სლოგანი კომპანიის ძირითადი “დაპირების” გამოხატულებაა. სწორად შერჩევის შემთხვევაში, ის , ხშირად, ხალხში “ მოარულ ფრაზად” იქცევა ხოლმე. როგორც წესი, რამდენიმე წამია საჭირო ნაცნობი სლოგანის მოსმენიდან, პროდუქტის ან ბრენდის გასახსენებლად.
ისეც ხდება, რომ კონკრეტულ კომპანიას , სახელის ნაცვლად, სლოგანით მოიხსენიებენ.
ზოჯერ, ბრენდის დაპირების ეს სიტყვიერი გამოხატულება იმდენად სუსტია, მთავარი განსჯის საგანი არასწორად შერჩეული სლოგანი ხდება .
იმისთვის, რომ ეს დაპირება გამიზნულ სეგმენტამდე ზუსტად მივიდეს , რამდენიმე კომპონენტია საჭირო. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პიარ სპეციალისტები ძირითადად საერთო მახასიათებლებს გამოყოფენ, რა არის გასათვალისწინებელი რომ სლოგანმა კარგად “იმუშაოს”.
მოკლე, მარტივი და კომპანიის მიზნის შესაბამისი- ამაზე ქართველი “პიარშიკები” თანხმდებიან. თუმცა, აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული კომპონენტებიც.
მაკო ჯაოშვილი, ღონისძიებათა მენეჯმენტის კომპანია “სევენთი”- ის დირექტორი, თვლის , რომ კარგი სლოგანი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს :
1. დასამახსოვრებელი.
2. სტრატეგიის შესაბამისი.
3. გამორჩეული – კრეატიული. (უნდა იყოს ყურადღების მისაქცევი) .
4. თავისი შინაარსით უნდა პასუხობედეს კომპანიის ძირითად მიზანს.
5. უნდა იყოს ლაკონური.
ეკა ბენდელიანი – გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
მნიშვნელოვანი შემდეგი კომპონენტებია :
1. უნდა იყოს არაუმეტესი სამი-ოთხი მარტივი სიტყვა.;
2. უნდა შეიცავდეს კომპანიის შესახებ მწირ ინფორმაციას, მაგრამ იყოს “ ნდობის მანტიაში” გახვეული;
3. სპეციფიკური, დასამახსოვრებელი ხმა;
4. მესიჯი უნდა იყოს სამიზნე ჯგუფის გემოვნებაზე ორიენტირებული;
5. გრაფიკული გამოსახულება- ფერი, მუსიკა. (ფერები ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე,საინფორმაციო ბუკლეტები… ყველაფერი ერთად ვიდეო მასალაში)
6. სლოგანის მოსმენის სიხშირე.
“ვისოლის” მარკეტინგის დეპარტამენტის დირექოტრი თორნიკე გურული სლოგანის წარმატებისთვის აუცილებელ კომპონენტება მიიჩნევს:
1. 2-4 სიტყვა
2. “ჩემიას” განცდა
3. მარტივი
4. სხარტი – გარითმული
5. ასახავდეს ბრენდის დაპირებას












