in ,

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას? ანიმაციური ფილმი USAID Georgia-სგან

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას? ამ კითხვაზე პასუხი ანიმაციურ პერსონაჟებს, Mr. და Mrs. REAP-ებს აქვთ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას იმ მეთოდებისა და მექანიკური ღონისძიებების შესახებ, რაც მწერს მოუღებს ბოლოს. აგრო რჩევების ვიდეორგოლებისა და ანიმაციური ფილმების საშუალებით გადმოცემის ინიციატორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომელიც USAID Georgia-სთან ერთად, პროექტ USAID / REAP Georgia სახელით ხორციელდება. პროექტის საშუალებით, ფერმერები იღებენ მათთვის სასარგებლო სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის, ჟოლოს, ბლის, კაკლის, კარტოფილის მოყვანის შესახებ.

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/georgiareap.org/videos/1723888014322604/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]
„ანიმაციურ ფილმში ნაჩვენებია, გვიან შემოდგომიდან ზამთრის პერიოდში, როცა შეწამვლა აღარ ხდება და ფაროსანა სახლებში შედის გამოსაზამთრებლად, ფერმერმა თუ მოსახლემ როგორ შეამციროს მათი რაოდენობა, მაქსიმალურად. ფილმები CD დისკებზეც გვაქვს, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებშია გადაგზავნილი, რომ მასზე ფერმერების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მესმის, თავიდან ცოტა სკეპტიკურად, სასაცილოდ ჟღერს ფაროსანასთან ბრძოლის ის მეთოდები, რომლებიც მოცემულია, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საერთაშორისო მასშტაბით, არ არის გამოგონილი სხვა, უკეთესი ღონისძიება ასეთი შემთხვევებითვის“, – მამუკა გაჩეჩილაძე, აზიური ფაროსანას პროექტის მენეჯერი. 

უსადენო ყურსასმენები განსხვავებული ფუნქციებით – Apple VS Google

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 50 თანამშრომელს ევროპაში მოგზაურობა დაუფინანსა