in ,

როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადები?! – Smart Energy-ს მხიარული ანიმაცია

სააგენტო AMV BBDO, UK-მ მხიარული მულტიპლიკაცია შექმნა და კონკრეტულად გადმოსცა ის დისკომფორტი, რომელიც ენერგიის უკონტროლო ხარჯვას მოჰყვება. სარეკლამო რგოლი იმდენად ხალისიანია, რომ შეიძლება თვალიც ვერ მოწყვიტოთ Gaz–ისა და Leccy–ის შერკინებას. ვიდეოს სამიზნე აუდიტორია ბავშვებია. ვიდეო მათ ენერგიის დაზოგვას თამაშ-თამაშით ასწავლის. რაც უფრო ხშირად ნახავენ ისინი ამ რეკლამას, მით მალე შეიძენს მშობელი ამ ინტელექტუალურ მრიცხველს და შესაბამისად, ენერგიის უფრო გააზრებულ ხარჯვასაც დაიწყებს.

 

 

ინტელექტუალური მრიცხველი ნამდვილად საჭირო ხელსაწყოა. ალბათ იკითხავთ, რატომ?! პასუხი მარტივია: ინტელექტუალური მრიცხველი ზუსტად აღრიცხავს ბუნებრივი აირისა და ელ. ენერგიის დანახარჯს, ასევე, რეალურ დროში უჩვენებს მიმდინარე დავალიანებას. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა, გაუფრთხილდე საკუთარ ბიუჯეტსა და ბუნებრივ რესურსებს.

ეს შემოთავაზება ინგლისის მოსახლეობისთვისაა. ამიერიდან, ისინი შეძლებენ აკონტროლონ ენერგიის რეალური დანახარჯი, ვერავინ დაუმატებს გაპარული ან გაფანტული ენერგიის გადასახადს.

კომპანია Smart Energy მოსახლეობას ძირითადად ალტერნატიულ განახლებად ენერგიას სთავაზობს, ისეთს, როგორიცაა: სოლარული, ქარის, ჰიდრო და გეოთერმული. რა თქმა უნდა, დახარჯულ ენერგიას ზუსტი აღრიცხვაც სჭირდება, ამიტომ კომპანიამ მრიცხველების ხარისხზეც იზრუნა. 

მოამზადეთ ბარათები! 1 ივლისიდან საქართველოს ბანკის ბარათების საყოველთაო გათამაშება იწყება.

Print ნამუშევრები კიბერბულინგის წინააღმდეგ