2021 წლის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საშუალო ბიზნესის კომპანიები ზრდისკენ მიიწევს და უნიკალურ შესაძლებლობებს ფლობს – მათ შორის, იმატებს მოგების მოთხოვნა და გამაჯანსაღებელი ეკონომიკის იმპულსი. ზოგიერთს კი, წილის მიღებისა თუ სუსტი მეტოქეების არსებობის სურვილი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წლის განმავლობაში აშშ-ს ეკონომიკურ ზრდას 6.4%-ით პროგნოზირებს. და, რა თქმა უნდა, კომპანიის წარმომადგენლები სულელები უნდა იყვნენ, მსგავს სიტუაციაში პოზიციონირება არ მოახდინონ.
მაგრამ როგორ შეუძლიათ მათ კაპიტალი ჩადონ იმ ზრდაში, რომლისკენაც მიილტვიან? ჩვეულებრივ დროსაც კი, საშუალო ბიზნესის ბევრი კომპანია თავს იკავებს საკუთარი კაპიტალის შემცირებისგან და გარკვეული, ადვილი გზის არჩევისგან, როგორიც არის, მაგალითად, საჭირო სესხის აღება. როგორც ჩანს, საშუალო ბიზნესის აღმასრულებელთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ Covid-19-ის პანდემიასთან გამკლავება ახლა უფრო დიდ რისკთანაა დაკავშირებული – გასულ წელს, ბევრმა მათგანმა მიიღო საკრედიტო დახმარება. ახლა კი ერიდებიან, რომ ბანკებს მიმართონ. თუმცა კაპიტალის გარეშე ისტორიული ზრდის შესაძლებლობა დაიკარგება.
ამ კომპანიათაგან ბევრს აქვს გამოსავალი, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ აცნობიერებენ. AchieveNEXT-ის პროფესიონალური საკონსულტაციო ფირმა CFO Alliance-ის ათასობით წევრის მონაცემები და კვლევები აჩვენებს, რომ საშუალო ბიზნესის კომპანიებს თავიანთი ზრდის დიდი ნაწილის დაფინანსება ეფექტურობის საშუალებით შეუძლიათ.
სინამდვილეში 2021 წლის Sentiment Study ცხადყოფს, რომ პროდუქტიულობა და ეფექტურობა, ფინანსური ზრდის შემდეგ, ორი სტრატეგიული პრიორიტეტია საშუალო ბიზნესის ფინანსური მენეჯმენტის განვითარებისთვის. მთავარი ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ მათ ერთად უნდა იმუშაონ, ნაცვლად იმისა, რომ ერთი მეორესთვის დაბრკოლებას წარმოადგენდეს. გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, ზრდა და ეფექტურობა, შესაძლოა, მოკავშირეები იყოს და არა – მოწინააღმდეგეები.
მაგალითად, CFO Alliance-ის ერთ-ერთ წევრი, რომელიც საშუალო ბიზნესის სატვირთო ავტოტრანსპორტის კომპანიას ზედამხედველობდა, დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი კაპიტალი, მაგრამ არა საკმარისი ადამიანური რესურსი, რაც მძღოლების რაოდენობის სიმცირეში გამოიხატებოდა. ეს იყო პრობლემა, რომელმაც მთელ ინდუსტრიაზე იქონია გავლენა… კომპანია პროდუქტიულობისა და ეფექტურობის დიდი მიღწევების გარეშე ფინანსურ ზრდას ვერ მიაღწევს.
ხშირად ხელმძღვანელები ხარჯების შემცირებას სტრატეგიულ განვითარების გზად მიიჩნევენ, რაც რეალურად უარყოფითად მოქმედებს როგორც ორგანიზაციაზე, ისე თანამშრომლებზე. ასე რომ, გამოცდილების შედეგად სამი ძირითადი მიდგომა გამოიკვეთა, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურობასა და ფინანსურ ზრდას.
პროდუქტიულობის განტოლების ყველა ცვლადზე შეტევა
ბევრ კომპანიაში პროდუქტიულობის ზრდა ხარჯების შემცირების გზით სურთ. თუმცა პროდუქტიულობა უნდა მოვიაზროთ, როგორც წარმოების ხარჯებზე გაყოფილი შედეგები. შენატანები არ არის მხოლოდ შრომის მასალები, არამედ კაპიტალური აღჭურვილობა, ინვენტარი, ტექნოლოგიური ინვესტიციები, მასალები და ა. შ.
პროდუქტიულობის სრული განტოლების გადახედვა ლიდერებს ეხმარება, აღმოაჩინონ მაქსიმალური შედეგები, აგრეთვე შეამცირონ ხარჯები და მიიღონ მეტი მათი ყველა აქტივიდან და არა, მხოლოდ სამუშაო ძალისგან.
საავტომობილო კომპანიის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, მისი წარმატების ერთ-ერთ გზას მომგებიან მომხმარებლებზე ფოკუსირება წარმოადგენს. მარგინალური მომხმარებლები უფრო მეტ დროს, ენერგიასა და აქტივებს მოითხოვს. ასე რომ, კომპანია ახლა “სტრატეგიულ” და “ტრანზაქციულ” ჯგუფებად ჰყოფს და დარწმუნებულია, რომ პირველი იღებს თავის რესურსებს.
გაზარდეთ თქვენი სამუშაო კაპიტალის თამაში
ყველაზე იაფი კაპიტალი, რომელიც შეიძლება მიიღოთ, ეს არის გადასახადები, რომლებსაც ძალიან სწრაფად იხდით, შემოსავლები, რომლებსაც ნელა აგროვებთ და მარაგი, რომელიც სინამდვილეში არ გჭირდებათ. ხშირად საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ვერ აფასებენ თუ რამდენად დიდ სამუშაო კაპიტალს ხარჯავენ. საშუალო ბიზნესის კომპანიების მონაცემები ცხადყოფს, 100 მილიონი დოლარი შემოსავლის მქონე კომპანია, რომელიც 50%-დან 75%-იან გადახდებზე გადადის, წლიურად $17 მილიონზე მეტ კაპიტალს ათავისუფლებს – უპროცენტო ფულს, რომელსაც გაფართოების ან სხვა მიზნით გამოიყენებს.
არასათანადო მენეჯმენტის კაპიტალმა, შესაძლოა, კომპანია განადგურებამდე მიიყვანოს. ერთი კომპანიის მაგალითი მოვიხმოთ, რომელმაც გადაწყვიტა, გადასახადები ჩვეულებრივ 40-ის ნაცვლად, 25 დღეში გადაეხადა. კომპანიაში მალევე აღმოაჩინეს, როგორ იწურებოდა ფული თანდათან. ბიზნესის ხელმძღვანელები ხშირად შიშობენ, რომ ისინი სავაჭრო პარტნიორების მოწყალებით არსებობენ და იძულებულნი არიან, დიდი კომპანიის მომხმარებლების დროული გადახდის სანაცვლოდ ფასდაკლება მიიღონ. სინამდვილეში, საშუალო ბიზნესის კომპანიებს მეტი ბერკეტი აქვთ, ვიდრე ფიქრობენ.
იმის გააზრებამ, თუ როგორ მუშაობს ეს ბერკეტეტები, შესაძლოა, მთავარი ფინანსური ხელმძღვანელებისა და მათი გუნდების უნარჩვევები და ცოდნა გააუმჯობესოს. გასაკვირი არ არის, რომ კრიტიკული აზროვნების შემდეგ ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი მათ დეპარტამენტში მნიშვნელოვანი ასპექტებია. გლობალურ საწარმოებს ხშირად ჰყავთ ასობით გუნდი, რომელიც ამ სახის ანალიზს აკეთებს.
გარდა ამისა, თუ ფინანსურ გუნდს არ გააჩნია სწორი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, მას შეუძლია, მნიშვნელოვანი დრო მონაცემთა პრობლემების გადასაჭრელად დახარჯოს – იქნება ეს ანგარიშების შექმნა, სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება თუ ფაქტების შემდგომი ვარიანტების ახსნა.
გამოიყენეთ მომენტი და გაითვალისწინეთ ხარჯები
ეს წელი ხარჯების მართვის სამ უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს. პირველ რიგში, გადახედეთ ყველა იმპროვიზაციასა და ადაპტაციას, რაც პანდემიამ გამოიწვია. ეს იმის გაანალიზებაში დაგეხმარებათ, თუ რა უნდა განაგრძოთ, რაზე უნდა თქვათ უარი და საიდან უნდა მიიღოთ სარგებელი.
გაყიდვების ჯგუფები პანდემიის შეზღუდვებს მოერგნენ და ბევრმა მათგანმა სასიკეთოდ ისარგებლა გარკვეული შეზღუდვებით – მათი ნაწილი ბრწყინვალედ შეეგუა ვირტუალურ გაყიდვებს და წარმოების ახალ რეჟიმს. მრავალი ფინანსური დირექტორი სერიოზულ დისკუსიას აწარმოებს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ამ ახალი პრაქტიკის შენარჩუნება ან გაფართოება ამ დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად მიღების მიზნით…
მეორე – გადაიაზრეთ უძრავი ქონების საჭიროებები და სწრაფად იმოქმედეთ იმის შესაბამისად, თუ რას სწავლობთ. მაკკინზის გლობალური ინსტიტუტის მონაცემებით, 2020-ში ივლისი-სექტემბრის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით ოფისებში ვაკანსიების მაჩვენებელი 32%-ით მეტი იყო. ახლა დაბალ საიჯარო გადასახადებზე მოლაპარაკებების დროა, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის გრძელვადიანი უძრავი ქონების საჭიროებების შესწავლის დრო – ვიდრე თანამშრომლები ძველ ნორმას დაუბრუნდებიან.
მესამე – უფრო მეტი სტრატეგიის მიღება ციფრულ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი საშუალო ბიზნესის კომპანია ჩარჩენილია იმ სამყაროში, რომელსაც ჩვენ “პირველი თაობის ციფრულ რეჟიმს” ვუწოდებთ – მაგალითად, რუტინული მუშაობის ავტომატიზაციაში. თუმცა რეალურად მინიმუმ ორი ეტაპი მაინც არსებობს. ერთია ციფრული ინტეგრაცია ფუნქციებს შორის, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ოპტიმიზაცია გაუწიონ ოპერაციებს, ადამიანური რესურსებს. მთლიანი სისტემის ოპტიმიზაცია იწვევს პროდუქტიულობის ზრდას, რაც ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ცალკეული ელემენტების გაუმჯობესება.
კიდევ უფრო მეტი პროდუქტიულობის მიღწევა შეიძლება იმის წარმოდგენით, თუ როგორ შეუძლია გაციფრულებას თქვენი ბიზნეს მოდელისა და ბალანსის შეცვლა.
პროდუქტიულობის გაუმჯობესების თითოეულ ამ მიდგომას შეუძლია, უფრო ადვილად უზრუნველყოს ფინანსური ზრდა, ვიდრე უბრალოდ ხარჯების შემცირებას. მათი უპირატესობა შემდგომში მდგომარეობს: ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებს საწარმოს ღირებულებას, რაც თქვენს კომპანიას უკეთეს მდგომარეობაში ამყოფებს.
ძირითად ბაზრებთან მიახლოების ერთ-ერთ გზას მიღწევების ციფრირება, საბრუნავი კაპიტალის მართვის რეზულტატები და სხვა ოპერაციული გაუმჯობესება წარმოადგენს. Delancey Street Partners-ის გამოცდილებით, კლიენტები, რომლებსაც შეუძლიათ აჩვენონ რამოდენიმე კვარტალური გაზრდილი შემოსავლიანობა, რომელიც განპირობებულია პროდუქტიულობაში მატერიალური ცვლილებებით, მბრუნავი კაპიტალის ეფექტურობით და ა.შ. უფრო მოსალოდნელია, რომ მიიღებენ გასამრჯელოს. ორიდან სამ კვარტლამდე მსგავი გაუმჯობესების დამკიცების შესაძლებლობა პოტენციურ ინვესტორებსა და მყიდველებს განაწყობს ნდობით, რომ ეს ეფექტურობა მდგრადია და არა მოკლევადიანი პრაქტიკა.
არც ერთი ზემოთ ხსენებულის შესრულება შეიძლება ვაკუუმში ან თვითნებურად მოქმედი ლიდერების მეშვეობით. აღმასრულებელმა დირექტორებმა და ფინანსურმა ხელმძღვანელებმა უნდა გადალახონ არსებული ხარვეზები. მათ ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა მიაწოდონ ზრდის სტრატეგია, ცვლილებების მნიშვნელობა, ციფრული მოგზაურობის ფაზები და მოსალოდნელი შედეგები. ასევე, უნდა დანერგონ გრძელვადიანი და მიმდინარე კულტურის ცვლილებების აქტივობები და ინტერვენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხარჯების მენეჯმენტისა და ფინანსური ზრდის კულტურის ჩამოყალიბებას.
წყარო: HBR