in ,

როგორ შექმნა ზიდანმა საუკეთესო ფანკლუბი მსოფლიოში?!

ფეხბურთის ფანების შერჩევისა და გადამზადების ცენტრი ზიდანის მეთაურობით?! – გენიალური იდეაა! ცნობილი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ ისევ ფეხბურთშია, მაგრამ ამჯერად მოედანის გარეთ – ტრიბუნებზე ფანების შეგროვებასა და შეგულიანებას უდგას სათავეში.

მობილური ოპერატორი Orange  ფეხბურთის ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორია, სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა ემოციური ვიდეორგოლი ზიდანის მონაწილეობით.

ზიდანი თავის თანაშემწეს სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნის საუკეთესო ფანების შესაგროვებლად. თანაშემწე უცნაურ სიტუაციებში აღმოჩნდება, მაგრამ ყოველთვის ახერხებს დაკავშირებას ხელმძღვანელთან, ფოტო თუ ვიდეომასალის მისაწოდებლად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი Orange–ის  წყალობით ხდება. საბოლოოდ, სტადიონი ყველაზე ერთგული და ემოციური ფანებით ივსება. ფეხბურთელებისთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრიბუნებიდან მხარდაჭერა. 

 

 

ამ ვიდეორგოლის ნახვისას უფრო გაგვიძლიერდა სურვილი, რომ ჩვენს  ეროვნულ გუნდსაც ჰყავდეს ასეთი ემოციური და მრავალრიცხოვანი ფანკლუბი და ფანებსაც ჰყავდეთ საგულშემატკივროდ ძლიერი გუნდი. ფაქტია, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ეს ვიდეორგოლი კი სახალისო მაგალიათია ყველასთვის. 

დარჩი მშიერი, დარჩი სულელი – სტივ ჯობსის სამი ისტორია!

არ მოგწონთ თქვენი ბინა?! RentHub-ი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სირთულეებს გაგიმარტივებთ