როგორ შეინარჩუნოთ კონცენტრაცია, როცა ყოველი საინფორმაციო გამოშვება მოქმედებს? როდის უნდა მოწყდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ამბებს და გამოერთოთ საქმეზე? როგორ დაეხმაროთ თქვენი გუნდის წევრებს, რომელთა ყურადღება გასაგები მიზეზების გამო მსოფლიო მოვლენებზეა ფოკუსირებული? როგორია სწორი ბალანსი არსებული მოვლენების გააზრებასა და ჩვეულებრივი საქმიანი რეჟიმის შენარჩუნებას შორის?
სრულიად ნორმალურია, თავი გაფანტულად და გადატვირთულად იგრძნოთ სამსახურში, როდესაც მაღალია გაურკვევლობისა და ემოციის დონე მსოფლიო მოვლენების გარშემო. რთულია იცოდე, აჰყვე ამ გაფანტულობას თუ ემოციურად დისტანცირდე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გუნდი და შესაძლოა მთელი ორგანიზაციაც გატაცებულია იმით, რაც სამსახურის გარეთ ხდება. მკვლევრებმა ეს სტატიები შეაგროვეს და თემატურად, რათა მკითხველს მსგავსი მომენტების ნავიგაციაში დაეხმარონ. აქ მოცემული ჩამონათვალის მიხედვით, შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო სტატიებს გაეცნოთ.
საკუთარი თავის მართვა
საერთოდ შესაძლებელია თუ არა ახლა ფოკუსირება? რა შემიძლია გავაკეთო ამისათვის? ეს რესურსები გთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ, როგორ გაიაზროთ თქვენი გაფანტულობის მიზეზები და როგორ ფოკუსირდეთ.
როგორ შევწყვიტოთ სქროლვა და ვკონცენტრირდეთ საქმეზე
თუ თქვენი ტელეფონი ყველაზე დიდი ყურადღების გამფანტველია, გეტყვით, რომ ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. ავტორი და პროდუქტიულობის ექსპერტი ამანდა იმბერი გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ტელეფონის მართვის შესახებ, როცა გსურთ ფოკუსირება.
როგორ ვიყოთ ნაკლებად გაფანტულები სამსახურსა და ცხოვრებაში
HBR IdeaCast-ის ამ ეპიზოდში, ნირ ეიალი, ტექნოლოგიისა და ფსიქოლოგიის ექსპერტი, საუბრობს გაფანტულობის უკან მდგარ ემოციებზე და რამდენიმე მნიშვნელოვან მენტალურ განსხვავებაზე, რომლებიც გვეხმარება სწორ გზაზე დარჩენაში.
რა გავაკეთოთ, როცა სამსახურში გაფანტულად ვგრძნობთ თავს
ეს სტატია მოიცავს რჩევებს EQ ექსპერტებისგან იმის შესახებ, როგორ ვაღიაროთ გაფანტულობასთან დაკავშირებული გრძნობები, როგორ დავიბრუნოთ ფოკუსი ღირებულებებზე დაყრდნობით და დავაწესოთ საზღვრები საკუთარი თავისთვის.
თქვენი გუნდის მხარდაჭერა
თქვენი გუნდი სტრესს გრძნობს და გადატვირთულია? შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება, ცადოთ მათი სამუშაოზე ფოკუსირება, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის გამოსავალი. სტატიების ეს კრებული საუბრობს იმაზე, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი გუნდს, როცა ბევრი რამ ხდება.
თანამშრომლებს სჭირდებათ მოაზროვნე და მოქნილი ლიდერი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სრულყოფილი უნდა იყოთ. ამ სტატიის ავტორები გვთავაზობენ ხუთ სტრატეგიას, რათა დავეხმაროთ გუნდს განსაკუთრებით რთული დროის ემოციურ ნავიგაციაში. მათი ბოლო რჩევა არის ის, რაც ზოგიერთი მენეჯერისთვის შეიძლება რთული მოსანელებელი იყოს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დაგეგმეთ პროდუქტიულობის შემცირება.
დაეხმარეთ თქვენს გადატვირთულ, სტრესში მყოფ გუნდს
გადატვირთულ ადამიანზე ზეწოლა არ მუშაობს. როგორც მენეჯერმა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მხარდაჭერა და სტრუქტურა, რომელიც თქვენს გუნდს გადაწვის თავიდან აცილებაში დაეხმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკა, რომელიც ამ სტატიაშია განხილული, არის სტრესის დროს მათი სამუშაო დატვირთვის შემცირება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები? როგორ შეგიძლიათ დაბალი პრიორიტეტის სამუშაოს გამორიცხვა?
არაა აუცილებელი არჩევანი გააკეთოთ თანაგრძნობასა და პროდუქტიულობას შორის
თანაგრძნობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, რომ თანამშრომლებმა მხარდაჭერა იგრძნონ. და მაინც, ბევრი მენეჯერი წუხს, რომ თანაგრძნობის გამოხატვა პერფორმანსის შემცირებას ნიშნავს. საბედნიეროდ, ავტორები გვიჩვენებენ ამ სტატიაში, ეს არ არის ცალსახა არჩევანი. ისინი გვთავაზობენ ოთხ მიდგომას ორივეს მისაღწევად.
5 გზა, როცა ლიდერები უნებლიედ სტრესავენ თავიანთ თანამშრომლებს
როდესაც ადამიანები სტრესში არიან, არ გინდათ სიტუაცია გააუარესოთ. როგორც ლიდერი, თქვენ ხართ ადამიანების ემოციების გამაძლიერებელი. თუ სწორად აკეთებთ საქმეს, შეგიძლიათ საუკეთესო გამოიწვიოთ ადამიანებში ყველაზე ცუდ დროსაც კი. თუ არასწორად აკეთებთ საქმეს, გააფუჭებთ განწყობასა და შესრულებას მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგადაა.
წყარო: HBR