ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელობა განუზომლად დიდია მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში. მათი შენარჩუნება, როგორც ღირებულებისა და იდეის მატარებელი ობიექტისა, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უწყვეტ ხაზს ქმნის. სწორედ კულტურული ძეგლების მეშვეობით აღვიქვამთ კონკრეტული ქვეყნის სახეს, თუ დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა იგი.
შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობა სამყაროსადმი სხვადასხვა ხალხის დამოკიდებულების გამომხტაველია. ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო ჩვენი საარსებო არეალია, რომელიც თითოეულ პიროვნებას განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ მუხტს სძენს – ეს არის წარსულის შემოქმედებასთან კავშირის შეგრძნება.
მეოცე საუკუნემდე იმისათვის, რომ ძეგლი კულტურულ მემკვიდრეობად მიგვეჩნია, მას გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა, მათ შორის, ესთეტიკურობა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ისტორიული და კულტურული ძეგლია ყველა ობიექტი, რომელიც ავთენტურია და დიდი ყურადღება არ ექცევა ვიზუალს. ასე რომ, საზოგადოება ვალდებულია თითოეულ მათგანს სათანადოდ მოუაროს, რათა რაც შეიძლება დიდხანს გადაეცეს ეს იდენტობის მატარებელი ობიექტები თაობიდან თაობას.
ალბათ, ამ თვალსაზრისით ყველას UNESCO ახსენდება, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ძეგლების მოვლა-კონსერვაციაში. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ოფიციალური საერთაშორისო ღირსშესანიშნაობების დადგენა და დაცვაა. შესაბამისად, აღნიშნულ ორგანიზაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის კულტურული მემკვიდრეობის წინაშე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის თვალსაზრისით, საინტერესოა კოპანია “კერხერი”. გარდა იმისა რომ კერხერი თავად აწარმოებს მაღალი ხარისხის დასუფთავების ტექნიკას, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს, იგი ასევე კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად რეცხავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და დასუფთავების პროექტებში მონაწილეობას იღებს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 1980 წლიდან ეწევა აღნიშნულ საქმიანობას, უკვე 2017 წლიდან კი კამპანიის ფარგლებში საქართველოშიც ეწყობა ძეგლების რეცხვა.
იმისათვის, რომ კომპანიამ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი საქმე, მას აქვს სპეციალური აპარატები, რომლებიც დასუფთავების მხრივ საუკეთესოა მსოფლიოში. სწორედ ამ აპარატურის მეშვეობით ხერხდება ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენა და შენარჩუნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ყოველი პროექტი დიდი სიფრთხილით სრულდება, რათა ძეგლების ბუნებრივი საფარი არ დაზიანდეს – ამისათვის თითოეული კონკრეტული ძეგლის მასალა სპეციალურად შეისწავლება, რათა წმენდის შესაბამისი საშუალეები და მეთოდები იქნას შერჩეული.
ის, რასაც “კერხერი” აკეთებს არსებითი მნიშვნელობის მქონეა ძეგლების შენარჩუნებისა და შთამომავლებისთვის გადაცემის თვალსაზრისით. ერთ-ერთი პირველი პროექტი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ მდებარე მდებარე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის, ასევე, ვაჟა-ფშაველას ძეგლების წმენდას მოიცავდა. ასევე, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული პროექტის – „სუფთა ქალაქი“ ფარგლებში მოირეცხა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი. კამპანიაში ჩაერთო ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მდებარე ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელიც და ქალაქი ბათუმიც.
კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
თბილისი:
- 2017 წლის სექტემბერში გაირეცხა ილია და აკაკის ძეგლი პირველ სკოლასთან
- 2017 წლის ოქტომბერში გაირეცხა ვაჟა-ფშაველას ძეგლი
- 2017 წლის ნოემბერში მოირეცხა ნიკოლოზ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდი
- 2019 წლის 26 მაისს მოირეცხა ოპერის წინ არსებული მიწისქვეშა
- 2021 წლის 26 მაისს გაირეცხა ვაკეში მიწისქვეშა გადასასვლელი
- 2021 წლის 22 სექტემბერს გაირეცხა წმინდა გიორგის ძეგლის ქვემოთ არსებული შადრევანი
ბათუმი:
- 2019 წელს ილია ჭავჭავაძის ძეგლი და იუსტიციის სახლის მიმდებარედ შადრევანი
ასევე კომპანიამ მონაწილეობა მიიღო:
- 2018 წლის სექტემბერში გამართულ დასუფთავების დღეში
- 2019 წლის სექტემბრის დასუფთავების დღეში
ახლა კი, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლის ქვემოთ არსებული შადრევანი გაირეცხა. მონუმენტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე 2006 წელს განთავსდა. ქანდაკების ავტორი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია, რომელმაც იგი ქალაქს საჩუქრად გადასცა. გარდა იმისა, რომ მონუმენტი საკრალური მნიშვნელობის მატარებელია, იგი ქართველებსა თუ ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს. შესაბამისად, მისი გასუფთავებასა და მოვლას აუცილებლობას წარმოადგენს.
ავტორი ქეთია ბელქანია