არსებობენ ადამიანები, რომლებიც ChatGPT-ს დღემდე არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ მისი დაწერილი ტექსტის რედაქტირებას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ნულიდან დაწერას. თუმცა მთავარი პრობლემა ის კი არაა, როგორ შედეგებს გვაძლევს ის, არამედ ის, რომ ხშირად არასწორ ბრძანებებს ვაძლევთ.
მაგალითად, „დამიწერე 500-სიტყვიანი ბლოგპოსტი ამა და ამ თემაზე”. ეს ზოგადი მოთხოვნებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, პასუხებსაც ზოგადს გვაძლევს. სინამდვილეში, უბრალოდ საჭიროა, სწორად გავუგზავნოთ შეთავაზებები.
ავიღოთ ასეთი მაგალითი – ChatGPT-ს მისწერეს მოთხოვნა: „დაწერეთ სოციალურ ქსელში პოსტი Nike-ის ფეხსაცმლის შესახებ”, ხოლო მან ასეთი ტექსტი დააბრუნა:
„გადადით ახალ საფეხურზე Nike-ის უახლესი ფეხსაცმლით! 🏃♂️🔥 სპორტდარბაზში დადიხართ, ქუჩაში თუ უბრალოდ მოდურად გსურთ, გამოიყურებოდეთ, Nike გთავაზობთ სტილისა და კომფორტის ნაზავს. მზად ხართ თქვენი მიზნების მისაღწევად? #JustDoIt”.
ეს პასუხი ცუდი არ არის, მაგრამ ისეთივე ბუნდოვანია, როგორც მოთხოვნა. არ არის ნახსენები Nike-ის ტარების რაიმე განსაკუთრებული მახასიათებელი ან სარგებელი. შეგვიძლია, ამ პოსტიდან ამოვიღოთ „Nike“ და ჩავანაცვლოთ ნებისმიერი სხვა სპორტული ფეხსაცმლის ბრენდით.
უფრო კონკრეტული მოთხოვნა იქნებოდა, ChatGPT-სთვის რომ ეკითხათ:
„Instagram-ისთვის დამიწერე პოსტი Nike-ის ფეხსაცმელის ზაფხულის კოლექციისთვის. ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 125 სიმბოლოს და ძირითადად უნდა იყოს ფოკუსირებული ფეხსაცმლის ქსოვილზე. ტონი უნდა იყოს მსუბუქი, მხიარული, ყოველდღიური და ხაზს უსვამდეს ზაფხულს”.
და აი, ChatGPT-ს პასუხი:
„გაატარე ზაფხული გრილად და კომფორტულად მთელი სეზონის განმავლობაში. ☀️ Nike-ის Dri-Fit ქსოვილი შთანთქავს ოფლს, უზრუნველყოფს ფეხის სუნთქვას და გიქმნის გამორჩეულ სტილს”.
ახალი პასუხი დეტალურად აღწერს Nike-ს, სეზონს და ფეხსაცმლის უნიკალურ მახასიათებლებს. ასევე, ის უფრო მორგებულია კონკრეტულ სოციალურ ქსელზე.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას სხვადასხვა სფეროსთვის, რომლებიც შეგიძლიათ ChatGPT-სთვის ბრძანების მისაცემად გამოიყენოთ.
მარკეტინგის სფერო:
„დამიწერე ბლოგის იდეები X პროდუქტის შესახებ (პროდუქტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აწარმოებთ). მოარგე ის ჩემს აუდიტორიას, რომელიც არის X ასაკის და აქვს X ინტერესები. ასევე, დამიწერე საკვანძო სიტყვები ოპტიმიზაციისთვის”.
ან გაუგზავნეთ ChatGPT-ს ზარის ტრანსკრიპტი და სთხოვეთ მისი შეჯამება:
„აქ მოცემულია ზარის ჩანაწერი [ტრანსკრიპტი]. შეაჯამე ძირითადი დასკვნები, თითოეული დაინტერესებული მხარის სამოქმედო გეგმები და ვადები”.
სთხოვეთ დახმარება კონტენტკალენდრის შედგენაში:
„შექმენი სოციალური მედიის კალენდარი შემდეგი კონტენტის სვეტების საფუძველზე: [სვეტები] [პროდუქტისთვის]. ჩვენი პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, გააანალიზე, რომელი სოციალური პლატფორმები მოგვცემს ყველაზე მეტ მიმზიდველობას“.
ბიზნესის სფერო:
„გამოავლინე ინდუსტრიის ბოლო 6 თვის ტენდენციები. დარწმუნდი, რომ ეს კვლევა დაფუძნებულია მონაცემებზე”
ან:
„ჩამომითვალე ჩემი ბრენდის ნიშური პრობლემები, რომლებიც მომხმარებელთა დიდ ნაწილს აწუხებს. შემდეგ კი შემომთავაზე სტრატეგია, რომელიც თითოეული ამ პრობლემის გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული”.
კონტენტი და სოციალური მედიის სფერო:
„გადააქციე ეს ბლოგპოსტი LinkedIn-ის 10 პოსტად”;
„დაწერე 500-სიტყვიანი, მტკიცებულებებით გამყარებული ბლოგპოსტი. გამოიყენეთ მონაცემები, ექსპერტების ციტატები და რეალური მაგალითები”.
„გააანალიზე ამ ინდუსტრიის საუკეთესო YouTube ვიდეოები.ანალიზიდან მიღებული საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, დაწერეთ YouTube სკრიპტი [პროდუქტის, ბლოგის, კომპანიის შესახებ”.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, ყველაფერს ცვლის მარკეტინგის წესებში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სწორი შეთავაზებები გაუგზავნოთ და იმ ასპექტებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.














