in

როგორ უნდა “აიძულო” ხელისუფლება, შეიტანოს ცვლილებები კანონში?! – პერუელების სოციალური კამპანია

პერუში კრიმინალის დონე დღითიდღე მატულობს, მთავრობისგან კი, როგორც ჩანს, სრული უმოქმედობაა. სწორედ ამიტომ, LIFWeek–ის ყოველწლიური მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს წამოეწყოთ სოციალური კამპანია და საზოგადოების ყურადღება საკმაოდ უცნაური გზით მიიპყრეს. მათ განიზრახეს შეექმნათ ისეთი კოლექცია, რომლის ტარებაც არავის მოუნდება. 

LIFWeek–ზე დიზაინერებმა დახვეწილი ლამაზი საღამოს კაბების ნაცვლად, ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი მოდელები წარმოადგინეს, რომლებიც მოგვიანებით ჩვენების ორგანიზატორებმა Web გვერდზე გასაყიდად განათავსეს. 

გაურკვეველ წარმოდგენას და უცნაურ “კოლექციას”, რომლის ტარებას ნამდვილად არავინ მოისურვებს, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ ცუდი შეფასება მოჰყვა. სოციალური ქსელები LIFWeek–ის კრიტიკითა და ლანძღვით აჭრელდა.

თუმცა, დაბნეულობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ცოტა ხანში Web გვერდზე წარწერა გაჩნდა, რომელიც ამბობდა, რომ ეს ჩვენება ისეთივე უაზრო და მიუღებელი იყო, როგორც იარაღის უკონტროლო შეძენა-მოხმარება ქვეყანაში.

ანტირეკლამამ გაამართლა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კამპანია პერუში კრიმინალის წინააღმდეგ იყო მიმართული, საზოგადოების დამოკიდებულებაც რადიკალურად შეიცვალა და რაც მთავარია, შეგროვდა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერა კანონის დასამტკიცებლად, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იარაღის ყიდვა მკაცრად გაკონტროლდება, მისი უკანონოდ ტარება კი დაისჯება.

 

როგორ ვთხოვოთ ხელი ბიჭს?! – იხილეთ Dove-ს ახალ რეკლამაში

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა