მთავარ როლში:
სახელი:აფიშა
სქესი: მდედრობითი
ხასიათი: თავდაჯერებული
სტილი: თავისუფალი და ელეგანტური
სად ცხოვრობს? მელიქიშვილის გამზირზე
რა მანქანა ჰყავს? წითელი მუსტანგი
რას უსმენს? თავისუფალ ჯაზს
როგორ ერთობა? თეატრით და ღამის წვეულებებით
რას სვამს? განწყობის მიხედვით – შამპანურს ან კლასიკურ ნეგრონს
მისი დებიუტი: თეატრალური თიზერი
„აფიშას“ პირველი თიზერ ვიდეოს ინსიპაცია იყო სლოგანი Be Your Own Muse, რომელიც არის მოწოდება მათთვის ვინც თავისუფლებას ეძებს, ინდივიდუალურობას აფასებს და მზად არის იყოს საკუთარი თავის მუზა. ვიდეოს გმირი თითქოს დაკარგულია ყოველდღიურობის სტანდარტულ ჩარჩოებში, სანამ „აფიშას“ კარს შეაღებს და აღმოაჩენს, რომ ეს არ არის უბრალოდ სასტუმრო – ეს არის ახალი სცენა მისი ცხოვრებისთვის.
ვიდეო იწყება ფილარმონიის ხედით – სადაც ქალაქის კულტურული ისტორიის ანარეკლი ჩანს, შემდგომ კი მაყურებელი „აფიშას“ კარამდე მიდის – სადაც მთავარი გმირი უკვე სცენაზეა, მაგრამ ჯერ არ იცის, რა როლი ელოდება.
მთავარი გმირი სასტუმროს სივრცეში ახალი სახით ხედავს საკუთარ თავს. გიული ჩოხელის ჯაზი -„ფოთოლცვენაც“ სრულყოფილად ასახავს პერსონაჟის შინაგან გარდასახვას.
ვიდეორგოლის იდეა ეკუთვნის კომპანია გასტრონავტის კრეატიულ დირექტორს ლალი პაპაშვილს, ხოლო ფროდაქშენზე იმუშავა კრეატიულმა სააგენტო Teslee-მ.
სარეკლამო ვიდეორგოლის მიზანი იყო, მაყურებელი თავად ექცია ამ თეატრალური სივრცის ნაწილად.
[R]