in

როგორ ვამუშაოთ კომპანია დისტანციურად?

დღეს, ციფრულ საუკუნეში მანძილის დაძლევა არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. შესაძლოა, შეხვედრა გამართოთ ერთდროულად 5 ბიზნესპარტნიორთან, ამ დროს თქვენ თბილისში იყოთ, დანარჩენები კი თუნდაც სხვადასხვა კონტინენტზე. ამაში გვეხმარება ტექნოლოგიები,რომელიც უკვე მსოფლიოს ყველა წერტილშია ხელმისაწვდომი, იქ სადაც ინტერნეტია.

 

აქვე ჩამოვწერეთ რამდენიმე პლატფორმა რომელიც შეგიძლიათ დისტანციური მუშაობისთვის გამოიყენოთ:

გუნდური მუშაობისთვის სხვადასხვა ადგილებიდან

Miro

Miro-სპლატფორმაზე შეგიძლიათ შექმნათ თანამშრომლების განსხვავებული სამუშაო ჯგუფები, მათ კი გაუწეროთ სხვადასხვა პროექტი, რომლებზეც დისტანციურად და თან სინქრონულად იმუშავებენ. პროექტებს დაამატოთ ვიზუალური ელემენტები, დავალებების კალენდარი და ა.შ. Miro ადვილად ერგება უკვე მიმდინარე პროექტებსაც და ინტეგრირდება ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა Dropbox, Slack, Google Suite, JIRA და სხვები.

Google Drive

ბევრი კომპანია ყოველდღიურად იყენებს Google Drive-ს დოკუმენტების გაზიარებისთვის. განსაკუთრებით დიდი მოცულობის ობიექტებთან ურთიერთობისას, როცა მონაცემების გაზიარება შეუძლებელია ელ.ფოსტით. აქ შეგიძლიათ დაამუშაოთ ტექსტური დოკუმენტები, ცხრილები და პრეზენტაციის სლაიდები. ნებართვების პარამეტრებით შეგიძლიათ, ზუსტად განსაზღვროთ ვის რომელ დოკუმენტებზე ექნება წვდომა და რა დონეზე.

Dropbox

Dropbox-იც დოკუმენტების გაზიარების პლატფორმაა. აქ შეძლებთ მიაწეროთ კომენტარი მომხმარებლების მიერ ატვირთულ დოკუმენტებს, მიამაგროთ ფაილები კონკრეტულ თანამშრომლებს და ა.შ. Dropbox-ის კიდევ ერთი მოსახერხებელი თვისებაა, რომ დოკუმენტის ჩამოსატვირთად ადრესატს არ სჭირდება Dropbox-ის ექაუნთის ფლობა, უბრალოდ ლინკის გაგზავნით შეგიძლიათ მიაწოდოთ ფაილი.

ბუღალტერიის წარმოებისთვის

პროგრამა ბალანსი – Balance

ბალანსი არის ერთადერთი ქართული მენეჯერული და საბუღალტრო პროგრამა, რომელიც მუშაობს როგორც ლოკალურ ვერსიაზე, ისე ქლაუდზე. ბალანსის საშუალებით შესაძლებელია კომპანიის ყოველდღიური პროცესების აღრიცხვა და პარალელურად მათი ბუღალტრული დამუშავება ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. ბალანსში მუშაობენ ოპერატორები, შესყიდვების და გაყიდვების მენეჯერები, საწყობის და ლოჯისტიკის მენეჯერები, ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები და დირექტორ-დამფუძნებლებიც. პროგრამაში შესაძლებელია სხვადასხვა როლის გაწერა შესაბამისი უფლებებით და კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომით. შედეგად ბუღალტრები მუშაობენ საიდანაც უნდათ, მენეჯერს კი აქვს შესაძლებლობა, რეალურ დროში პროგრამაში თვითონვე გახსნას სასურველი მენეჯერული რეპორტები ან ბუღალტრული ანგარიშგებები და დისტანციურად აკონტროლოს კომპანიის პროცესები და ფინანსური მდგომარეობა.

ვირტუალური შეხვედრებისთვის

Zoom

Zoom არის პოპულარული HD ვიდეო კონფერენციების პლატფორმა, რომელიც ასევე შეიძლება გამოიყენოთ ვებინერებისა და ჯგუფური შეხვედრებისთვის. გარდა ვიდეო ზარისა, შეგიძლიათ გააზიაროთ ეკრანები და ინტერაქტიული დაფები. პრემიუმ პაკეტით შეგიძლიათ 100-მდე მონაწილის ჩართვაც კი.

Slack

Slack არის საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თემატური ჩეთები (არხები), გააგზავნოთ შეტყობინებები და დოკუმენტები. ასევე გააკეთოთ ხმოვანი ან ვიდეო ზარები ყველა ჩართულ ადამიანთან. შეგიძლიათ, ბოტებიც კი შექმნათ, რომლებიც პლატფორმაზე ატვირთულ დოკუმენტებს მოგიძებნიან.

ელექტრონული ხელმოწერებისთვის

DocuSign

DocuSign საშუალებას მოგცემთ, თქვენ და თქვენმა ბიზნეს პარტნიორებმა ხელშეკრულებებს ხელი ელექტრონულად მოაწეროთ. იმისთვის რომ, მნიშვნელოვანი საქმიანი გარიგებები არც შეფერხდეს და არც გადაიდოს.

SignEasy

DocuSign– ის მსგავსად, SignEasy არის ქლაუდზე შექმნილი სისტემა, რომელზეც ასევე შესაძლებელია დოკუმენტების შექმნა და შევსება.

Adobe Sign

Adobe Sign (ყოფილი EchoSign) კიდევ ერთი გადაწყვეტაა კორპორატიული ხელმოწერებისთვის. თან, ღია სისტემაა და გთავაზობთ ბევრი სახის ინტეგრაციას.

გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება ნებისმერ მომენტში მოხდეს. მართალია სირთულეები ვერ შეგვაშინებს, თუმცა ჩვენი ბიზნესი რომ არ დააზიანოს და განვითარებაში ხელი არ შეგვიშალოს, ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ, რაც საბედნიეროდ დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია.

[პარტნიორის კონტენტი]

ვირტუალური რეივები – როგორ ერთობოდნენ ჩინელები თვითიზოლაციისას

“ბრეინშტორმინგი”, ანუ როგორ დავაგენერიროთ იდეები?