in

როგორ ვაქციოთ სახლი ოფისად? – ფუნქციონალური კონსტრუქციები პროდუქტიულობის გასაზრდელად

სამუშაო ადგილები უფრო მოქნილი უნდა გახდეს!

ჩვენი სახლები ახლა საოფისე სივრცედ გადაიქცა, Zoom – ახალ საკონფერენციო დარბაზად, საწოლები – ლანჩის მიღებისა და შესვენების საუკეთესო ადგილად. ეს ახალი ნორმაა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ კარგადაც მოვერგეთ მას. ამასთან, ამგვარი მოდელი, შესაძლოა, ზოგჯერ საშინელ გამოცდილებად იქცეს და შესაბამისად, ჩვენი მოტივაციისა თუ პროდუქტიულობის გაუმჯობესებაა აუცილებელი. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სახლისა და საოფისე ავეჯის სინთეზია, რომელსაც ეფექტური მუშაობისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა შეუძლია.

სტატიაში მოცემულია სივრცის ამგვარი გადაწყვეტის რამდენიმე შესანიშნავი იდეა, რომლებიც კომფორტულთან ერთად ესთეტიკურადაც მომხიბვლელია.

1. ნილს ჰოლგერ მორმანმა შექმნა “der Vorstand” – თხელი კედლების კაბინეტი, რომელიც თავის თავში ფუნქციონალურ საოფისე სივრცეს მალავს. მინიმალური სტრუქტურა აღჭურვილია ბორბლების მქონე უკანა კედლით, რომელიც მარტივად მოძრაობს სურვილის შესაბამისად. ასევე, მასში განთავსებულია დასაკეცი მაგიდა, წიგნების თარო და განათება. ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელიც სახლიდან ოფისში “გადასვლაში” დაგეხმარებათ და ხელს შეუწყობს თქვენს საქმეზე კონცენტრირებას.

2. Re-SOHKO TRANSFORM BOX – კონვერტირებადი ყუთი კომპაქტური პლატფორმაა, რომელსაც მრავალმხრივი გარდაქმნის შესაძლებლობა აქვს. გარდა იმისა, რომ იგი სტანდარტული ოფისის სივრცეს გვთავაზობს, მისი გამოყენება ხელობის თვალსაზრისითაც შეიძლება – მაგალითად, რაიმე ნივთის შესაქმნელად, შესაკეთებლად და ა. შ. ამასთან, მისი კონსტრუქცია საკმაოდ მოსახერხებელია – ყუთის აწყობა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, რაც სასურველი გარემოს მოწყობაში დაგეხმარებათ. ასევე, მოდელის გადაადგილება ძალიან მარტივია, გამომდინარე მისი სიმსუბუქისა.

3. “ინოვაციური ცენტრის” პრემიის ლაურეატი, SecretAir ჯადოსნური ხის ბლოკია, რომელიც სრულად სამუშაო ადგილად გარდაიქმნება. მისი დიზაინი ძალიან მარტივია – ეს არის მაღალი კლასის საოფისე გადაწყვეტილება, რომელიც კომფორტული და პრაქტიკულია სამუშაო საათებში. კონსტრუქცია იკეცება, როდესაც არ მუშაობთ – ამგვარად თქვენი მოწყობილობები დაცულია და ამასთან, არასამუშაო დროს საქმეები არ გახსენებთ თავს. “ინოვაციების ცენტრის” პრემიის ლაურეატი, SecretAir-ის დიზაინერი 4000 დოლარის ოდენობის პრიზს მიიღოს, რათა პროტოტიპი რეალობას აქციოს.

4. House Naka Secret Base Tent ეს არის კონსტრუქცია, რომელიც გთავაზობთ როგორც საოფისე სივრცეს, ისე განტვირთვის საუკეთესო საშუალებას. ეს შესანიშნავი გადაწყვეტაა ულტრაპროდუქტიული სამუშაო რეჟიმისთვის, ან უბრალოდ სტრესული დღის შემდეგ ხანმოკლე ძილისთვის. მასში კარგად ვენტილირებადი ჰაეროვანი ატმოსფეროა. ასევე, კარვის კონსტრუქცია საკმაოდ მყარია და ნებისმიერი სახის ზედაპირზე შეიძლება მისი განთავსება. მოკლედ რომ ვთქვათ, კარვის გამოყენების შესაძლებლობები უსასრულოა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა კუთხით გსურთ მისი გამოყენება.

5. პანდემიური სამუშაო მაგიდის კონცეფცია მაქსიმალური კომფორტისა და გარე სივრცისგან იზოლაციისთვისაა შექმნილი. პირველ რიგში, ის ფაქტობრივად არ იკავებს სახლში ადგილს, რადგან კედელში თავსდება და თავის თავში ყველაფერ იმას მოიცავს, რაც სამსახურზე კონცენტრაციას თუ საქმის ეფექტურად შესრულებას უწყობს ხელს. ამ კონსტრუქციის მეშვეობით ნებისმიერ რეგულარულ სივრცეს სამუშაო ადგილად გარდაქმნით. მინიმალისტურ მოდელში 180 გრადუსით მბრუნავი მაგიდაა, რომელზეც მხოლოდ საჭირო ნივთებს განათავსებთ და ყურადღებას არაფერი გაგიფანტავთ.

6. Pith & Stem თავის DropTop სამუშაო ადგილს აღწერს, როგორც სრულად ინტეგრირებულს. კონსტრუქცია წყვილ 24 ინჩიან სრულ HD მონიტორებს და USB/USB-C კაბელებს მოიცავს. დიზაინი საკმაოდ მინიმალისტური და მარტივია – როდესაც მუშაობას დაასრულებთ, ე. წ. “სამუშაო მაგიდას” დაკეცავთ, რომელიც კედელზე სურათად აღიქმება.

7. როგორც ჩანს, უბრალო კომპიუტერის მაგიდის კონცეფცია ბევრად მეტია, ვიდრე გვეგონა. Couto-ს მიერ შემუშავებული დიზაინი “Future of Work” აღჭურვილია ჩამოსაშლელი ეკრანით. მარტივი ოპერაციული სისტემა მუშაობს როგორც სამუშაო სადგურის ბაზა, სადაც შესაძლებელია ფაილების შექმნა და შენახვა. შემდეგ კი ამ ბაზაზე ტაბლეტის ან ლეპტოპის მიერთებით ინფორმაციის სხვაგან ძალიან სწრაფად ჩატვირთვაა შესაძლებელი. ამასთან იგი ვირტუალურ რეალობასთან (VR) თავსებადია.

8. რთულია იმის თქმა, თუ რამდენად გამჭრიახი და ინოვაციურია Co/Studio-ს დიზაინი. ეს არის მცირე ზომის დასაკეცი და ზურგჩანთაში თავსებადი მოდელი. მისი გლუვი გასაშლელი დიზაინი და შესანიშნავი 25,600 მილიამპერიანი PSU ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მაგიდა სამუშაო სივრცედ გარდაქმნათ. ძირითად ბაზაზე თავსდება ლეპტოპი, ტელეფონი, საფულე, მაუსი და სხვა ნივთები. ს გთავაზობთ შესაძლებლობას, “დაარეგულიროთ თქვენი სამუშაო ადგილი” ისე, რომ იყოს ცალსახად პერსონალიზებული და ორგანიზებული.

9. როგორც პანდემიურმა პერიოდმა გვიჩვენა, ყოველი სამუშაო სივრცე იძულებულია, უფრო მოქნილ გარემოდ იქცეს. ამ მიზეზით ავეჯის ადაპტირებაც მნიშვნელოვანია. ეს ინოვაციური პროდუქტი არც ოთახის გამყოფს წარმოადგენს და არც თაროების განყოფილებას, არამედ მრავალფუნქციურ ფონს მრავალფეროვანი და სიტუაციური გამოყენებისათვის. დიაგრამა ქმნის უამრავ ფუნქციურ ზონას, რომლებიც მიზნად ისახავს შემთხვევითი, მაგრამ პრაქტიკული გამოყენების საჭიროებას. ამასთან, ითვალისწინებს მომხმარებლის კონფიდენციალურობასა და პირად სივრცეს. ექსტერიერის ზედაპირები შეიძლება მორგებული იყოს სამუშაო ადგილის საჭიროებების შესაბამისად და ასევე სხვა სივრცისგან გამოსაყოფად.

10. Frame CPH-მა, კოპენჰაგენში დაფუძნებულმა დიზაინერულმა გუნდმა, ახლახან წარმოადგინა LastDesk, მოდულური მაგიდა, რომლის შექმნასაც თავად შეძლებთ. შედეგად კი სრულყოფილ სამუშაო სივრცეს მიიღებთ. მიზანი ისეთი მაგიდის შექმნა იყო, რომელიც ადვილად მოერგებოდა მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიურ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო მაგიდა ძალიან მარტივი და უბრალო ჩანს, მასში განთავსებული ხის ნაწილებით სასურველი სივრცის ფორმირებაა შესაძლებელი.

“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია

მოწყობილობა, რომელიც ხმოვანი ბრძანების მიხედვით თქვენს ფარდებს გადაწევს