in

როგორ ვიპოვოთ საოცნებო სამსახური?

სამუშაოს ძიების პროცესი შეიძლება რთული იყოს. ყოველი ნაბიჯი – შესაბამისი შესაძლებლობების მოძიებიდან გასაუბრებამდე – არის დროის ინვესტიცია. თუმცა, ორგანიზებულმა დავალებების ჩამონათვალმა შეიძლება გზაზე დავაყენოთ.

პირველ რიგში, თქვენი აზროვნებით დაიწყეთ

მოემზადეთ, რომ დაელოდოთ სწორ შესაძლებლობას. არ ინერვიულოთ, თუ რამდენიმე კვირაში ახალი სამუშაო არ გამოჩნდა. აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროს 2022 წლის მონაცემებით, უმუშევრობის საშუალო ხანგრძლივობა ხუთნახევარი თვეა. სინამდვილეში, მხოლოდ ინტერვიუდან შეთავაზებაზე გადასვლას, საშუალოდ, 23,8 დღე სჭირდება.

ვადები დიდად არის დამოკიდებული ინდუსტრიაზე, თქვენს გამოცდილებასა და პოზიციის შევსების აუცილებლობაზე. მაგალითად, სამთავრობო პოზიციის შემთხვევაში, ვადა უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე კერძო სექტორში.

არ მიიღოთ უარი პირადულად. სამუშაოს ნებისმიერ მაძიებელს ემუქრება უარი – პირდაპირი თუ ირიბი. ზოგჯერ, თქვენ არც იღებთ პასუხს. სხვა დროს, პირდაპირ გეუბნებიან უარს, ლაკონური ახსნა-განმარტებით, თუ რატომ არ შეაჩერეს თქვენზე არჩევანი.

განსაზღვრეთ თქვენი სამუშაოს ძიების პარამეტრები

არ შეიტანოთ განაცხადი ნებისმიერ ვაკანსიაზე, რომელიც შეგხვდებათ. ჩამოთვალეთ, რა პოზიციები გაინტერესებთ და ძებნა იქიდან დაიწყეთ.

იფიქრეთ, თუ რა უნარები გაქვთ შეძენილი. რა გსურთ – გქონდეთ იგივე როლი თუ ახალი კარიერული გეზი ან ინდუსტრია გირჩევნიათ? ჰკითხეთ საკუთარ თავს, რით ხართ გატაცებული და რის გაკეთება გსურთ გრძელვადიან პერსპექტივაში.

თუ ცდილობთ დარჩეთ თქვენს ინდუსტრიაში, გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილება. ფოკუსირება მოახდინეთ პოზიციებზე, რომლებიც შეესაბამება თქვენს გამოცდილებას. იმის ცოდნა, თუ რაში ხართ პროფესიონალი, დაგეხმარებათ მოარგოთ თქვენი CV ძლიერ მხარეებს და უფრო სწრაფად დაიწყოთ ახალი სამუშაო.

გააანალიზე შენი სფერო

ინდუსტრიის კვლევა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სამუშაოს ძიებას განახლებული ცოდნით. თქვენ უნდა გაარკვიოთ განათლების მოთხოვნები, გამოცდილების დონე და პასუხისმგებლობები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენთვის სასურველ როლებთან.

დააკვირდით, რომელ თვისებებსა და უნარებს ეძებენ დამსაქმებლები თქვენს სფეროში. ეს დაგეხმარებათ აჩვენოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა CV-სა და სამოტივაციო წერილებში.

იცოდეთ საკუთარი თავის ფასი

რამდენი ფულის გამომუშავებას ისურვებდით ერთი წლის განმავლობაში? მნიშვნელოვანია იცოდეთ, შეესაბამება თუ არა თქვენი მოლოდინები სამუშაო ბაზარს.

გააანალიზეთ ბაზრის საშუალო მაჩვენებლები კალკულაციის გამოყენებით. შეაფასეთ საშუალო წლიური ხელფასი თქვენი როლისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მსგავს თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს და ჰკითხოთ რა ხელფასის დიაპაზონს უნდა ელოდოთ კონკრეტულ პოზიციაზე. იპოვეთ ახალი ადამიანები თქვენი სფეროდან, LinkedIn-ზე.

დაამუშავეთ თქვენი რეზიუმე და გასაგზავნი მასალები

იმუშავე უფრო ჭკვიანურად და არა უფრო რთულად. მოცულობის ნაცვლად, ფოკუსირება გააკეთეთ იმ როლებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. კარგად მორგებულ რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე ზოგად მიდგომას.

პროფესიონალის იმიჯის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზიუმეს შემქმნელი პლატფორმები. Hubspot-ზე უფასო შაბლონებს ნახავთ. შემოქმედებითი როლებისთვის, განიხილეთ თქვენი რეზიუმეს დიზაინი Canva ან VistaCreate-ის შაბლონების გამოყენებით.

სამოტივაციო წერილის დაწერისას, პირდაპირ მისწერეთ დამსაქმებელს ან დაქირავებულ მენეჯერს. თუ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ კონკრეტული პირის სახელი, უშუალოდ მას მიმართეთ.

აიმაღლეთ კვალიფიკაცია, მოლოდინის პროცესშიც

არ გაწყდენდათ კიდევ ერთი-ორი საჭირო უნარი რომ გქონდეთ. ვაკანსიაზე განაცხადის დროს, დარეგისტრირდით უფასო ონლაინ კურსებზე და გაიმდიდრეთ ცოდნა. შემდეგ შეგიძლიათ აჩვენოთ დამსაქმებლებს, რომ გსურთ ახალი უნარების სწავლა.

მოემზადეთ გასაუბრებისთვის

იმის მაგივრად, რომ წინა დღით ინერვიულოთ, დაიწყეთ გასაუბრებისთვის მომზადება სამუშაოზე განაცხადისთანავე. ამ გზით, თქვენ ყოველთვის მზად იქნებით თქვენი უნარების ჩვენებისთვის.

დაიწყეთ ამ კითხვებით:
რატომ დატოვეთ ბოლო სამსახური?
რა გაქცევთ საუკეთესო კანდიდატად?
რატომ ხართ დაინტერესებული ამ შესაძლებლობით?
რა მოგეწონათ კომპანიაში?
რა არის თქვენი ჰობი?
რა გაძლევთ მოტივაციას?
ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ/კურსი გაიარეთ?
რა არ მოგწონდათ თქვენს წინა უფროსში/კომპანიაში?

გამოიკვლიეთ პოტენციური დამსაქმებლები

გაქვთ ხედვა, როგორ მუშაობთ კონკრეტულ კომპანიაში? ორგანიზაციის ისტორიასა და კულტურაში ჩაძიება დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი თავსებადობა. დაიწყეთ კომპანიების LinkedIn პროფილების გამოკვლევით.

თუ კომპანია სტარტაპია, გამოიკვლიეთ დამფუძნებლები და გაიგეთ, როგორია მათი წარსული გამოცდილება. მოძებნეთ ისინი, ვისაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა როლზე და მენეჯერულ პოზიციებზე. მათ უფრო მეტად ესმით, თუ როგორ უნდა წარმართონ კომპანიის ზრდა.

მოამზადეთ მადლობის წერილი

ინტერვიუს შემდეგ, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ მადლობის წერილი კომპანიასთან. მაინც, რა უნდა ეწეროს შიგნით? საუკეთესო მიდგომაა გაუზიაროთ თქვენი ნამდვილი ემოციები და გამოცდილება ინტერვიუში. დააკონკრეტეთ ინტერვიუს რომელმა ნაწილმა მიიქცია თქვენი ყურადღება.

კარგი იქნება, თუ გამოხატავთ მადლიერებას ყველას მიმართ, ვისთანაც დაუკავშირდით ინტერვიუს პროცესში. ამ ადამიანებიდან რომელიმემ შეიძლება მხარი დაუჭიროს თქვენს კანდიდატურას თუნდაც ამ მიდგომის გამოც.

 

წყარო: hubspot

შესაძლოა, ინდუსტრიების მომავალი ციფრული სულაც არ იყოს

პანდემიის შემდეგ „ნეკრესის მამული” ქართულ ბაზარს აქტიურად უბრუნდება