in

როგორ შევურჩიოთ მომხმარებლებს სადღესასწაულო საჩუქრები?

დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივია, მომხმარებლებისთვის საჩუქრების ჩუქებაზე იწყება ფიქრი. კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლებთან ემოციური ჩართულობის გაღვივებაში კარგად შერჩეულმა საჩუქრებმა, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაზარდოს.

ისიც მართალია, რომ ცუდი საჩუქრების მიღებამ შეიძლება ადამიანს თავი დაუფასებლად და უმნიშვნელოდ აგრძნობინოს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ფულის ფლანგვაა, უარეს შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილების გრძნობა და დააზიანოს ურთიერთობა.

მაინც, როგორ შევარჩიოთ საჩუქრები ეფექტიანად?

ძვირადღირებული საჩუქარი საუკეთესო არჩევანი არაა

შეიძლება იფიქროთ, რომ მომხმარებლისთვის მთავარი ძვირადღირებული, ლამაზი ნივთის მიღებაა. ზოგჯერ, საჩუქრების გამცემი მართლაც ფიქრობს, რომ რაც უფრო ძვირადღირებულია ნივთი, უფრო დადებით რეაქციას გამოიწვევს, თუმცა გამოკითხვა სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. როდესაც საჩუქრები ადრესატებმა შეაფასეს, მათი რეაქციები ფასიდან გამომდინარე არ ყოფილა დაკავშირებული სიამოვნებასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამცემი ხშირად არასწორად აფასებს, რა სურს მიმღებს. ასე რომ, ნუ იფიქრებთ აუცილებლად ძვირადღირებულ ნივთებს (იქნება ეს შარფები, ჩანთები თუ ლიქიორები) და ნუ ჩათვლით, რომ ეს ყველას მოეწონება.

ცადეთ ინდივიდუალიზაცია, როდესაც ეს შესაძლებელია

თუკი გარემოება ხელს გიწყობთ, კარგი იქნება საჩუქრების შერჩევისას ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოთ და მჭიდროდ ფოკუსირდეთ, თუ რა მოეწონება კონკრეტულ ადამიანს. შერჩევისას დაუსვით საკუთარ თავს მსგავსი კითხვები:

* ვინაა ადრესატი და საიდანაა წარმოშობით? საჩუქარი მშობლიური ქალაქიდან ან ადგილიდან საკმაოდ ღირებული და ემოციურია.

* როგორია ადრესატის ჰობი? თუ ადრესატი გურმანია, რესტორნის მოსაწვევით შეგიძლიათ გაახაროთ, თუ სპორტის გულშემატკივარი – თამაშის ბილეთები და ა.შ.

კონცენტრირდით პრაქტიკულსა და სასარგებლოზე

ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება არ იცნობდეთ კლიენტს საკმარისად კარგად ინდივიდუალური საჩუქრის შესარჩევად, ან იმ ადრესატთა რაოდენობა, რომლებისთვისაც უნდა იყიდოთ, გამორიცხავდეს ინდივიდუალიზაციას. ხშირად, ასეთ დროს, აქ პროფესიონალები მიმართავენ სტანდარტულ საჩუქრებს და ვარაუდობენ, რომ ეს „ყველას“ მოეწონება. თუმცა მაგალითად, დიეტური შეზღუდვების გათვალისწინებით, საკვები სასაჩუქრე კალათები შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი, რადგან პროდუქტების მიმართ ორგანიზმის თავსებადობა ინდივიდუალურია.

ამის ნაცვლად, იქნებ სჯობდეს ორიენტირდეთ მაღალი ხარისხის ნივთებს, რომლებსაც ადრესატები გამოიყენებენ რეგულარულად და დიდი ხნის განმავლობაში (რაც თქვენი ურთიერთობის რეგულარულ შეხსენებას ემსახურება)?

დარწმუნდით, რომ ეს საჩუქარია და არა რეკლამა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – რომელსაც კომპანიები ხშირად არღვევენ – არის საჩუქარსა (მიმღების სასარგებლოდ გამიზნულ) და სუვენირს შორის განსხვავების აღიარება, რომელიც განკუთვნილია თქვენი კომპანიისთვის უფასო რეკლამისთვის. კლიენტებისთვის მაისურის, ქუდის, ჩანთის ან სხვა რამის მიცემა თქვენი ლოგოთი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ეს ფუნდამენტურად თვითმომსახურებაა და სავარაუდოდ განიხილება როგორც სარეკლამო ხარჯი და არა ნამდვილი საჩუქარი.

ამის ნაცვლად, გირჩევთ ნივთზე თქვენი კლიენტის სახელის წაწერას( გრავიურებით, მონოგრამებით, კვეთით, ფერწერით და ა.შ.). პერსონალიზაციას მეტი დრო და მეტი შრომა სჭირდება (მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ დეტალები, მაგალითად, თუ დაქორწინებულ წყვილს ერთი და იგივე გვარი აქვს). ეს თქვენს საჩუქარს ერთგვარ მემკვიდრეობად აქცევს და რითაც ისინი იამაყებენ.

თუ გსურთ გამოირჩეოდეთ თქვენი სადღესასწაულო საჩუქრებით, უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ დღესასწაულებს. მე-15 საჩუქარი, გაცილებით ნაკლებ შთაბეჭდილებას მოახდენს, ვიდრე პირველი. ასე რომ, დაამარცხეთ სიჩქარე, შეჯიბრის წყურვილი და დაარიგეთ სადღესასწაულო საჩუქრები ადრე. ამით, თქვენი საჩუქარი ნაკლებად დაიკარგება სეზონური მოგზაურობისა და კონკურენტული საჩუქრების ფონზე.

წყარო: HBR



აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას შეხვდა

The High-End of Luxury – LOUIS XIII წარმოგვიდგენს ახალ ლიმიტირებულ გამოცემას – RARE CASK 42.1