in

როგორ შევიყვაროთ გემო, რომელსაც ვერ ვიტანთ? — 7 სტრატეგია

თუ თევზი არ გიყვართ, მაგრამ იცით, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ან თუ ვერ ჭამთ, როცა მეგობრები ოთხი ყველის პიცას იძახებენ და ამასობაში პრეტენზიული მჭამელის სახელიც დაგერქვათ, მაშინ ერთი რამ დაგაინტერესებთ — შესაძლებელია თუ არა თქვენი რეცეპტორების ისე გავარჯიშება, რომ იმ საკვებით ისიამოვნოთ, რომელსაც აქამდე ვერ იტანდით? 

თუმცა სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ცოტა ჩვენს რეცეპტორებზეც ვისაუბროთ. გემო ის არის, რასაც ენით შევიგრძნობთ, ხოლო არომატი სუნისა და გემოების კომბინაციაა. ტექსტურასთან, ვიზუალთან და ხმებთან ერთად, ეს ყველაფერი ერთიანად ზემოქმედებს ჩვენს გემოვნებაზე. უბრალოდ, როგორც გვეუბნებიან, ასაკს, გენეტიკასა და გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც ჩვენსავე სენსორულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არ არსებობს ორი ადამიანი, რომლებსაც შეიძლება ჭამისას საერთო გამოცდილება ჰქონდეს. 

ის, თუ რა მოგვწონს და რა არა, ჩვენი ბავშვობიდან იწყება, სახლში და სხვა ადგილებში, სადაც საკვებს მივირთმევთ. ეს ჭამის გამოცდილების მიხედვით სწავლებას ჰგავს, რასაც ძირითადად საკვების მოწონებამდე მივყავართ. სხვებზე დაკვირვებით კი პოზიტიური ან ნეგატიური ასოციაციები ყალიბდება.

და იცოდით, რომ ასაკთან ერთად თქვენი გემოვნებაც იცვლება საჭმელთან მიმართებით? კვლევის თანახმად, თუ ბავშვები უპირატესობას ტკბილსა და მარილიანს ანიჭებენ, ზრდასრულ ასაკში უკვე დიდი შანსი ჩნდება იმისა, რომ მათ მწარე საკვებიც მოეწონოთ. ახალი მტკიცებულებების თანახმად კი, ნერწყვში არსებული ბაქტერიები საკვების გემოზე დიდად ზემოქმედებს… ხოლო ყავა და ლუდი საუკეთესო მაგალითებია იმისა, თუ როგორ მოიწონეს ადამიანებმა ახალი გემო ასაკის მატებასთან ერთად. არმოწონების დაძლევის უნარი კი ძირითადად ორი ფაქტორის ჩნდება:

  • სოციალური კონტექსტის, რომელშიც მათ მოიხმარენ — მაგალითად, ბევრ ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტების მოხმარებას შეიძლება ზრდასრულ ასაკში გადასვლას უკავშირებდნენ. 
  • იმ ნივთიერებების ფსიქოლოგიური ეფექტები, რომლებსაც კონკრეტული საკვები შეიცავს — მაგალითად, ყავა კოფეინს და ლუდი ალკოჰოლს, ბევრი ადამიანისთვის სასურველია. 

ახლა კი მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ — როგორ შევიყვაროთ გემო, რომელიც არც კი მოგვწონს? შესაძლოა, წარმოუდგენლადაც გეჩვენებოდეთ, მაგრამ ქვემოთ მოცემული სტრატეგიებით ყველაფერი შესაძლებელია:

  1. ჭამეთ და გააგრძელეთ ჭამა — მცირე პორციებიც კი საკმარისია იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში კონკრეტული გემო მოგეწონოთ. თუმცა სანამ იტყვით, რომ ეს პროდუქტი მოგწონთ, ამას 10-15 ან ცოტა მეტი ცდაც კი შეიძლება დასჭირდეს. ამიტომ, ცოტა მოთმინებაც გამოიჩინეთ;
  2. სიმწარე სხვა საკვებთან ან ინგრედიენტებთან ერთად ჭამით შენიღბეთ, რომლებიც მარილს ან შაქარს შეიცავს;
  3. ჭამეთ განმეორებით პოზიტიურ კონტექსტში. ეს ნიშნავს ჭამას საყვარელი სპორტით გართობის ან საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციის შემდეგ. შეგიძლიათ იმ საკვებთან ერთადაც მიირთვათ, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ და თუ ეს კონკრეტული ბოსტნეულია, ცადეთ მისი დაწყვილება თქვენ საყვარელ ცილოვან პროდუქტთან;
  4. ჭამეთ მაშინ, როცა გშიათ — მშიერ მდგომარეობაში მეტად მიმღები ხართ იმ გემოებისადმი, რომლებსაც დანაყრებული არ აფასებთ;
  5. შეახსენეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ ამ საკვების მიღება. შესაძლოა, კვების რაციონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ცვლიდეთ, ან იმიტომ, რომ სხვა ქვეყანაში გადახვედით და ადგილობრივ სამზარეულოსთან შეგუება გიჭირთ… მიზანი მეტ მოტივაციას მოგცემთ;
  6. თუ შესაძლებელია, დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე — ბავშვებისთვის მეტად მარტივია ახალი გემოების შეყვარება, რადგან მათი რეცეპტორები ნაკლებად არის ჩამოყალიბებული;
  7. გახსოვდეთ: რაც უფრო მეტი საკვები მოგწონთ, მით უფრო მარტივი გახდება სხვების მოწონებაც. 

შერჩევითად კვება რომ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტამდე მიგიყვანთ, ამაზე, ალბათ, არც ბევრი საუბარია საჭირო… ხოლო, თუ ზემოთ მოცემულ სტრატეგიებს მიჰყვებით, აღარც იმ გემოების შეყვარება იქნება პრობლემა, რომლებსაც აქამდე ვერ იტანდით.

ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება

შექმნეს სმარტფონის „ქეისები“, რომლებიც ყვავილებად იქცევა