in

როგორ შევქმნათ დიზაინის პროტოტიპი?

პროტოტიპი არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი იდეები შეისწავლოთ და გაარკვიოთ, რისი გაკეთება შეიძლება ან რამდენად იქნება ახალი პროდუქტი მიმზიდველი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მომავლის შესამოწმებელი ინსტრუმენტი… პროტოტიპის შექმნა ხელს უწყობს რისკების შემცირებას და ნაკლები რესურსის დახარჯვას, როგორიცაა დრო, ფული და ემოციური ვალდებულება — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედეგების შესახებ ფიქრი ხელს უშლის რაიმეს დაწყებას.

პროტოტიპის შექმნა დიზაინერებისთვის პირველადი ტაქტიკაა, მაგრამ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება სხვა სფეროებშიც მოიძებნოს. მაგალითად, სკეიტბორდისტებმა და მზარეულებმა იციან, რომ განზრახვა თავდაპირველად არ უნდა იყოს სრულყოფილი. სკეიტბორდი ცდის ახალ ხრიკს: ეს არის პროტოტიპის გამოცდილება. შეფ-მზარეული ცდის ახალ რეცეპტს: ესეც პროტოტიპია. ეს არის როგორც გამეორების, ისე სასწავლო სტრატეგია, რომელშიც ყველა შედეგი შეიცავს აღმოჩენებს.

მზა პროდუქციისგან განსხვავებით, პროტოტიპები არასრულყოფილი და ცვალებადია. მათი ღირებულება მდგომარეობს ეფექტურობაში, რაც გეხმარებათ, მაქსიმუმი მიიღოთ მინიმალური რესურსებიდან. ეს მათ უნიკალურ ინსტრუმენტად აქცევს და, შესაბამისად, საუკეთესო პროტოტიპი არ გულისხმობს საწყის ეტაპზევე საუკეთესოობას.

პროტოტიპების დაბალი რეზოლუციის ბუნება გიბიძგებთ, დაარღვიოთ ის, რასაც აკეთებთ. შექმნა და განადგურება არის ის, თუ როგორ ვსწავლობთ გამოცდილებიდან — შესაბამისად, მონახაზების შექმნა თავისთავად პროვოკაციულია, ნაყოფიერი დივერსიის უდავო ელემენტით.

რა ინსტრუმენტები უნდა იქნას გამოყენებული?

რამდენი პროტოტიპია საკმარისი?

როგორ მივხვდე, რომ საბოლოო შედეგი მივიღე?

სცადეთ ეს სამი მიდგომა, რათა თქვენი პრაქტიკა წარმატებით წარმართოთ:

1. არ გამოიყენოთ საჭიროზე მეტი რამ

პროტოტიპის ხელოვნება ყველაზე ნაკლების გამოყენებაში მდგომარეობს. გამოცდილების არსი დამოკიდებულია მხოლოდ რამდენიმე დეტალის ჩამოყალიბებაზე, დანარჩენი კი — კონტექსტზე და შემოქმედებითობაზე. ორი ტაქტიკა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, არის: 1) ზოგიერთი ძირითადი ელემენტის რედაქტირება, როგორც პროტოტიპის გამოცდილების ნაწილი; და 2) თავი შეიკავოთ ზედმეტი მომზადებისგან ყოველი შემთხვევითობისთვის.

გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ძირითად დეტალებს მთავარ კითხვაზე დაყრდნობით შეიმუშავებთ. ეს არის მიზანმიმართული შეკავების ღონისძიება, რომელიც დაგეხმარებათ, კომფორტულად იგრძნოთ თავი…

2. გააყალბეთ, ოღონდ რეალობად აქციეთ

გააკეთეთ რაც შეიძლება „დიდი“ პროტოტიპები, როგორც ფიზიკურად, ისე კონცეპტუალურად. ალბათ, როგორც დიზაინერი, ცდილობთ, ყველაფერს დამაჯერებელი იერი მიანიჭოთ, რაც სრულიად ბუნებრივია —  რამდენიმე წვრილმან დეტალს რეალური და ამაღელვებელი შთაბეჭდილების შექმნა შეუძლია.

რაც უფრო ახლოს არის თქვენი პროტოტიპი რეალობასთან, მით უკეთესად გესმით სხვისი ნამდვილი რეაქციები და ქცევები. განვიხილოთ ეს ორი სცენარი, როგორც შესაძლო პროტოტიპები:

  • მითხარი რას გააკეთებდი $100 000 რომ იპოვო?
  • აქ არის 100 დოლარი. მაჩვენე, როგორ დახარჯავ მას?

პირველი სცენარის შემთხვევაში მხოლოდ სავარაუდო პასუხების მოფიქრება შეიძლება. ხოლო მეორეზე პასუხის გაცემა რეალურ შედეგებს გვაჩვენებს, რადგან ის არა თუ ჰიპოტეთური, არამედ მეტისმეტად კონკრეტულიც კია.

3. ყოველთვის აქციეთ ეს გამოცდილებად

გამოცდილება გვეხმარება, რეალურად გავუმკლავდეთ საკითხს ან სიტუაციას, თანაც გრძნობებისა და ემოციების მეშვეობით. ეს არის ერთ-ერთი განსხვავება პროტოტიპსა და გამოკითხვას ან ინტერვიუს ჩატარებას შორის. დაისახეთ მიზანი, რომ ყოველთვის იხელმძღვანელოთ გამოცდილებით და არა მხოლოდ სიტყვებით.

იმის ნაცვლად, რომ ახალ კურსდამთავრებულს ჰკითხოთ: „რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში? ჰკითხეთ გამოცდილებით: დახარჯეთ 100 დოლარი იმაზე, რაც ახლა მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრებისთვის. გამოცდილება შეიძლება გასცდეს მარტივ პასუხს, როგორიცაა „დაზოგე მომავლისთვის“… მარტივად, გამოცდილება ყოველთვის მოგაწვდის სასარგებლო ინფორმაციას.

თუ ამ სამ საკითხს გაითვალისწინებთ, მკაფიო კითხვებით, მიზნებითა და აზროვნებით, თქვენ მზად ხართ პროტოტიპისთვის. ყველაფერი დანარჩენი ამ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება.

საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას — bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა

რატომ მარცხდება გამომწერების ბიზნესი? — 3 მიზეზი