in

როგორ უნდა დაუკავშირდნენ ბრენდები მილენიალებსა და თაობა Z-ს?

მილენიალებსა და თაობა Z-თან დაკავშირება მრავალი ბრენდის მიზანს წარმოადგენს, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობასა და სახლის გაუმჯობესების ინდუსტრიებში. ახლა კი განვიხილოთ, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეთ მათ Instagram-სა და TikTok-ზე.

მოდით, ხელები აწიოს მან, ვინც პანდემიის დროს საკუთარი ხელით რაღაცების კეთება დაიწყო და DIY ვიდეოებსაც ხშირად უყურებდა. აქ თქვენ მარტო არ იქნებით. მეტიც, განახლებები თუ ხელნაკეთი ნივთების პროექტები ბრიტანელთა 48%-მა დაიწყო. 

Aldermore Bank-ის ანგარიშის მიხედვით, 18-34 წლამდე ასაკის, ანუ ორივე თაობის წარმომადგენლების 60%-მა პანდემიის დროს წვრილმანი (DIY) პროექტების განხორციელება დაიწყო. უფროსი თაობა კი ძველი ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაზე ზრუნავდა.

გამოდის, მილენიალებისა და თაობა Z-ის წარმომადგენლები ახალი სამიზნე სეგმენტი ხდება, როცა საქმე სახლის განახლებასა და რემონტს ეხება. მაგრამ, როგორ უნდა დაუკავშირდნენ ბრენდები მათ? მათ შეუძლიათ იმ საცალო ვაჭრობის გიგანტებისგან აიღონ მაგალითი, რომლებიც ამას კარგად უმკლავდება.

1. იყავით ავთენტური და აჩვენეთ ადამიანობა

ფოკუსირდით კონტენტსა და ავთენტურ მედიაზე. აქ თამაშის მიზანი გაყიდვაა, თუმცა გაყიდვის გარეშე… მილენიალების 90% ამბობს, რომ მათთვის ავთენტურობა მნიშვნელოვანია და თუ უკეთეს შეთავაზებას მიიღებენ ისინი მზად არიან ყველაფრისთვის. პრიორიტეტების სიის სათავეში კი ბრენდის ნამდვილ მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარება უნდა მოექცეს. 

პატაგონია ბრენდის ავთენტურობისა და მიზანზე ორიენტირებულობის მაგალითს წარმოადგენს. ბრენდის მისიის განცხადება და ძირითადი ღირებულებები კი მიეკუთვნება ყველაფერს, რასაც კომპანია ეხება და არა, მხოლოდ მის მარკეტინგულ შეტყობინებებს. პატაგონიის შავი პარასკევის კამპანია არ იყიდო ეს ქურთუკი მომხმარებლის ნეგატიურ კულტურასა და მომავალი თაობებისთვის პლანეტის დაცვაზე იყო ფოკუსირებული, რაც ხელს ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას შეუწყობდა. 

2. ინფლუენსერებში ინვესტირება

მარკეტინგის სპეციალისტთა 83% ინფლუენსერების ჩართვას ეფექტურად მიიჩნევს. სხვები იმაზეც საუბრობენ, რომ სხვა მარკეტინგულ მეთოდებთან შედარებით, ინფლუენსერები უკეთეს ROI-საც გვაჩვენებენ.

ამასთან, მეგობრის რეკომენდაცია მომსახურებისა თუ პროდუქტის შეძენისკენ უფრო მეტად გიბიძგებთ. დიახ, „ინფლუენს“ მარკეტინგი ბრენდებს პოტენციურ მომხმარებელთან პირად დონეზე დაკავშირების საშუალებას აძლევს. თუმცა ეს გამოწვევების გარეშე არ ხდება. აქ კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ ეს:

  • შეამოწმეთ აუდიტორია: ემთხვევა თუ არა ინფლუენსერთა აუდიტორია თქვენს სამიზნე სეგმენტს? დემოგრაფიული მონაცემები გაქვთ? შეგიძლიათ დაადასტუროთ მიმდევრების ვალიდურობა?
  • ჩართულობის გადაჭარბება: საუკეთესო შედეგი იმ ინფლუენსერებისგან შეგიძლიათ მიიღოთ, რომელთაც 100 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავთ. საშუალო დონის ინფლუენსერები გამოიყენეთ და არა, ცნობილი სახეები. ეს ჩართულობასა და კამპანიის შედეგებს აუმჯობესებს. 
  • დასახეთ მკაფიო მიზნები: რა არის თქვენი კამპანიის მიზნები? როგორ ზომავთ ROI-ს? როგორ გამოიყურება თქვენთვის წარმატება? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა გარანტიას მოგცემთ, რომ თქვენ და თქვენი ინფლუენსერები ერთი გვერდით დაამყარებთ ურთიერთობას და მსგავსად, წარმატებასაც მარტივად გაზომავთ.

3. აუდიტორიები, როგორც ელჩები

იმ თაობისთვის, რომლისთვისაც ავთენტურობა და გულწრფელი შეფასებები მნიშვნელოვანია, რა უნდა იყოს მომხმარებლის ადვოკატირებაზე უკეთესი? გაითვალისწინეთ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი (UGC), წაახალისეთ და გააქტიურეთ თქვენი აუდიტორია. როცა საქმე ბრენდის ერთგულ მომხმარებლებს ეხება, Gymshark-ისკენ უნდა გაიხედოთ — 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდი, რომლის შესახებაც 2016 წელს არავინ არაფერი იცოდა. კომპანიის აღზევებას კი „ინფლუენს“ მარკეტინგისა და ერთგული თაყვანისმცემლების საზოგადოების შედეგად თვლიან.

4. პატივი ეცით დროის ნაკლებობას

ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა საქმე მილენიალებისა და თაობა Z-ის მარკეტინგს ეხება. ისინი ტექნოლოგიებში გაცნობიერებულნი არიან, რეკლამებს ფილტრავენ და აიგნორებენ ყველაფერს, რაც რამდენიმე წამში მათ ინტერესს არ იპყრობს. პლატფორმებზე მცირე ხნიანი კონტენტის ნახვას არიან მიჩვეულნი და შინაარსსაც სწრაფად იგებენ. 

და როგორ შეძლებს თქვენი ბრენდი მათ შეჩერებას?

  • გამოიყენეთ მდიდარი ვიდეო კონტენტი მათი ყურადღების მისაპყრობად
  • გახადეთ თქვენი მარკეტინგი ლაკონიური და ნათელი
  • სწრაფად გადადით საქმეზე
  • ამ თაობისთვის საყვარელი პლატფორმები გამოიყენეთ და მათზე მორგებული კონტენტი შექმენით. წადით იქ, სადაც თქვენი აუდიტორიაა და ნუ მოელით, რომ ისინი მოგაკითხავენ.

გამოდის, დღეს მთავარი პიროვნულობა, მდიდარი კონტენტი და აუდიტორიის ჩართულობაა. ხოლო თუ ამ ყველაფერს მოკლე ვიდეოში გააერთიანებთ მაშინ, სწორ გზაზეც დადგებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის ესეების კონკურსის გამარჯვებული ლაშა გიორგი შამუგია გახდა

რა არის A/B Testing და როგორ შეუძლიათ მარკეტერებს მისი ეფექტურად გამოყენება?