სასტუმრო ბილტმორში, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ახალი პროექტის – „როგორ ვავითარებ თანამშრომელს?“ პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს გაიმართა. პროექტის მიზანია კომპანიებს შორის გამცოდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის დირექტორები და ადამიანური რესურსების მმართველები.
შეხვედრაზე საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დირექტორმა დავით ჩიკვაიძემ პროექტის შექმნის მიზეზსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.
ღონისძიების სპიკერები: სოკარის აღამსრულებელი დირექტორი – ნოდარ ყანჩაველი, ბილაინის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ტაბიძე, ბილაინის ადამიანური რესურსების მმართველი ლელა სალაყაია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ადამიანური რესურსების მმართველი დეა ჩხაიძე , თიბისი ბანკის HR ბიზნეს პარტნიორი ეკა ჟორჟოლიანი და ვებიზის ადამიანური რესურსების და ორგანიზაციის ლიდერი სალომე შელია.
თითოეულმა გამომსვლელმა ისაუბრა თანამშრომლების კარიერულ წინსვლის, მათი მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობასა და კორპორაციის ფარგლებში, ამ მიმართულებით გამოცდილებაზე. ერთამენთს გაუზიარეს პრაქტიკა, გზები და იდეები თუ როგორ უნდა დანერგონ ახალი ტექნიკები თანამშრომლების განვითარებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა დაესვა კითხვები და სპიკერებთან ერთად განეხილა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, ხაზი გაესვა იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქოუჩინგი და ტრენინგები მათი კარიერული წინსვლისათვის და ამასთან ერთად კომპანიის ბაზარზე დაწინაურებისთვის. მაგალითად, სოკარის გაყიდვები 38%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათმა თანამშრომლებმა გაიარეს საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ტრენინგი გაყიდვებში.
აქედან გამომდინარე, პროექტი – „როგორ ვავითარებ თანამშრომელს?“ ხელს უწყობს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას და ცნობიერების ამაღლებას, პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ყოველ 4 თვეში ერთხელ გაიმართება, რათა კომპანიებმა ერთმანეთს ახალი გზები და იდეები გააცნონ და ამით ხელი შეუწყონ თანამშრომლების განვითარებას.
[R]