in

როგორ უნდა შევაფასოთ კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობა?

ალბათ, არსებობს პარალელური სამყარო, სადაც მარკეტინგის გრძელვადიან ღირებულებებში შეძლებდით ფინანსური დირექტორის დარწმუნებას. ამ სტატიაში გიზიარებთ კონტენტ მარკეტინგის იმ საზომებს, რომლებიც უნდა (და არ უნდა) გამოიყენოთ.

ნუ შეადარებთ კონტენტის პერფორმანსს შეუსაბამო მიზნებს

მარკეტინგი სრულყოფილი ტემპით მიმდინარეობს, როდესაც შეგიძლიათ გაარჩიოთ მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები. მაინც, როგორ აერთიანებთ ამ ყველაფერს? ეს ხელოვნებისა და მეცნიერების ტანდემს საჭიროებს. თქვენ გჭირდებათ, რომ აწარმოოთ ისეთი მარკეტინგი, რომელიც კვარტალური შემოსავლისა და მოგების მიღების საშუალებას მოგცემთ და ამავდროულად, გრძელვადიანი ურთიერთობა დაამყაროთ მომხმარებლებთან, რომლებიც სამომავლოდ მოვლენ თქვენთან ან შესაძლოა თავად არ შეიძენენ, მაგრამ სხვას გაუწევენ რეკომენდაციას.

სირთულე ისაა, რომ ბევრი რამის გათვალისწინება გიწევთ – მაგალითად, ტიკტოკზე რეკლამას რომ გაუშვებთ, რაზე უნდა იფიქროთ, გაყიდვებს მომენტალურად გაზრდის თუ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს გრძელვადიანად და სამომავლოდ მაინც იქნება სარგებლიანი?

აქ წაგადგებათ ერთი შესანიშნავი ფრაზა – ნურასოდეს განსჯით თევზს ხეზე ასვლის უნარით. არადა, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ. სხვადასხვა სარეკლამო არხს თუ აქტივობას სხვადასხვა ინტერპრეტაციას ვაძლევთ. თუკი რეკლამა გაყიდვებს მაშინვე არ ზრდის, მას მარცხად მივიჩნევთ, არადა, შეგვეძლო გრძელ ვადაში განგვეხილა.

ზედმეტად ნუ ჩაიძირებით KPI-ში

ზედმეტად ნუ იფიქრებთ მონაცემებზე, როგორც პრობლემის მოგვარების საშუალებაზე. ინსტრუმენტების უმეტესობა უბრალოდ აგროვებს მონაცემს.

„ციფრულ მარკეტინგისა და გაზომვის მოდელი“ არის მარტივი ჩარჩო, რომელთაც თქვენ სვამთ კითხვას: რა არის მარკეტინგის მიზანი, რომელსაც თქვენ მიმართავთ? შემდეგ, თუ ეს კონკრეტული რამ არის მიზანი, მაშინ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სახის მონაცემებზე. და შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ეს KPI.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ორ KPI-ს – ეფექტიანობასა და ეფექტურობას. მაგალითად, თუ თქვენ მიმართავთ ფასიან მარკეტინგს, ეფექტიანობის KPI, როგორც წესი, არის შემოსავალი ან მოგება, ხოლო ეფექტურობის KPI არის ღირებულება, შეკვეთის მიხედვით. სწორედ ამ ორ KPI-ს შორის შეგიძლიათ იპოვოთ შუალედი.

ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო მონაცემებზე

ანალიტიკა იყო სამყარო, სადაც მეტი მონაცემების ქონა ნიშნავდა, რომ უფრო ჭკვიანი იყავი. თუმცა, ეს იყო 20 წლის წინ. ახლა ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მონაცემი, ვიდრე სურს ჰქონდეს. ჭკვიანური მიდგომა ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რა მონაცემებს უგულვებელჰყოფ.

ნუ ანიჭებთ უპირატესობას ფსიქოგრაფიულ და დემოგრაფიულ მონაცემებს – განზრახვა სჭარბობს ორივეს

დიდი ხნის განმავლობაში, მარკეტერებს არ ჰქონდათ საკმარისი მონაცემები. ასე რომ, მათ თქვეს: „კარგი, ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე, როგორც ძაბრზე – და ჩვენი ამოცანაა ხალხის მოხვედრა ამ ძაბრში”. პრობლემა ის არის, რომ არცერთი ჩვენგანი არ იქცევა ისე, როგორც ტრადიციული ძაბრითაა გათვალისწინებული.

ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება მინიშნებები. მაგალითად, წარსულში მარკეტერი შეისწავლიდა მომხმარებელს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, რა აქვს და ა.შ. დღეს, მარკეტერებს აღარ უწევთ ამის გაკეთება, რადგან ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ შესყიდვის განზრახვა მომხმარებლის ქცევით. უმარტივესი მაგალითია ის, რომ თქვენ აკრიფავთ შეკითხვას Bing-ში ან Google-ში და საძიებო სისტემა მოგაწოდებთ ინფორმაციას, რაც სწორ სარეკლამო აქცენტებში დაგეხმარებათ.

არ შეუშინდეთ AI-ის გამოყენებას ანალიტიკაში

ანალიტიკურ ინსტრუმენტებში ჩაშენებული გადაწყვეტილებები ახლა საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ დიდი ძალისხმევის გაღება იმის გასარკვევად, თუ რა უნდა მოძებნოთ. თქვენ უბრალოდ მიიღებთ რეპორტს, რომელიც გაჩვენებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

თუ თქვენ შეხვალთ ისეთ ინსტრუმენტებში, როგორიცაა Google Analytics, ის უფრო სწრაფად მოგაწვდით ამ ინფორმაციას. არ დაგჭირდებათ მონაცემების გადატანა, რათა გაარკვიოთ, რა არის მნიშვნელოვანი. ხელსაწყო აღმოაჩენს დამალულ ინსაითებს თქვენს მონაცემებში და ასახავს მათ.

კიდევ ერთი ფაქტორი არის განზრახვა. ძნელია გამოიტანო ვინმეს განზრახვა მონაცემთა ასეთ დიდ რაოდენობაში. ანალიტიკური ალგორითმები ძალიან ეფექტურია და დაგეხმარებათ იპოვოთ საინტერესო ფაქტორები.

ასე რომ, ნებისმიერი ფასიანი რეკლამა ან კონტენტი, რომელსაც ვინმე ხედავს, შესაძლოა მათთვის რელევანტური იყოს. ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მარკეტინგი ერთი-ერთზე, რაც წლების წინ გაუგებარი იყო.

წყარო: contentmarketinginstitute

თიბისის მხარდაჭერით, 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

HONOR 90-ის ახალი სმარტფონები უკვე ქართულ ბაზარზეა!