in

როგორ ვესაუბროთ გუნდს მსოფლიოში მიმდინარე კრიზისულ მოვლენებზე?

შეიარაღებული კონფლიქტი, სოციალური არეულობა, სტიქიური უბედურება ან სხვა გლობალური თუ გეოპოლიტიკური კრიზისი, შესაძლოა, თითოეულ ჩვენგანზე მძიმედ აისახებოდეს. ჩვენ, როგორც ინდივიდები, არ ვიწვევთ და ვერც ვაკონტროლებთ მათ, თუმცა გვიწევს შევეგუოთ, განვიცადოთ და „გავუძლოთ“.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა თქმა უნდა, არც  კომპანიის ლიდერებსა და მენეჯერებს შეუძლიათ ჰქონდეთ რაიმე სახის გავლენა პროცესზე, რომელიც ორგანიზაციის საზღვრებს სცდება, მითუმეტეს, გლობალურ პრობლემაზე. თუმცა, მმართველი რგოლის წარმომადგენლებს, კოლეგებს შორის აქვთ ავტორიტეტი, რომლის გამოყენებაც ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს შესანარჩუნებლად შეუძლიათ. მათ აზრს, მიდგომას, თითოეულ სიტყვასა თუ ქმედებას აქვს ძალა, რომელიც კომპანიაში, მძიმე მოვლენების ფონზე, დაძაბული ან ემპათიური გარემოს ჩამოაყალიბებას უზრუნველყოფს.

როდესაც თითოეულ თანამშრომელს მძიმე ამბების მოსმენა ყოველდღიურად უწევს, ან კრიზისი რომელიმე მათგანზე პირდაპირ მოქმედებს, ხოლო ლიდერი ასეთ მოვლენას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რთულია ვივარაუდოთ, რომ კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო შენარჩუნდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ, როგორც ლიდერი გადაწყვეტთ  კრიზისულ მოვლენებს სათანადო ყურადღება მიაქციოთ, ამის გაკეთება მარტივი არ არის. რთულია შესაფერისი სიტყვების პოვნა, ჯერ საკუთარი, შემდეგ კი სხვების განწყობის ჩამოყალიბება და კოლეგიალური ავტორიტეტის ისე გამოყენება, რომ თანამშრომლების ემოციური ფონი, როგორც მინიმუმ, არ დაამძიმოთ.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა გამოყენებაც, კრიზისული მოვლენების ფონზე სამუშაო გუნდთან ჯანსაღ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.

გაესაუბრეთ თანამშრომლებს ინდივიდუალურად

ნუ ივარაუდებთ, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს. ესაუბრეთ თანამშრომლებს ინდივიდუალურად, რათა ზუსტად გაიგოთ, როგორ აისახება კრიზისი მათზე და რისი გაკეთება შეგიძლიათ დასახმარებლად.

თავდაპირველად, აუცილებელია გაარკვიოთ, ადევნებს თუ არა მოვლენებს თვალს და იცნობს თუ არა რომელიმე დაზარალებულს. შემდეგ, უნდა გამოიკვლიოთ, რით შეგიძლიათ მისი დახმარება. შესაძლოა, შეკითხვა – „რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ საკმარისი არ აღმოჩნდეს. ხშირად, ადამიანებმა არ იციან, რა სჭირდებათ, უჭირთ შეკითხვები დასხმა და/ან დაზუსტებით ვერ იაზრებენ, რისი გაკეთება შეგიძლიათ მათთვის. ასე რომ, შესთავაზეთ ინდივიდებს კონკრეტული მოქმედებები, რომლითაც მის დახმარებას ეცდებით. მხარდაჭერის კონკრეტული ხერხის შეთავაზება, შესაძლოა, დაეხმაროს ადამიანს, თქვას „დიახ“ მის მიღებაზე.

მიეცით თანამშრომლებს კრიზისზე თავისუფლად საუბრის საშუალება

როდესაც მოვლენები ადამიანებზე მძიმედ აისახება, მიეცით მათ დრო და სივრცე საკითხის განსახილველად. თანამშრომლები, როგორც წესი, მსჯელობენ მომხდარზე, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, ემოციებს, სვამენ შეკითხვებს და ცვლიან ინფორმაციებს. ნუ შეუშლით ხელს ამ პროცესს. თუ არ აღიარებთ, რომ „ოთახში სპილოა“ და ყურადღებას არ მიაქცევთ გარემო ფაქტორს, რომელიც ყველას აწუხებს, ეს დაამძიმებს სამუშაო ატმოსფეროს და კოლეგების ემოციურ დაძაბულობას გამოიწვევს. ისინი თავს უცხო გარემოში იგრძნობენ.

თქვენი მიზანია იყოთ ემპათიურები და გამოხატოთ, რომ გესმით მდგომარეობის შინაარსი. ეცადეთ, რომ არ ჩაერთოთ პოლემიკაში, საკითხის განსახილველად არ შეკრიბოთ ყველა ერთ ადგილზე და არ დასვათ ინდივიდუალური შეკითხვები (ნუ აიძულებთ სხვებს ილაპარაკონ). უბრალოდ მიეცით საშუალება თანამშრომლებს, თავი თავისუფალ გარემოში იგრძნონ. ხოლო როდესაც ყოველკვირეული შეკრების დრო დადგება, უმჯობესია საუბრის დასაწყისში მიმდინარე მოვლენებს, რამდენიმე წუთი დაუთმოთ. დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, გაუზიაროთ ემოციები გუნდის წევრებს და იმავეს შესაძლებლობა მისცეთ მათ. 

მიეცით ადამიანებს მოქმედების შესაძლებლობა

უამრავი ჩვენგანი თავს უსუსურად გრძნობს კრიზისის წინაშე და თვლის, რომ მის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება შეუძლია. თუმცა ჩვენ, როგორც ინდივიდებს, შეგვიძლია გავერთიანდეთ და წვლილი მის მოგვარებაში, ერთობლივი ძალისხმევით შევიტანოთ. ასე რომ, განიხილეთ ვარიანტები და კომპანიის ღირებულებების შესაბამისად, შესთავაზეთ თანამშრომლებს, ჩაერთონ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ინდივიდს მოხალისეობის სურვილი აქვს, მიეცით მას სამუშაო საათების ნაწილი ამის გასაკეთებლად. უამრავი კომპანია მომართავს თანამშრომლებს იმ ორგანიზაციების დახმარებისკენ, რომლებიც კრიზისს ორგანიზებულად ებრძვიან. ასეთი აქტივობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომლებს კონკრეტულ ქმედებაში გამოხატონ თავიანთი სურვილი და ძალისხმევა ებრძოლონ მძიმე მოვლენებს და მათ შედეგებს, მეორე მხრივ კი, ხელშესახებად აძლიერებს იმ ორგანიზაციების შესაძლებლობებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან.

წყარო: HBR



ერთი ნაბიჯით მაღლა – Level Up სწავლების მეთოდი თანამედროვე კურსებში

პროგრამატიკული რეკლამირება – ახალი კურსი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით