილი

ვიდეო, სახელად “Meet a Muslim”, ახალგაზრდა რეჟისორმა ტარა მილმა გადაიღო. მას იდეა სახლში სადილობისას მოუვიდა. სწორედ მაშინ, როდესაც ოჯახი მაგიდას მიუსხდა, სიტყვით დონალდ ტრამპი გამოდიოდა და მუსულმანებისთვის ამერიკაში შესვლის აკრძალვაზე საუბრობდა. ტარას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაინახა, რომ იქვე მჯდომი მისი დედამთილი ტრამპის აზრს იზიარებდა. რეჟისორმა იმავე დღეს აღმოაჩინა, რომ ეს ხანში შესული ქალი ერთ მუსულმანსაც არ იცნობდა.

ეს ვიდეო სწორედ მსგავსი ადამიანებისთვის შეიქმნა. მისი მონაწილე ერთ-ერთი მუსულმანი გაოცებულია, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასე ძალიან სძულდეთ ის, ვისთანაც ერთხელაც კი არ უსაუბრიათ.

 

 

ვიდეოს მიზანია ხალხში მუსულმანებზე გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებების დანგრევა და მათი სრულიათ განსხვავებული კუთხით ჩვენება.

და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ვიღაცისთვის, მათ შორისაც არიან დედები, ბავშვები, პედიატრები, მშობლები და უბრალოდ მომღიმარი ადამიანები. 

რასებს შორის ზღვარი პირობითია! – დნმ-ის ანალიზი Momondo–ს ექსპერიმენტში

“იცი, რომელი კომპანიის მომხმარებელი ხარ?!” – CRYSTALBET-ის ახალი ვიდერგოლი