in

როგორ შეიქმნა სამეგრელოს ლოგო?

სამეგრელოს ლოგოს შესაქმნელად, ტენდერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ 2021 წლის მარტში გამოაცხადა. კონკურსის მიზანი იყო სამეგრელოს ვიზუალური იდენტობის შემუშავება და ვიდეორგოლების მომზადება, რომელსაც სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (Samegrelo DMO) გამოიყენებდა რეგიონის პოპულარიზაციისთვის და საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად. ვიზუალი სტილი სააგენტო UKIYO-სა და SciFi Communication-ის კოლაბორაციით შეიქმნა. კრეატორების თქმით, ბრენდინგი „გაბედულ, თავგადასავლების მოყვარულ, გამჭრიახ, ნამდვილ მეგრელს“ ასახავს.

M: კონკურსის მიხედვით, რა დავალება გქონდათ შემოქმედებით ჯგუფს? ასევე, როგორი უნდა ყოფილიყო სამეგრელოს ვიზუალური სიმბოლო?

სამეგრელოს ბრენდინგში ასახული  უნდა ყოფილიყო რეგიონის ხასიათი, რომელიც დამკვეთის გადმოცემით არის სხარტი, ფერადი და თავგადასავლებით სავსე. დამკვეთს სურდა, ვიზუალური იდენტობა, თანამედროვეობასთან ერთად, სამეგრელოს მდიდარ ტრადიციებთან და ისტორიასთან ყოფილიყო დაკავშირებული. უნდა წარმოგვეჩინა როგორც სამეგრელოს ისტორია, კულტურა და უნიკალური ბუნება, ასევე, მისი თანამედროვეობა და ხასიათისამეგრელოს პოზიციონირება უნდა მომხდარიყო, როგორც მრავალფეროვანი თავგადასავლების ადგილს.

ტენდერის თანახმად უნდა შეგვემუშავებინა სამეგრელოს ლოგოს მხოლოდ 3 ვერსია, რომლიდანაც ერთი უნდა ამოერჩია სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას. თუმცა პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურდა, მაქსიმალურად  ეფექტურად გამოეყენებინათ ლოგო და გადავწყვიტეთ, დამატებით (ბიუჯეტის გარეთ) დაგვემზადებინა ლოგოს ვიზუალურ სტილში გაშლა. შევიმუშავეთ სლოგანიც: Daring Adventures. ამას გარდა, არსებული არქივებიდან რამდენიმე საინფორმაციო ვიდეორგოლი შევქმენით და სამეგრელოს საიმიჯო ვიდეორგოლი დავამზადეთ.

M: როგორ მიხვედით ბრიფის შემოქმედებით გადაწყვეტამდე?

გვინდოდა ვიზუალურ სტილში აგვესახა, როგორც სამეგრელოს ისტორიის, ტრადიციების და კულტურის, ბუნების სიმდიდრე, ასევე, დღევანდელ დღეს, რეგიონის თანამედროვეობა და მისი დინამიკურობა.

ლოგოს დიზაინი დაფუძნებულია სამეგრელოში, ცაიშში აღმოჩენილ კოლხურ არტეფაქტზე – ცხენზე ამხედრებული ღვთაების ფიგურაზე, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნით თარიღდება. გადავწყვიტეთ, მხედარი თანამედროვედ, აბსტრაქტულად და მოძრაობაში წარმოგვეჩინა.

 

Credits:

პროექტის ხელმძღვანელი – ლიკა მეზვრიშვილი
კრეატიული დირექტორი – ლევან მუსხელიშვილი
გრაფიკული დიზაინერი – სერგო ტიტენკოვი
ექაუნთ მენეჯერი – ნათია ნოზაძე

 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ შეიქმნა Mymarket-ის შთამაგონებელი კამპანია “Back to School”

ბიზნესდაჯილდოება კომპანიებს მონაწილეობას 5 ნომინაციაში სთავაზობს