გაინტერესებთ, როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი სახლისთვის ან ოფისისთვის? უპირველესად, განვიხილოთ, თუ რამდენი სახეობის კონდიციონერია თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. არსებობს ორი ტიპის გაგრილების სისტემა:
- სპლიტ სისტემები;
- მონობლოკური კონდიციონერები.
სპლიტ სისტემები
სპლიტ სისტემა არის კონდიციონერის ყველაზე პოპულარულ სახეობა. ეს არის ორი ბლოკისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელთაგან ერთი მდებარეობს უშუალოდ ოთახში და აციებს ან ათბობს მას, ხოლო მეორე განთავსებულია გარეთ.
მონობლოკური კონდიციონერები
მონობლოკური კონდიციონერები ასევე იყოფა ორ ჯგუფად:
- ფანჯრის კონდიციონერები, რომლებიც დამონტაჟებულია ფანჯრებში ან თხელ კედელში ისე, რომ „ზურგი“ შენობის გარეთ იყოს. მათი უპირატესობებია დაბალი ფასი და ინსტალაციის სიმარტივე. ბინისთვის ასეთი კონდიციონერის ნაკლოვანებებია ხმაურის მაღალი დონე და ოთახის თბოიზოლაციის დარღვევა;
- პორტატიული კონდიციონერები, რომლებიც დანარჩენებისგან მობილურობით გამოირჩევა. მათი დამონტაჟება და შენობის შიგნით გადაადგილება მარტივია. მინუსები: ხმაური, ღირებულება, დაბალი ეფექტურობა.
კონდიციონერის შერჩევის კრიტერიუმები
მოდით გავარკვიოთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ყველაზე შესაფერისი კონდიციონერი ოფისისა და ბინისთვის. პირველ რიგში, ჩამოვყალიბდეთ შემდეგ საკითხებზე:
- რისთვის ყიდულობთ კონდიციონერს;
- გასაგრილებელი/გასათბობი ოთახის პარამეტრები და ტიპი;
- რა თანხა გსურთ (შეგიძლიათ) დახარჯოთ კონდიციონერის შესაძენად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არასწორად გამოთვლით მოწყობილობის სიმძლავრეს, არსებობს შემდეგი რისკები:
- ფულს დახარჯავთ „სუსტ“ მოწყობილობაზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს;
- შეიძენთ მოწყობილობას, რომლის პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე საჭიროა ოთახისთვის, სადაც ის დამონტაჟდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხეები? გაგრილების სისტემის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი პარამეტრები:
- გამოთვალეთ გაგრილების სავარაუდო მოხმარება ფორმულის მიხედვით: 1000 BTU 8 მ²-ზე.
- თუ მზის პირდაპირი სინათლე შენობაში მინიმუმ ნახევარი დღის განმავლობაში შემოდის, მიღებულ რიცხვს დაამატეთ კიდევ 30%.
კონდიციონერის ფუნქციები
როგორ ავირჩიოთ კონდიციონერი პარამეტრების მიხედვით? რას მივაქციოთ ყურადღება? რა ფუნქციისთვის ღირს დამატებითი თანხის გადახდა? თუ ეს კითხვები მუდმივად გიჩნდებათ, მოდით, ერთად ვეძებოთ პასუხები.
გათბობა/გაგრილება — ეს არის ის ძირითადი ფუნქციები, რისთვისაც კონდიციონერია შექმნილი. რაც შეეხება გაგრილებას, აქ ყველაფერი ნათელია, ხოლო გათბობასთან დაკავშირებით რამდენიმე ნიუანსი არსებობს.
საქმე ისაა, რომ კონდიციონერი ვერ დაგიცავთ ძლიერი ყინვისგან. მოწყობილობის ტემპერატურული რეჟიმის ქვედა ზღვარი ორივე მიმართულებით არაუმეტეს 5 გრადუსია. ზამთარში კონდიციონერის გამოყენება იწვევს კომპრესორის უფრო სწრაფ „ცვეთას“. ამის თავიდან ასაცილებლად, მოწყობილობას აღჭურვილია დამატებითი „ზამთრის კომპლექტაციით“, რაც ზოგჯერ ზრდის მის ღირებულებას. ამავდროულად, მოწყობილობის ეფექტურობა ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე 30%-ზე მეტით მცირდება.
ვენტილაცია — საჭირო საბაზისო ფუნქცია. ამ რეჟიმში ძრავს „სძინავს“ და მუშაობს მხოლოდ შიდა განყოფილების ვენტილატორი, რაც ხელს უწყობს ჰაერის თანაბრად განაწილებას ოთახის მთელ პერიმეტრზე.
ავტომატური რეჟიმი — კონდიციონერი წყვეტს რომელი ფუნქცია გაააქტიუროს, რა თქმა უნდა, გარე პირობებიდან გამომდინარე (ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა). თქვენ კი არაფრის არჩევა არ გჭირდებათ, მოწყობილობა ყველაფერს თავად გააკეთებს თქვენთვის.
გაშრობა — ამ რეჟიმში კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას.
ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირება — სასარგებლო ფუნქცია, რომელიც დაგიცავთ ცივი ჰაერის ნაკადთან პირდაპირი კონტაქტისგან.
ტაიმერი — ფუნქცია „გულმავიწყებისთვის“. უბრალოდ დააყენეთ მოწყობილობის ჩართვისა და გამორთვის დრო და არაფერზე ინერვიულოთ.
ღამის რეჟიმი — ქმნის ყველაზე კომფორტულ პირობებს ძილისთვის. მცირდება ძრავის სიჩქარე და ხმაური. შვიდი საათის შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.
თქვენთვის სასურველი კონდიციონერები შესაბამისი ფუნქციებით შეგიძლიათ შეარჩიოთ საიტზე celsiusi.ge
ინსტალაცია
და ბოლოს, რაც შეეხება ინსტალაციას, ამ საკითხში ფულის დაზოგვა არ ღირს. კონდიციონერის სწორი მონტაჟი მისი გრძელვადიანი მუშაობის გასაღებია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული სერვისი არ არის იაფი, მაგრამ ეს ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ნივთის შემდგომი შეკეთება.
[R]