დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ მომავალ თაობებზე, რომლებიც გლობალური დათბობისა და უკონტროლო AI ტექნოლოგიების წინაშე დგანან, იმაზე ნაკლებად წუხან, ვიდრე საჭიროა… არც ის დავივიწყოთ, რომ ეს სამყარო შემოქმედებითი შესაძლებლობებითაც არის სავსე. ყველაზე წარმატებული ბრენდები კი ისინი იქნებიან, რომლებიც კულტურას, ინოვაციურობასა და ჰუმანურობას სამყაროზე პოზიტიური ზეგავლენისთვის გამოიყენებენ. ამგვარად, ჯერ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ კარგი წინაპრები გავხდეთ, რათა შემდეგ მომავალ თაობებს ვაჩვენოთ, როგორ ვუპასუხეთ გამოწვევებს რადიკალური ცვლილებების დროს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, სამყარო ცოტათი მაინც დავამსგავსოთ ჩვენს ოცნებებს“, — ამბობს ბიარკე ინგელსი, დანიელი არქიტექტორი.
ამ ფრაზის ავტორი ე. წ. ჰედონისტური მდგრადობის პიონერიცაა. ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს ვიზუალურმა დიზაინმა მსოფლიოს უდიდესი გამოწვევებიდან ზოგიერთს. მოკლედ რომ გითხრათ, კოპენჰაგენში ე. წ. კლიმატ-დადებითი ქარხანა შექმნა და, საბედნიეროდ, სხვა ამგვარი მაგალითებიც მრავლად გვაქვს…
ბრენდები ვერ განცალკევდებიან ცვლილებისგან, მათ უნდა მართონ იგი
ბრენდებმა ტექნოლოგიები, მიზანი თუ იდეები თავიანთი გამოცდილების ყველა ნაწილში უნდა დანერგონ. მაგალითისთვის შეგვიძლია Air Company განვიხილოთ, რომელიც CO2-ისგან მდგრად საავიაციო საწვავსა და სხვა პროდუქტებს აწარმოებს… კიდევ ერთ მაგალითს კი იტალიური მოდის ბრენდი Zegna წარმოგვიდგენს — Born in Oasi Zegna-ს ბრენდის პლატფორმა მარტო იმას კი არ გვეუბნება, თუ საიდან მოვიდა ბრენდი, არამედ ადგილებს, რომლებშიც მათი ღირებულებები დაიბადა და რომლებმაც მომავალი პროექტები შთააგონა:
აქედან კი რამდენიმე რამის სწავლა შეიძლება საუკეთესოდ:
- სიმართლის რეკონტექსტუალიზაცია
ბრენდსა და მის ისტორიაში ჩაძირვა, რათა განვსაზღვროთ ის სიმართლე, რომელიც მას უნიკალურს ხდის. შემდგომ კი რეკონტექსტუალიზაციას მივმართოთ, რათა მომავალზე მორგებული იყოს, განვიხილოთ, რამდენად აკმაყოფილებენ კულტურას, უკავშირდებიან სოციალურ საჭიროებებსა თუ ბიზნესის მომავლის გზას…
- მომავალი თაობებისთვის რეორიენტაცია
ბრენდის როლს სამყაროში იმ ლინზიდან შევხედოთ, რომელიც მომავალ თაობებსაც ითვალისწინებს. გამოიყენეთ „რა იქნებოდა“ მიდგომები, რათა ახალი აზრები გაგიჩნდეთ. ფაქტზე დაფუძნებული სტრატეგიული საუბრებიდან მეტად ემოციური, მიმზიდველი და ქმედითი სტრატეგიებისკენ გადაინაცვლეთ.
- სურვილის ახალი ენის შექმნა
სურვილების ენა ახალი იდეებისკენ მიმართეთ. გქონდეთ საკუთარი კოდები, ენები თუ ქმედებები, გააღვიძეთ გრძნობები და სურვილები… მაგალითად, Zegna ემოციებისა და მოძრაობის გადმოცემას ცდილობს, აჩვენებს უნიკალურ ნარატივს, რომელიც ძლიერი ხელსაწყოა ადამიანებისთვის რაღაც ხედვის გასაზიარებლად.
- დისციპლინით გათავისუფლება
ხოლო დისციპლინა იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენი როლისა თუ ხედვის ერთგული დარჩეთ. მაგალითად, მოდის ბრენდისთვის რეალურ სამყაროში მიზნის შემოტანა ისეთ ინიციატივებს შეიძლება ნიშნავდეს, როგორებიცაა გამოყენებული ქსოვილების გადამუშავება ან იმ ბრენდებთან პარტნიორობა, რომლებიც მათსავე ღირებულებებს იზიარებენ.
დაბოლოს, ბრენდინგი ყველანაირ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ სამყაროზე დადებითი ზეგავლენა ვიქონიოთ. უბრალოდ, საჭიროა, რაღაც უფრო დიდისკენ მივისწრაფოდეთ, უნდა გვჯეროდეს კრეატიულობისა და ტექნოლოგიების გაერთიანებული ძალების, რითაც უკეთესი მომავლის შექმნაა შესაძლებელი…