in

როგორ უნდა შეაყვაროთ მომხმარებლებს თქვენი ბრენდი?

ის, რაც მსოფლიოში საუკეთესო და მშვენიერია, მხოლოდ თქვენი გულით შეგიძლიათ იგრძნოთ, მას ვერც დაინახავთ და ვერც შეეხებით, — ამბობს ჰელენ კელერი. 

დიახ, ადამიანის გამოცდილებები ემოციების გარშემო ტრიალებს. კვლევის თანახმად, ჩვენ 6 ძირითადი ემოცია გვაქვს. ესენია ბედნიერება, სევდა, შიში, სიძულვილი და გაკვირვება. ამ ემოციებს გადაწყვეტილების მიღების უნარზეც აქვს გავლენა, მათ შორისაა გაყიდვებიც. წარმატებულმა ბრენდებმაც გაიაზრეს ეს და მომხმარებლის მოგზაურობის საერთო გამოცდილება გააძლიერეს, რათა საერთო პოზიტიურ ემოციებზე ჰქონოდათ გავლენა. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ზოგიერთი ბრენდი თქვენს გულთან სხვებზე უფრო ახლოსაა…

ერთ-ერთი მარკეტინგული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჰეშტეგი #love სოციალურ მედია პლატფორმებზე 2020 წელს ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა. ეს კი ბრენდს სამიზნე აუდიტორიის მიღმა გასვლისა და ახალ საზოგადოებასთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს, რომელშიც მომხმარებლებს პროდუქტსა თუ სერვისზე საკუთარი ემოციების გამოხატვა შეუძლიათ. ეს ბრენდები ცხოვრების წესად ყალიბდება და ღირებულებებისა თუ პიროვნული მახასიათებლების ფართო სპექტრს წარმოგვიდგენს. 

თუ დავაკვირდებით, როგორ ცდილობენ ბრენდები კონკრეტულ სერვისსა თუ მომსახურებაზე ჩვენი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, შესაძლოა, ისიც აღმოვაჩინოთ, რომ ეს ბრენდები ჩვენს მისწრაფებებს შეესაბამება — ვინ გვინდა გავხდეთ და რისი მიღწევა გვსურს? მაგალითად, ექსკლუზიური კონცეფციის საპირისპიროდ, მდიდრული ბრენდები ხელმისაწვდომობას იყენებენ, რათა თავიანთ ბრენდსა და აუდიტორიას შორის მაღალ კონკურენტულ გარემოში ემოციური კავშირი შეინარჩუნონ. 

ზოგიერთი ბრენდი კი მიკუთვნებულობის გრძნობას ავითარებს. ერთ-ერთმა ყავის ბრენდმა თქვა: ჩვენ არა ყავის, არამედ ადამიანების ბიზნესში ვართკუთვნილების გრძნობას ბრენდი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში თავისი ყავის შეთავაზებით აძლიერებდა. ფაქტი კი ის არის, რომ წარმატებული ბრენდები ყველაზე მეტად უყვართ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებელთა გულის მოპოვება?

ზრდის ერთგულებას

როცა თქვენ აიდენტიფიცირებთ იმ ცხოვრების წესსა და ფასეულობებს, რომლებიც აუდიტორიის მისწრაფებებს შეესაბამება, სხვა ბრენდზე გადასვლის ალბათობაც მცირდება. ლოიალობას კარგი გამოცდილების შეთავაზება უზრუნველყოფს, ამასთან, ლოიალობის პროგრამები, მომხმარებელთა პრეტენზიების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა. 

ზრდის ადვოკატების რიცხვს

ადვოკატები ისინი არიან, ვისაც იმ კონტაქტების დიდი ონლაინ ქსელი აქვთ, რომლებიც ბრენდის პროდუქტებითა და სერვისებით კმაყოფილნი არიან. ისინი ბრენდის სიახლეებს ჩვეულებრივ მომხმარებლებზე მეტად ადევნებენ თვალყურს. მათთან ურთიერთობების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ადვოკატთა მოსაზრებებს უსმენენ და ენდობიან სამიზნე აუდიტორიაში. 

ფასი არც ისე რელევანტურია

როცა თქვენ შეხების წერტილებში მომხმარებლებს შესანიშნავ და თანმიმდევრულ გამოცდილებას აწვდით და შეგიძლიათ ყურადღება გადაიტანოთ თქვენი მომხმარებლის პროდუქტთან/მომსახურებასთან არსებული ურთიერთქმედების ღირებულების დამატებიდან, მომხმარებლები თქვენთან ფასისადმი ისეთივე მგრძნობიარე არ იქნებიან, როგორც სხვები. ისინი ფასის უმნიშვნელო მატებასაც კი გაამართლებენ.

როგორ მოვიპოვოთ მომხმარებელთა გული?

გადააჭარბეთ მომხმარებელთა მოლოდინებს

გადააჭარბეთ მოლოდინებს, რადგან თქვენ სრულფასოვანი პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების გზით შეგიძლიათ გადაუსწროთ თქვენი მომხმარებლების მოთხოვნილებებს. მაგალითად, თუ მანქანების კომპანია მომხმარებელს დაუჯავშნის სასტუმროს იმ შემთხვევაში, თუ მისი მანქანა სახლიდან მოშორებით გაფუჭდება, ასე მათ მოლოდინებსაც გადააჭარბებს. 

დააფუძნეთ ურთიერთობები საერთო გრძნობებზე

სამყაროში, სადაც კონკურენცია ინტენსიურია, სამიზნე აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო მიდგომა საზოგადოებაში ჩართულობით, მათი ყურადღებით მოსმენით, მათთვის დროისა და ძალისხმევის დათმობით, თქვენზე პოზიტიურ ზეპირსიტყვიერებას (WOM) გააძლიერებს. 

იყავით ეთიკური

მომხმარებლები ხშირად იმ ბრენდების ერთგულები არიან, რომელთაც ენდობიან, რის გამოც ისინი მზად არიან, უფრო მეტი ფული დახარჯონ მათთვის ეთიკურ ბრენდებზე. ეს წარმოუდგენლად ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს კომპანიაზე. 

დიახ, სამყარო ცვალებადია, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც მომხმარებლებს იმაზე მეტი ძალა აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. მათ, შესაძლოა, თქვენს ბრენდზე რაღაცები ილაპარაკონ, რითაც გაყიდვებს თქვენ გარეშეც კი გააუმჯობესებენ. ამან ბრენდებს თავიანთ სტრატეგიებზე გადახედვის საშუალებაც მისცა. ერთადერთი გზა იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი ბრენდი აქტუალური რჩება, სამიზნე აუდიტორიის ემოციური ასპექტის, ღირებულებებისა და პიროვნული მახასიათებლების გააზრებაა. იმისათვის, რომ იყოთ ბრენდი, რომელიც უყვართ, ღირებულება უნდა შესძინოთ მას და იმ აუდიტორიასთან დარჩეთ ახლოს, რომელსაც ემსახურებით.

თუ თავს დემოტივირებულად გრძნობთ, დაფიქრდით, როგორ ეხმარება თქვენი სამუშაო სხვებს

Heinz ტორტს აცხობს, რათა ბურგერისა და კეტჩუპის „ქორწინება“ აღნიშნოს