in

როგორ უნდა შეგვამჩნიონ სამსახურში?

თუ მიზნად სამსახურში დაწინაურება და კარიერული წინსვლა დაისახეთ, მაშინ თქვენ მიერ გაწეული სამუშაოს ღირებულება იმ ადამიანებმა უნდა შეამჩნიონ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. როგორც თქვენმა უშუალო ხელმძღვანელებმა, ასევე, მათზე მაღალ საფეხურზე მყოფმა ლიდერებმა უნდა იცოდნენ ვინ ხართ. 

ამის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს. 

გახდი კონცეფცია

სხვა ადამიანებისთვის თავის დასამახსოვრებლად ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა. დიდი ორგანიზაციების ლიდერები უამრავ პერსონას ხვდებიან, რაც ნიშნავს, რომ დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ და მაქსიმალურად გამორჩეული უნდა იყოთ. მხოლოდ გაცნობა და უბრალო საუბარი ამ ხალხის გონებაში ადგილს ვერ დაგიმკვიდრებთ. 

თქვენ უნდა გამოიყენოთ მეხსიერების რამდენიმე ძირითადი პრინციპი. რაც მეტ პროექტში ჩაერთვებით, მით უფრო ხშირად გამოჩნდება თქვენნი სახელი. თუ ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ლიდერებმა მათზე ბევრი უნდა იფიქრონ, ეს კი თქვენს შანსებს ზრდის, რომ მუდმივად მათ გონებაში იყოთ. 

აჩვენე. არ თქვა.

ბევრი დასაქმებული ფიქრობს (განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში), რომ ლიდერებისთვის თავის მოსაწონებლად საუკეთესო გზა მათთვის იმ ყველაფრის თქმაა, რაც გააკეთეს. როდესაც ხალხს უყვებით თქვენი მიღწევების შესახებ, მაშინ ყველა ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან იღებენ, მხოლოდ თქვენ თავზე აწვდის ზედაპირულ ცნობებს და არა თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. 

ეს არ ნიშნავს, რომ შეუმჩნევლად და ჩუმად გმართებთ მუშაობა. უნდა იპოვოთ გზები იმ ადამიანებთან თანამშრომლობისთვის, რომლებზეც შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. იმ გუნდებს შეუერთდით, რომლის წევრებიც ორგანიზაციის ძირითადი ლიდერები არიან. რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ პრეზენტაცია თქვენი საქმიანობის შესახებ და ხელიდან არ გაუშვათ ლიდერებთან პარტნიორობის შანსები. 

დაეხმარეთ ადამიანებს, რომ მოაგვარონ პრობლემები

სხვა ადამიანებისთვის თავის დასამახსოვრებლად კიდევ ერთი გზაა ისეთ გამოწვევებთან შეჭიდება, რომელთა გადალახვაც ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის. ამისათვის უნდა გაეცნოთ იმ პრობლემებს, ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები მოგვარებას რომ ცდილობენ. შემდეგ კი იპოვეთ გზები, რომლითაც ამ საკითხების გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი. როდესაც სხვებს ეხმარებით მიზნის მიღწევაში, ისინი უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას თქვენს მიღწევებს. 

ითხოვეთ რჩევა

არსებობს ერთი გამონათქვამი: თუ რჩევა გინდა მოითხოვე ფული, მაგრამ თუ ფული გინდა, რჩევა იკითხე. ამ გამონათქვამის აზრი ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც გასაცემი რესურსები აქვთ, მუდმივად სთხოვენ დახმარებას. ისინიც მზად არიან რჩევების გასაცემად. 

ეს სტრატეგია ლიდერებთან ურთიერთობის შემთხვევაშიც მუშაობს. როდესაც ლიდერს რჩევას სთხოვთ, თქვენ პატივს სცემთ მის გამოცდილებას. ეს აჩვენებს სწავლის სურვილსაც. როდესაც ისინი თქვენთან ურთიერთობას ამყარებენ, ექმნებათ საკუთარი წარმოდგენა თქვენი პიროვნების შესახებ. ასე ბევრად მარტივად დაამახსოვრდებით და, სავარაუდოდ, ბევრს იფიქრებენ თქვენზე. პროექტისთვის გუნდის შეკრების პროცესშიც აუცილებლად გაახსენდებით. საბოლოოდ კი ასეთ ნაბიჯებს დაწინაურებაც მოჰყვება ხოლმე. 

„ჩვენ ერთი სული გვაქვს” – „ზუმერის” კამპანია

LEGO ახალ ნაკრებს ფილმ Jaws-ის ანიმაციით გვაცნობს